სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №133/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110810008, 10/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.2011 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | რამდენად აქტუალურ საკითხს ეძღვნება დაგეგმილი სემინარი |
| 2 | რამდენად შეუწყობს სემინარი ხელს საქართველოში შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების განვითარებას |
| 3 | სემინარის მონაწილეთა პროფესიული კვალიფიკაცია |
| 4 | რამდენად შეუწყობს სემინარი ხელს სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას მხარეებს შორის |
| № | კრიტერიუმი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:Literaturuly-WB;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Literaturuly-WB","sans-serif"; text-transform:uppercase;}
p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Literaturuly-WB","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 37.3pt 3.05pt 48.2pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №133/ნ
2011 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ –
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართი №1
-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ერთობლივი კვლევითი პროექტების შეფასების კრიტერიუმები ამ ბრძანების დანართი №2
-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს ერთობლივი სემინარების პროექტების შეფასების კრიტერიუმები ამ ბრძანების დანართი №3
-ის შესაბამისად.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. სეფერთელაძე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
დანართი №1
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – ფონდი) და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (შემდგომში – CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) მიზანია: ქართველ და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ფინანსური ხელშეწყობა.
2. კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას:
ა) ერთობლივი კვლევითი პროექტებისათვის;
ბ) ერთობლივი სემინარების ჩატარებისათვის.
3. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტის (შემდგომში-პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს.
მუხლი 2🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ფონდი და CNR.
2. ფონდი და CNR კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფენ:
ა) კონკურსის გამოცხადებას CNR-სა და ფონდს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით (შემდგომში – შეთანხმება) განსაზღვრული პერიოდულობით;
ბ) კონკურსის გამართვისა და საპროექტო განაცხადების მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას;
გ) CNR-სა და ფონდს შორის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული რაოდენობის გამარჯვებული საპროექტო განაცხადების გამოვლენასა და დაფინანსებას.
3.ფონდი უზრუნველყოფს:
ა) ქართველ მეცნიერთა საპროექტო განაცხადების მიღებას;
ბ) კომისიის შექმნას, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად მეორე მხარისგან დამოუკიდებლად შეაფასებს წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს;
გ) კომისიის მიერ საპროექტო განაცხადების რანჟირებული სიის მომზადებას და უმაღლესი შეფასების მქონე საპროექტო განაცხადების ჩამონათვალის CNR-თან გადაგზავნას;
დ) CNR-თან ერთად გამარჯვებული საპროექტო განაცხადების გამოვლენასა და ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებას;
ე) გამარჯვებული კვლევითი პროექტების/სემინარების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სუბიექტები
1. ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის/სემინარისათვის საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადს ამზადებენ და წარადგენენ პროექტში ჩართული ქართული ჯგუფი და იტალიური ჯგუფი. ქართულ ჯგუფს საპროექტო განაცხადი შეაქვს ფონდში, იტალიურ ჯგუფს - CNR-ში.
2. კვლევით პროექტში/სემინარში ჩართული ქართული ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს: მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე.
3. პროექტს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს ქართული ჯგუფის პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობას და პასუხიმგებელია ამ საქმიანობის ანგარიშგებაზე.
მუხლი 4🔗. პროექტების ფორმატი და ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება
1. კონკურსი ერთობლივი კვლევითი პროექტებისათვის ითვალისწინებს პროექტში მონაწილე ქართული ჯგუფის წევრების: საერთაშორისო მგზავრობის, საცხოვრებლისა და ვიზის, საზღვარგარეთ ყოფნისას ყოველდღიური ხარჯების ანაზღაურებას.
2. ფონდის მხრიდან თითოეული გამარჯვებული ერთობლივი კვლევითი პროექტის მონაწილე ქართული ჯგუფისათვის გამოიყოფა არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ევრო, CNR-ის მხრიდან თითოეულ გამარჯვებულ პროექტში მონაწილე იტალიური ჯგუფისათვის არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ევრო.
3. კონკურსი ერთობლივი სემინარების ჩატარებისათვის ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების დაფინანსებას:
ა) საქართველოში სემინარის მოსაწყობად საჭირო ლოჯისტიკურ დანახარჯებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ დარბაზის დაქირავების ხარჯებს, მონაწილეთა ადგილობრივი (საქართველოს ფარგლებში) ტრანსპორტირების ხარჯებს, მონაწილეთა კვების ხარჯებს, სემინარის მასალების დაბეჭდვის ხარჯებს, თარჯიმნის მომსახურების ხარჯებს;
ბ) იტალიაში ჩასატარებელ სემინარში მონაწილე ქართული ჯგუფის საერთაშორისო მგზავრობას, საცხოვრებლისა და ვიზის ხარჯებს, საზღვარგარეთ ყოფნისას ყოველდღიურ ხარჯებს.
4. ფონდი აფინანსებს ქართული ჯგუფების მონაწილეობას ერთობლივ სემინარებში.
5. ფონდის მხრიდან სემინარის ჩატარების დაფინანსება შეადგენს არა უმეტეს 3 000 (სამი ათასი) ევროს.
6. ფონდი აფინანსებს პროექტებში მონაწილე ქართული ჯგუფის აქტივობებს, CNR აფინანსებს პროექტში მონაწილე იტალიური ჯგუფის აქტივობებს.
7. სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენისას ქართულმა ჯგუფმა უნდა ისარგებლოს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტში ჩართული ქართული ჯგუფის მიერ ფონდში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
ბ) საპროექტო წინადადებას: ერთობლივი კვლევის აღწერასა და პროექტის დასაბუთებას;
გ) პროექტის ბიუჯეტს;
დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკს;
ე) პროექტის რეზიუმეს ქართულ და ინგლისურ ენაზე;
ვ) ქართული ჯგუფის წევრთა პროფესიულ ავტობიოგრაფიებს (CV);
ზ) ქართული ჯგუფის წევრთა მუშაობის ან/და განათლების/სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
2. ერთობლივი სემინარის ჩასატარებლად საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად ქართული ჯგუფის მიერ ფონდში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
ბ) საპროექტო წინადადებას: ერთობლივი სემინარის მიზნების აღწერას, პროექტის დასაბუთებას, მონაწილეთა სიას;
გ) პროექტის რეზიუმეს ქართულ და ინგლისურ ენაზე;
დ) ქართული ჯგუფის წევრთა პროფესიულ ავტობიოგრაფიებს (CV);
ე) ქართული ჯგუფის წევრთა მუშაობის ან/და განათლების/სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
3. იმ შემთხვევაში, თუ სემინარი საქართველოში იგეგმება, საჭიროა დამატებით წარმოდგენილ იქნ
ეს:
ა) პროექტის ბიუჯეტი;
ბ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი.
4. ფონდსა და CNR შორის შეთანხმებული კონკურსის გამოცხადების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
5. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 6🔗. პროექტების შეფასება
1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი საპროექტო განაცხადები ფონდის მიერ შესაფასებლად გადაეცემა ფონდის გენერალური დირექტორის აქტით შექმნილ კომისიას.
2. კომისიის თავმჯდომარეა ფონდის გენერალური დირექტორი ან მის მიერ დანიშნული პირი.
3. კომისია:
ა) ამტკიცებს იმ საპროექტო განაცხადების სიას, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი კონკურსიდან მოხსნის შესახებ;
ბ) განიხილავს საპროექტო განაცხადებს, აფასებს მათ და ადგენს რანჟირებულ სიას;
გ) ერთობლივი კვლევითი პროექტების შესაფასებლად კომისია ხელმძღვანელობს დანართ №1-ში აღნიშნული შეფასების კრიტერიუმებით.
დ) ერთობლივი სემინარის საპროექტო განაცხადების შესაფასებლად კომისია ხელმძღვანელობს დანართ №2-ში აღნიშნული შეფასების კრიტერიუმებით.
4. კომისიის მიერ შეფასებული ერთობლივი კვლევითი პროექტების/სემინარების რანჟირებული სიიდან უმაღლესი შეფასებების მქონე საპროექტო განაცხადების ჩამონათვალს ფონდი უგზავნის CNR-ს.
5. ფონდი CNR-დან იღებს მის მიერ ჩატარებული შეფასების პროცედურით გამოვლენილ საუკეთესო ერთობლივი კვლევითი პროექტების/სემინარების სიას.
6. ფონდისა და CNR-
ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო საპროექტო წინადადებებიდან ერთობლივად შეირჩევა დასაფინანსებელი ერთობლივი კვლევითი პროექტები/სემინარები.
მუხლი 7🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია კომისიის წევრი
იყოს პირი, რომელიც არის ამავე
კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან კომისიის წევრი იყოს ის
პირი:
ა)
რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან
ან მონაწილეობდა მათ
თან ერთსა და იმავე სამეცნიერო–
კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (
ფაკულტეტი,
ინსტიტუტი,
დეპარტამენტი);
ბ)
რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული,
ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ)
რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში,
პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია,
პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია,
იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,
შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. სამეცნიერო საბჭოს წევრი და კომისიის წევრი
ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/
ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5.
იმ შემთხვევაში,
თუ ინფორმაცია კომისიის წევრის
ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე,
ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის
მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.
მუხლი 8🔗. საგრანტო ხელშეკრულება
დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის
სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ,
ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე მეცნიერთა ჯგუფთან.
მუხლი 9🔗. საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი
1
. გრანტის გამცემი ახორციელებს პროექტის
შესრულების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2
. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3
. ფინანსური მონიტორინგის დროს გრანტის გამცემი:
ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფინანსურ კონტროლს გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, რაზეც ადგენს შესაბამის განხილვის აქტს.
ბ) ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ საგრანტო სახსრების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ასლებისა ან/და ელექტრონული (დასკანერებული) სახით;
გ) გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
4. ფინანსური მონიტორინგისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში.
5. ფინანსური მონიტორინგისას წარმოდგენილ ანგარიშებში ისეთი ხარვეზის აღმოჩენისას, რომელიც არ არის დაკავშირებული არამიზნობრივ ხარჯთან, გრანტის გამცემი განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორების ვადას.
6. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას. პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას გრანტის გამცემი ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს.
7. გრანტის გამცემი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებულ შედეგზე.
დანართი №2
ერთობლივი კვლევითი პროექტების შეფასების კრიტერიუმები
№
კრიტერიუმი
ქულების
დიაპაზონი
ქულა
კომენტარი
1
პროექტში დასახული კვლევის სამეცნიერო აქტუალობა, სიახლე
0-30
2
რამდენად შეუწყობს პროექტი
ხელს სამეცნიერო
თანამშრომლობის გაღრმავებას
მხარეებს შორის
0-30
3
პროექტის მონაწილეთა
პროფესიული კვალიფიკაცია
0-20
4
პროექტში დასახული მიზნების
მიღწევის რეალურობა და
მოსალოდნელი შედეგების
მნიშვნელობა
0-20
დანართი №3
ერთობლივი სემინარების პროექტების შეფასების კრიტერიუმები
№
კრიტერიუმი
ქულების
დიაპაზონი
ქულა
კომენტარი
1
რამდენად აქტუალურ საკითხს ეძღვნება დაგეგმილი სემინარი
0-25
2
რამდენად შეუწყობს სემინარი
ხელს საქართველოში შესაბამისი სამეცნიერო
მიმართულების განვითარებას
0-25
3
სემინარის მონაწილეთა
პროფესიული კვალიფიკაცია
0-20
4
რამდენად შეუწყობს სემინარი
ხელს სამეცნიერო
თანამშრომლობის გაღრმავებას
მხარეებს შორის
0-30