„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№433
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110811022, 11/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №433

2011 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,      ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებით (სსმ III, 20.05.2009, №62, მუხლი 694) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულების „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულების „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულების „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.

4. სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური ან იურიდიული განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულების „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.“.

2. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 12 აგვისტოდან.

                                                                                                       დ. გვინდაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.08.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.08.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №433. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.033.016230.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.08.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 მაისის №295 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №433, 11.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016230 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1457917/