განჩინება ინდ. მეწარმე "შალვა ქათამაძის" გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2011 წლის 10 აგვისტო
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ინდ. მეწარმე ,,შალვა ქათამაძის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახნის შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2011 წლის 10 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ინდ. მეწარმე ,,შალვა ქათამაძემ“ და ინდ. მეწარმე ,,შალვა ქათამაძის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა, ხოლო მოტივად ინდ. მეწარმის გადახდისუუნარობა და ვადამოსული გადახდის ვალდებულებების დაფარვის შეუძლებლობა მიუთითა.
სასამართოლმ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავით დადგენილ ყველა პირობას იგი და მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-17, 21-ე, 25-ე, 26-ე, 29-ე, 32-ე, 36-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდ. მეწარმე ,,შალვა ქათმაძის“ (ს/ნ 130075880) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნ ე ს წარმოებაში და ინდ. მეწარმე ,,შალვა ქათმაძის“ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმე.
2. ინდ. მეწარმე ,,შალვა ქათმაძის“ მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).
3. აეკრძალოს ინდ. მეწარმე ,,შალვა ქათამაძეს“ ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა.
4. შეჩერდეს იძულებითი აღსრულება ინდ. მეწარმე ,,შალვა ქათამაძის“ მიმართ.
5. აიკრძალოს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
6. განემარტოს კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში სასამართლოს უნდა წარმოუდგინონ გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები.
7. 2011 წლის 20 სექტემბერს 14:00 საათზე მოწვეულ იქნეს ინდ. მეწარმე ,,შალვა ქათამაძის“ კრედიტორთა კრება.
8. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).
კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები:
ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ;
ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენა, მომრიგებელი საბჭოს შექმნა;
გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
9. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.
10. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის აცილების შესახებ.
11.განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც ინტერესსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).
მოსამართლე გ. ფუტკარაძე