„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება№35
2011 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებით (სსმ.ვებგვერდი, 110701012, 01.07.2011) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ;“.
2. დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ა) ორგანიზებას უწევს სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისათვის მასმედიის საშუალებით და აწარმოებს PR-ს („Public Relations”) ;
ბ) ამყარებს ურთიერთობებს სააგენტოსა და საზოგადოებას შორის და უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო ფენებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
გ) ორგანიზაციას უწევს სააგენტოს მონაწილეობას, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე, ბაზრობებზე;
დ) უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის დაცულ ტერიტორიებზე აწყობს პრესტურებსა და გაცნობით ტურებს;
ე) ახორციელებს საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ბრენდის შემუშავებას და განვითარებას;
ვ) ორგანიზაციას უწევს, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ პრეზენტაციებს და პრესკონფერენციებს;
ზ) უზრუნველყოფს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა. შ) მომზადებას და გავრცელებას ;
თ) უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობას ადგილობრივ ბაზარზე და მათ ეფექტიან პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე ;
ი) აწარმოებს სააგენტოს ვებგვერდს და სააგენტოს პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში;
კ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენა ს;
ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ . ხაჩიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.08.2011.
- როდის იქნა მიღებული „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.08.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.22.023.016076.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.08.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №35, 12.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016076 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1458659/