„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№434
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.016231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110811023, 11/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №434

2011 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის№824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,            ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის№824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.2008,№159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახელმწიფო საგარეო ვალის სამმართველო;

ბ) საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველო;“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველო

საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების და ევროინტეგრაციის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად საკრედიტო და საგრანტო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;

ბ) საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტებით განსაზღვრული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესრულების კოორდინაცია;

გ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ფინანსთა სამინისტროს ორგანიზაციულ კოდში გასათვალისწინებელი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ე) სახელმწიფო სექტორის მიერ საგარეო წყაროებიდან მიღებული და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;

ვ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესრულების კოორდინაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;

თ) ევროპული სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში მისაღები რესურსების მოცულობის განსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით;

ი) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;

ლ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.“.

3. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 12 აგვისტოდან.

დ. გვინდაძე

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.08.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.08.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №434. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.033.016231.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.08.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №434, 11.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016231 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1457932/