„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №310
2011 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებ აში (სსმ, ვებპორტალი, 28.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის2011 წლის სახელმწიფო პროგრამ ის“ (დანართი №1):
ა) პირველი მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,723,400 ლარის ოდენობით, ამ დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ცხრილის შესაბამისად.“;
ბ) მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამისა და მისი ქვეპროგრამების (კომპონენტების) ბიუჯეტი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამები (კომპონენტები) | ბიუჯეტი (ლარ ო ბით) |
| 1. | მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა |
1,706,800 |
| 2. | მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 240,000 |
| 3. | დღის ცენტრების ქვეპროგრამა | 2,890,800 |
| 4. | მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახურებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 4,353,185 |
| 5. | მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 99,000 |
| 6. | ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 71,415 |
| 7. | ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა | 540,000 |
| 8. | შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა | 324,000 |
| 9. | დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 94,500 |
| 10. | ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა | 656,700 |
| 10.1 | დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის | 626,700 |
| 10.2 | დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის | 30,000 |
| 11. | მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 40,000 |
| 12. | გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა | 86,400 |
| 13. | ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა | 108,000 |
| 14. | დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 2,457,600 |
| 14.1 | სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი | 196,000 |
| 14.2 | საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 263,400
|
| 14.3 | სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 487,700 |
| 14.4 | კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი | 1,510,500 |
| 15. | პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა | 39,000 |
| 16. | ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 16,000.“. |
2. „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამ ის“ (დანართი 1.5) მე‑4 მუხლის მე‑4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (დანართი 1.14.4) მე‑4 მუხლის მე‑3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური