⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.08.2013)
გაუქმებულია:

სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.08.2011
ძალის დაკარგვა 13.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №312
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016472
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110812016, 12/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,004 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.2011 მიღება
13.08.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:"Arial GEO"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Cambria","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.LightGrid-Accent31, li.LightGrid-Accent31, div.LightGrid-Accent31 {mso-style-name:"Light Grid - Accent 31"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; font-size:12.0pt; font-family:"Cambria","serif";} p.LightGrid-Accent31CxSpFirst, li.LightGrid-Accent31CxSpFirst, div.LightGrid-Accent31CxSpFirst {mso-style-name:"Light Grid - Accent 31CxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Cambria","serif";} p.LightGrid-Accent31CxSpMiddle, li.LightGrid-Accent31CxSpMiddle, div.LightGrid-Accent31CxSpMiddle {mso-style-name:"Light Grid - Accent 31CxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Cambria","serif";} p.LightGrid-Accent31CxSpLast, li.LightGrid-Accent31CxSpLast, div.LightGrid-Accent31CxSpLast {mso-style-name:"Light Grid - Accent 31CxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; font-size:12.0pt; font-family:"Cambria","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №312 2011 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი სს „ საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗.    „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა.თ.“ ქვეპუნქტის საფუძ­ ველზე დამტკიცდეს თანდართული სს „ საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.  მუხლი 2🔗.    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2 წლის განმავლობაში.  პრემიერ-მინისტრი             ნ . გილაური სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი        მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსა­ხურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შე­მუ­შავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ.“ ქვეპუნქტის შესა­ბა­მისად და ადგენს სს „საპარტნიორო ფონ­დის“ (შემდგომში – სა­წარ­მო) სახსრებით საქონლისა და მომსახუ­რების შესყიდვების სპე­ცი­ალურ წესს.  2. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვი­თარების ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ განსაზ­ღვრული შესყიდვების პროცედურები.  3. საქონლის/მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება მიი­ღე­ბა ამ წესის შესაბამისად.  4. ამ წესით შესყიდვისას, ამავე წესით გაუთვალისწი­ნებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დებუ­ლებები.        მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) შესყიდვა – საწარმოს ან საწარმოს შვილობილი ორგა­ნი­ზა­ციის/ორგანიზაციების მიერ თავისი საქმიანობის სპეციფიკას­თან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შო­რის, ტექნიკური ეკონომიკური დასაბუთება (Feasibility study), იუ­რი­დიული მომსახურება, ფინანსური მომსახურება, აუდიტორული, საექ­სპერტო, საკონსულტაციო, ტექნიკური, საინჟინრო, იურიდი­უ­ლი, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა, საპროექტო სამუშაოები და სხვ.);  ბ) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქო­ნელი და მომსახურება – საქონელი და მომსახურება, რომლე­ბიც დაკავშირებულია საწარმოს ძირითად საქმიანობასთან, „ა“ ქვე­პუნ­­ქტში მითითებული ინტელექტუალური მომსახურება და აგრეთ­ვე საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა საქონელი და მომსახურება;  გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება;  დ) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შეს­ყიდვის ობიექტი. პრეტენდენტმა/მონაწილემ წინადადე­ბა/განა­ცხადი შეიძლება წარადგინოს თავისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლო­ტ­­ზე, ხოლო ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე უნდა გამოვლინდეს ერ­თი გამარჯვებული;  ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (მათ შორის, ნედლეული, ნაკეთობა, მოწყობილობა, წარმოების სხვა სა­შუალება, მოხმარების საგანი) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირე­ბულებას;  ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომ­სახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;  ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც საწარმოსთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;  თ) ფასთა კოტირება – საშუალება საქონლის, მომსახურების შეს­ყიდვისათვის, რომლის დროსაც განმსაზღვრელია ფასის კრიტე­რიუმი და რომელშიც წინადადების/განაცხადის წარდგენის უფლე­ბა აქვთ წინასწარ განსაზღვრულ პოტენციურ მიმწოდებლებს.        მუხლი 3🔗. შესყიდვის საშუალებები  1. შესყიდვა ხორციელდება ფასთა კოტირების საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.  2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლა­პა­რა­კების საშუალებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირო­ბა:  ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირე­ბულება არ აღემატება 50 000 ლარს;  ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;  გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუ­არესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუა­ტა­ცი­ის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმ­წოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორ­ციე­ლებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემა­ტება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;  დ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმ­ჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება;  ე) საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილება.  3. შესყიდვა ასევე შეიძლება განხორციელდეს ტენდერის საშუ­ალებით, რომლის პროცედურებს განსაზღვრავს საწარმოს აღმას­რუ­­ლებელი დირექტორი.       მუხლი 4🔗. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი  1. შესყიდვის პროცედურას ატარებს სატენდერო კომისია, რო­მელ­საც ქმნის საწარმოს აღმასრულებელი დირექტორი (ყველა შეს­ყიდვისათვის ერთად ან თითოეული შესყიდვისათვის ცალ-ცალკე).  2. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომი­სიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნ­­და დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თა­­ნაბ­რად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კო­მისიის თავმჯდომარის ხმა.  3. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რო­მელსაც ხელს აწერენ სხდომის დამსწრე კომისიის წევრები.       მუხლი 5🔗. წინადადების/განაცხადის უზრუნველყოფის გარანტია  1. საწარმოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში პრე­ტენ­დენ­ტებს/მონაწილეებს მოსთხოვოს წინადადების/განაცხადის უზ­რუნ­ველყოფის გარანტია საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის მი­ერ განსაზ­ღვრუ­ლი ოდენობით.  2. გარანტია არ დაუბრუნდება, თუ პრეტენდენტი/მონაწილე გამარჯვების შემთხვევაში უარს განაცხადებს ხელშეკრულების და­დე­ბაზე (ან ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების გასაფორ­მებ­ლად საჭირო ვალდებულებების შესრულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავისი წინადადების/განაცხადის მოქმედების ვადის დასრულებამდე.