,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.162.016050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110811014, 16/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება№26

  2011 წლის 5 აგვისტო

 ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                             19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის           მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

   მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                     19 ოქტომბრის №25 დადგენილებით (სსმ V, №50, 03.11.2010 წ. მუხ. 1360) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

    1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში-სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურეობას.“

  2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

  3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,ვ) გამგეობის მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების, პირადი საქმეების გაფორმება და აღრიცხვა, საპენსიო საბუთებისა და ყოველწლიური შვებულების გაფორმება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება გამგეობის მოსამსახურეთა მიღება-განთავისუფლების, დაჯილდოების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, კონტროლი მომსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე, საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;“

  3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილება“.

  4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,, მუხლი 7. მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილების ფუნქციები

  მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

  ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

  გ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას, ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

  დ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;

  ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“

  მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე            ა.  მაილაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.08.2011.
როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.08.2011. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.162.016050.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.08.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №26, 05.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1457447/