„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 05.08.2011
ძალის დაკარგვა 29.01.2015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110811010, 16/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| № | სახელი და გვარი |
| ქონების დასახელება | ლოტი |
| 1. | 2. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.MsoFootnoteReference { vertical-align:super;}
span.MsoLineNumber {}
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
strong {}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a, li.a, div.a { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpFirst, li.ListParagraph1CxSpFirst, div.ListParagraph1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpMiddle, li.ListParagraph1CxSpMiddle, div.ListParagraph1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpLast, li.ListParagraph1CxSpLast, div.ListParagraph1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.a0, li.a0, div.a0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
p.a1, li.a1, div.a1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpFirst, li.a1CxSpFirst, div.a1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpMiddle, li.a1CxSpMiddle, div.a1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpLast, li.a1CxSpLast, div.a1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.FooterChar { }
span.companyd { }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FootnoteTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar { }
span.danartixmlChar { font-weight:bold; font-style:italic;}
span.sataurixmlChar { font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 49.3pt .5in 48.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2011 წლის 5 აგვისტო
ქ. ახმეტა
„თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დებულება „თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს:
ა) საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №2);
ბ) პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №3);
გ) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №4);
დ) უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №5);
ე) საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი განაცხადის ფორმა (დანართი №6);
ვ) პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №7);
ზ) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №8);
თ) საჯარო აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმა ბეს დაბრუნების მოთხოვნით (დანართი №9);
ი) ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №10);
კ) სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის მიზნით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №11).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №31 დადგენილება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 იანვრის №5 დადგენილება ,,მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
დანართი
№
1
დებულება
თვითმმართველი ერთეულის –
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით
პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის საკითხებში
1.
ეს დებულება შემუშავებულია „
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის, „
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“
საქართველოს კანონის, „
სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად,
და განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის –
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესებს.
2. „
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად,
თვითმმართველი ერთეულის –
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას,
მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით,
იღებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინადადებით,
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით,
ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო –
საკრებულო.
4.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო და სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს,
მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე,
ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზება და მათი მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება ,,
სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილი წესით.
6.
ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა და ქირა ჩაირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
7.
ახმეტის მუნიციპალიტეტი ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომიიის მეშვეობით,
რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე,
აუქცინატორი,
რეგისტრატორი,
კომისიის მდივანი და სხვა წევრები,
რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები.
კომისია დამოუკიდებელია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას.
8.
კომისია შედგება ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისაგან.
კომისიის თავმჯდომარეს,
მის მოადგილეს და სხვა წევრებს ორი წლის ვადით ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.
9.
კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე,
ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში –
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან,
კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,
კომისიის ერთ-
ერთი წევრი.
10.
კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.
კომისია უფლებამოსილია,
თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით,
ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით,
რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
თავი II
თვითმმართველი ერთეულის –
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება
მუხლი 2🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ფორმები
1.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო აუქციონის,
პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე,
პირდაპირი მიყიდვის ფორმებით,
გარდა ,,
სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონის 30-
ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს პირს,
რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს,
ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით –
საკუთრების უფლება გადაეცეს იმ პირს,
რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება „
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“
საქართველოს კანონის 191
მუხლის მე-11,
მე-14
და მე-16
პუნქტებით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 3🔗. აუქციონის გამოცხადება
1.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე,
საჯარო აუქციონი ცხადდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.
2.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი (
ან ამ პირთა გაერთიანება),
რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან/
და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-
ზე ნაკლებია.
3.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ,
აგრეთვე განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5
და არა უმეტეს 30
კალენდარული დღით ადრე.
4.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ამ მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვით უნდა გამოქვეყნდეს ინტერნეტგვერდზე www.myakhmeta.ge,
აგრეთვე გაზეთ ,,24
საათში“.
5.
გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)
პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის დასახელებას;
ბ)
პრივატიზების პირობებს და გამარჯვებული გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ)
საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ)
განაცხადის მიღების დაწყების,
დამთავრებისა და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე)
პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ განსაზღვრული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/
ბეს თანხის ოდენობას,
რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არა ნაკლებ 10 %-
ს და არა უმეტეს 80 %-
ს,
ხოლო მისი მოქმედების ვადა არა ნაკლებ 30
დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.
ვ) ბიჯის სიდიდეს;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართს), საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სახვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი ჩათვლის მიზანშეწონილად.
6. აქციების ან სხვა აქციათა პაკეტის (წილის ) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის სახელწოდებას, სამართლებრივ ფორმას, იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში.
7. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას და მოქმედების ვადას განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას, აგრეთვე მიიღოს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
9. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობა) კონფიდენციალურია.
მუხლი 4🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.
2. აუქციონი არშემდგარად ცხადდება, თუ:
ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი;
გ) აუქციონის მონაწილე/მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში.
3. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს ქონების საბოლოო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე.
4. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე.
5. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია ამ დებულებით განსაზღვრული წესი ან/და პირობები, მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ანგარიშზე, ხოლო გადახდილი ბეს თანხა აღარ უბრუნდება საჯარო აუქციონის მონაწილეს.
6. პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი უფლებამოსილია გადაავადოს ან ჩატარებამდე გააუქმოს ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება.
7. თუ არ მოხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი ფასით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე საპრივატიზებო ქონების საწყისი საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ იგი ამ საფასურით გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდება, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
8. თუ არ მოხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
9. მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია, ამ დადგენილებით დამტკიცებული ტიპიური ფორმების მიხედვით, ადგენს აუქციონში გამარჯვებული დამადასტურებელ ოქმს (დანართი №2, დანართი №3) და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას (დანართი №4, დანართი №5)
მუხლი 5🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღეს და საათს, საჯარო აუქციონში განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საათამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის განაცხადს (დანართი №6, დანართი №7 ან დანართი №8), რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, საპრივატიზებო ქონების დასახელებას, იმ ქონების საპრივატიზებო საწყის საფასურს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში მონაწილის გამარჯვებისთანავე ან ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევისა), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობას (თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით);
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში) და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ვ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, – სხვა დამატებით დოკუმენტაციას.
5. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე.
6. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 10, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში დანართი №11), იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. ამ ბილეთით პირი იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
7. პირს უფლება აქვს საბანკო გარანტიის/ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.
8. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეს პირი არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების შემძენად.
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს საპრივატიზებო ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს და ბიჯს, რომლის სიდიდეს ყოველი კონკრეტული საპრივატიზებო ქონებისათვის განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.
7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს გამარჯვებული და მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგა დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მიზეზით, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო თუ რომელიმე მონაწილის (მონაწილეების) გამოუცხადებლობის მიუხედავად საჯარო აუქციონი შედგა, მაშინ იმ მონაწილეებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ საჯარო აუქციონზე, ბე უკან უბრუნდებათ.
9. სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზე აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, ამ დადგენილებით დამტკიცებული ფორმის განაცხადის (დანართი №9) წარდგენის შემდეგ, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე, ხოლო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე სრულად ირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ მუდმივმოქმედი საუქციონო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 7🔗. გარიგებათა გაფორების წესი
1. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას გამყიდველსა და გამარჯვებულს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ამ დადგენილებით დამტკიცებული ტიპური ფორმის ოქმი (დანართი №2, დანართი №3), რომელიც შეიცავს თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით შესაძლებელია დაიდოს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება საჯარო აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
3. დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) მონაცემები მხარეთა შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) ნასყიდობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს საჯარო აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში კი არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადაიხადოს ქონების საპრივატიზებო საფასური, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საფასურს. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შემძენმა უნდა წარმოადგინოს გადახდიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
5. ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის ვალდებულება შესრულებულად ითვლება ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დადასტურების მომენტიდან.
6. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.
7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობით, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პირგასამტეხლოს.
9. ოქმის მოქმედების პერიოდში ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვამდე შემძენს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში. ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის ან/და საჯარო აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
11. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და საკუთრების უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება, საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
მუხლი 8🔗. შემძენის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
პირობების გარეშე გამოცხადებული საჯარო აუქციონით პრივატიზების შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება, აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მას ერთმევა საკუთრების უფლება და ქონება ბრუნდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქონება აღირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
მუხლი 9🔗. შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში შემძენი ვალდებულია შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე ქონების განმკარგავ სუბიექტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.
2. ქონების შემძენს საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, იგი ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობით, რაც გათვალისწინებული იყო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს.
4. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელიშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით, სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% გადახდის ვადის დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.
6. ოქმით გავალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
7. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო 5 სამუშაო დღეში გასცემს ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც არის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი.
8. საჯარო აუქციონის პირობების შეუსრულებლობის და შემძენის მიერ ოქმით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. ამასთან, შემძენს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული ხარჯები.
9. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია პრივატიზებული ქონების შემძენი პირი გაათავისუფლოს გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
თავი III
თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მუხლი 10🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საჯარო აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება ვადით და სასყიდლით.
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ვადის თაობაზე (მათ შორის, პირდაპირი განკარგვის წესით) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. ქონების სასყიდლიანი სარგებლობით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. ახმეტის მუნიციპალიტეტი ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უზუფრუქტის და თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 11🔗. ქონების სარგებლობაში გადაცემა
1. ქონების სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის სათანადო განაცხადის საფუძველზე.
2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ახმეტის მუნიციპალიტეტსა და ქონების სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ ქონება უნდა დაუბრუნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება.
მუხლი 12🔗. ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით საჯარო აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
3. ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონში გამარჯვებული გამოვლენის კრიტერიუმია საჯარო აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა. საჯარო აუქციონის პირობებს და გამარჯვებული გამოვლენის კრიტერიუმებს, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 13🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საჯარო აუქციონის პირობები
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით საჯარო აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში გამოიყენება ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
მუხლი 14🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით საჯარო აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
მუხლი 15🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. საჯარო აუქციონში გამარჯვების ოქმის გაცემიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
2. ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) სარგებლობაში გადაცემული ქონების დასახელება;
ბ) ცნობები ქონების გადამცემისა და მიმღების შესახებ;
გ) ქონებით სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) საჯარო აუქციონის საფუძველზე გადასაცემი ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ვ) სხვა მონაცემები გამოცხადებული საჯარო აუქციონისა და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.
4. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის გარიგებათა მიმართ ვრცელდება ამ დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობა.
მუხლი 16🔗. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია მიღებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.
2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ვრცელდება ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული დებულებები.
თავი IV
დავების განხილვა
მუხლი 17🔗. დავების განხილვა და გარიგებათა ბათილად ცნობა
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავენ საერთო სასამართლოები.
3. ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
დანართი
№
2
ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №--
„––––„ „–––––––––––––––„ 201-- წ. ახმეტა
1. წინამდებარე ოქმი გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საჯარო აუქციონში გამარჯვებული (შემძენი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული
პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი,
გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი, საიდენტიფიკაციო
დოკუმენტების მონაცემები.
მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების ––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომი პრივატიზების მიზნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ 201-
- წლის –––––––––––– „–––––––––––––––––„ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – შემძენი) და მას, ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების
შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან, მათ
შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
ქონება.
2. შემძენი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან „--
--„ კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე № ––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. შემძენს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. შემძენს უფლება არ აქვს საკუთრებით დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გაცემული ქონება.
5. თუ შემძენი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და შემძენს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. შემძენის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
7. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
8. წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზეპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა შემძენს.
10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
1. ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან.
2. იმ შემთხვევაში, თუ შემძენი იურიდიული პირია – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება თუ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
3. იმ შემთხვევაში, თუ შემძენი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––– / –––––––––––––––––––––/
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (შემძენი) –––––––––––––––– / –––––––––––––––––––––/
ხელმოწერა სახელი, გვარი
ბ.ა.
დანართი
№
3
ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია პირობებით საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №--
„––––„ „–––––––––––––––„ 201-- წ. ახმეტა
1. წინამდებარე ოქმი გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საჯარო აუქციონში გამარჯვებული (შემძენი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული
პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი,
გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი, საიდენტიფიკაციო
დოკუმენტების მონაცემები
მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების ––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომი პრივატიზების მიზნით ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო
კომისიის მიერ 201-- წლის ––––– „–––––––––––––„ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის –––––––––––––––––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––).
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – შემძენი) და მას „
ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების
შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან, მათ
შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე).
2. შემძენი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის პირობებით
გათვალიწინებულ ვადაში შემდეგ ანგარიშზე № –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. შემძენს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. შემძენი ვალდებულია დაიცვას დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი
პირობები:
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. შემძენს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება, განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვითოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
6. გამყიდველის მიერ შემძენზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში შემძენის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში იგი ვალდებულია ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
8. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
1. თანხის გადაუხდელობის შემთვევაში –
გადაუხდელი თანხის 0.1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში –
დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. შემძენის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05 %-ს
9. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა შემძენის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
10. შემძენის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
11. ქონების პრივატიზებისას შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
12. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა შემძენს.
14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
1. ამონაწერი საჯარო ან/სამეწარმეო რეესტრიდან.
2. იმ შემთხვევაში, თუ შემძენი იურიდიული პირია, – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
3. იმ შემთხვევაში, თუ შემძენი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, –
წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი და გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი –––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა
დანართი
№
4
ახმეტის მუნიციპალიტეტი
საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა
№----
ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასზე, რომ მას
გადაეცასაკუთრებაში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, მისამართი და სხვა საიდენტიფიკაციო
მონაცემები)
მიწის ფართობი ––––––––––––––––––––– კვ.მ. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი
ეგზემპლარი გადაეცემა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ,
(მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)
რომელიც ერთ ეგზემპლიარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე
ეგზემპლარი ინახება ახმეტის მუნიციპალიტეტში. საკუთრების უფლების დამადასტურებელი
მოწმობა ძალაშია საკადასტრო-აზომვით ნახაზთან და აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც საკუთრების უფლების დამადასტურებელი
მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 201–– წლის „––––„ ––––––––––––––––
საკრებულოს თავმჯდომარე ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №5
ახმეტის მუნიციპალიტეტი
საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა
№––
ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)
მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
ფართობით ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––კვმ.მ, რომელიც
მდებარეობს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მისამართი და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები)
საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
ოქმის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლიარად, ორი
ეგზემპლიარი გადაეცემა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ,
(მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)
რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ახმეტის მუნიციპალიტეტში. საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან ერთად, რომელიც საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 201–– წლის „––––„ ––––––––––––––––
საკრებულოს თავმჯდომარე ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი
№
6
ახმეტის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე (იურიდიული პირი) –––––––––––––––––––––
მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ტელ.: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განცხადება
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ––––––
––––––––––––––––– (რიცხვი, თვე, წელი) გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის
ქონების –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პრივატიზების მიზნით.
ჩემს მიერ გადახდილია ბე და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3. გადახდილი ბესა და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (–––/–––/20–––წ.)
დანართი
№
7
ახმეტის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე (იურიდიული პირი) –––––––––––––––––––––
მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ტელ.: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განცხადება
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ––––––
–––––––––––––––––– (რიცხვი, თვე, წელი) პირობებით გამოხადებულ საჯარო აუქციონში
მუნიციპალიტეტის ქონების –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პრივატიზების მიზნით, თანახმა ვარ
შევასრულო ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პირობა.
ჩემ მიერ გადახდილია ბე და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3. გადახდილი ბე-ს და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი : (–––/–––/201––წ.)
დანართი
№
8
ახმეტის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) –––––––––––––––––––––
მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ტელ.: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განცხადება
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ––––––
––––––––––––––––– (რიცხვი, თვე, წელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე
გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების ––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
ჩემს მიერ გადახდილია ბე და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3. გადახდილი ბეს და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი : (–––/–––/20–––წ.)
დანართი
№
9
ახმეტის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე (იურიდიული პირი): –––––––––––––––––––––
მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ტელ.: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განცხადება
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის ––––––––––––––––––––––– მივიღე მონაწილეობა ახმეტის
მუნიციპალიტეტში გამართულ საჯარო აუქციონში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პრივატიზების (ან სარგებლობის უფლებით
გადაცემის) მიზნით და გამოვცხადდი დამარცხებულად.
გთხოვთ, გადახდილი ბე –––––––––––––––––– დამიბრუნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები
საიდენტიფიკაციო კოდი
მიმღები ბანკი
ბანკის კოდი
ანგარიშის ნომერი
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (–––/–––/20–––წ.)
დანართი
№
10
ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეთა
რეგისტრაციის ჟურნალი
№
სახელი და გვარი
მისამართი
განაცხადის შემოტანის თარიღი და დრო
საპრივატიზებო ობიექტი
შენიშვნა
ქონების დასახელება
ლოტი
1.
2.
3.
4.
5.
6.
დანართი
№
11
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი
№
სახელი
და
გვარი
მისამართი
განაცხადის
შემოტანის
თარიღი
და
დრო
სარგებლობის
უფლებით
გადასაცემი
ქონების
დასახელება
შენიშვნა
1.
2.
3.
4.
5.
6.