თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 11.08.2011
ძალის დაკარგვა 16.02.2012
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №10/4
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.157.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110811019, 12/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| № | გაცემის თარიღი |
| ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის N | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმების, მათი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, რეაგირებისათვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.06.2015
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 28.3pt 56.7pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 28.35pt 42.55pt .5in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10/4
2011 წლის 11 აგვისტო
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე პუნქტების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 513,533,55, 552,553,601-ის პირველი ნაწილი, 1191, 125-ე მუხლის მერვე ნაწილი, 1271 მუხლის მეხუთე ნაწილი, 145,1461,148-ე,150-ე,1501,151-ე,152-ე,1522,1534,159-ე,1591 მუხლები.
2. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1).
3. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების წესი (დანართი №2).
4. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).
5. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4).
6. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5).
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.
8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სპეციალისტებს.
9. კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარებისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიებს.
10. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.მესტვირიშვილი
დანართი №1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
1. ------------------------------------------------------------
2. -------------------------------------------------------
შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
შედგენის ადგილი
3. --------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი
4. დამრღვევი:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № ----------------------------------
ბ) სახელი-------------------------------
გ) გვარი --------------------------
დ) დაბადების თარიღი ----------------------------------
ე) სამუშაო ადგილი ---------------------------------------------
ვ) პირადი №-------------------------------------------------------------------
ზ) მისამართი ----------------------------------------------------------------------
5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: -------------------------------------------------------
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი ------------------------ ნაწილი
-------------------- ქვეპუნქტი-----------------------
7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი ------------------------------------------------------------------
8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი -----------------------------------------------------
9. ოქმს თან ერთვის -----------------------------------------------------------------------------------------
მოწმე:----------------------------------------------------------------------------------------------
დაზარალებული: ---------------------------------------------
ხელმოწერა ხელმოწერა
ოქმის შემდგენელი: -----------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევი: ----------------------------------------------------
ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
დანართი №2
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსებისა და გამოყენების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმას და შევსების წესის სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1) შევსებული სახით გადაეცემა სამართალდამრღვევს ოქმის ხელმოწერისთანავე, ხოლო მისი მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელს.
მუხლი 3🔗
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) სამართალდამრღვევის პირადი ნომერი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი
№
გაცემის თარიღი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის №
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
დანართი №4
დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი №
ქ. თეთრიწყარო ____ ________________ 201_ წელი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის N
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი -----------------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი --------------------------
დანართი №5
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადება და დამცავი ნიშნები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა მკრთალ ფერში, გამოსახული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკის მთლიან ფონზე.
5. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთან.