საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.08.2011
ძალის დაკარგვა 18.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №313
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016473
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110812017, 12/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დანართი # 3 | დანართი # 3 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; color:#4F81BD; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Arial","sans-serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.CharChar2 {mso-style-name:"Char Char2"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CharChar1 {mso-style-name:"Char Char1"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.CharChar {mso-style-name:"Char Char";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 59.15pt 42.55pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №313
2011 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗.
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 5 მაისის №4653 კანონის მე‑2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 12 აგვისტოდან.
პრემიერ‑მინისტრი
ნ
. გილაური
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო და მიზანი
1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს) მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის, მათ შორის, ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით დარეგულირებულ ურთიერთობებზე
.
3. წესის მიზანია უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში
გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარემოს
დაცვის
ა და
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფერო – ამ წესის
მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის
, წყლის
, მიწის
, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის
, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების
, ნარჩენების მართვისა და ქიმიური უსაფრთხოების სფერო;
ბ
) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური და იურიდიული პირები ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑7 მუხლის პირველი, მე‑2, მე‑4, მე‑5 და მე‑9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის
ლიცენზიებ
ის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის
მფლობელები, ადმინისტრაციული
ორგანოები და მათი საქმიანობა (ქმედება),
რომლებზე
ც ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები;
გ
) სახელმწიფო კონტროლი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომლებ
იც მოიცავს ამ
სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ
მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგს, რეგულირების ობიექტის ინსპექტირებასა და
დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
დ) გარემოს
დაცვის
ა და
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი – ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება) ამ
სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე,
ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგების უწყვეტი შეგროვება და სისტემატური ანალიზი;
ე)
ინსპექტირება
– რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე დათვალიერება
, შემოწმება და შესაბამისი რეაგირება
;
ვ
)
დათვალიერება – რეგულირების ობიექტის საქმიანობის
შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება/შესწავლა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც
შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების, ისე შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად;
ზ
) შემოწმება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე რეგულირების ობიექტის საქმიანობის
შემოწმება დადგენილი წესის შესაბამისად;
თ
) ადმინისტრაციული მიწერილობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგულირების ობიექტის საქმიანობის
დათვალიერების, შემოწმების ან მათი ანგარიშგების და სხვა
პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, ასევე მათ საფუძველზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს
უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც აცნობებს რეგულირების ობიექტს, რომ
მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი
დარღვევები
ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან,
რომე
ლთა
შეუსრულებლობაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა
1. სახელმწიფო კონტროლის მიზანია:
ა) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დადგენილი ნორმების/წესების შესრულების უზრუნველყოფა.
2. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობით, რეგულირების ობიექტის ინფორმირებისა და სხვა ხელშემწყობი პირობების შექმნის გზით;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებით;
გ) ინსპექტირების განხორციელებით;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული ზომების გატარებით;
ე) რეგულირების ობიექტის საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას დადგენილი წესით უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებში გადაცემით.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმის განხორციელების პრინციპები
სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების რაციონალური სარგებლობის, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიღწევა მინიმალური დანახარჯების გაწევით;
ბ) რეგულირების ობიექტების კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფით;
გ) დარღვევათა გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენებით;
დ) ანალოგიურ გარემოებათა არსებობისას ყველა დამრღვევის მიმართ ერთნაირი მეთოდების გამოყენებით;
ე) საკონტროლო საქმიანობის გამჭვირვალობითა და ანგარიშგებით;
ვ) საქმიანობის მეთოდებისა და ინსტიტუციონალური საფუძვლების რეგულარული სრულყოფით.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლის მოქმედების სფერო, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
1. ბუნებრივი რესურსების სააგენტო დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიებით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდის, მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის.
2. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, რეგულირების ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.
3. ბუნებრივი რესურსების სააგენტო ასევე თანამშრომლობს სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების შესრულებისათვის საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელებისა და შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია, ასევე გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გაცემის, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი აქტის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და სანებართვო მოწმობის ასლი) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში მიწოდებული უნდა იქნეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთვის.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმები
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი მექანიზმია:
ა)
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების,
ბუნებრივი რესურსებით უკანონოდ სარგებლობის
გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელება;
ბ)
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი;
გ) რეგულირების ობიექტების ინსპექტირების განხორციელება.
მუხლი 7🔗. რეგულირების ობიექტის დათვალიერების ზოგადი ასპექტები
1. დათვალიერება შესაძლოა მოიცავდეს:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვებას, მათ შორის, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილის შესახებ;
ბ) რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილის, ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე სივრცის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ობიექტის, ასევე მოწყობილობა-დანადგარების ვიზუალურ დათვალიერებას;
გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების ობიექტის მიერ ბუნებრივი რესურსების, ხე‑ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვის ჟურნალ(ებ)ის) გაცნობას, მოპოვებული ბუნებრივი რესურსების დათვალიერებას, მათი ოდენობის დადგენასა და შესაბამის დოკუმენტებთან შედარებას, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გადამუშავებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების ვიზუალურ დათვალიერებას, რეგულირების ობიექტის სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტის, ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო (მათ შორის, მცურავი) საშუალების შესაბამისი დოკუმენტის, სხვა ნივთებისა და საგნების დათვალიერებასა და გაცნობას;
დ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე წყლის სხვა ობიექტებში მცურავი (მათ შორის, თევზის მომპოვებელი) სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, მათ მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ამსახველი დოკუმენტების (მათ შორის, თევზჭერის სარეწაო ჟურნალის) დათვალიერებას. საჭიროების შემთხვევაში სინჯების აღებას ან/და გაზომვების ჩატარებას, ასევე ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნასა და დათვალიერებას;
ე) საჭიროების შემთხვევაში რეგულირების ობიექტ(ებ)ის ტერიტორიის მიმდებარედ ლაბორატორიული სინჯების აღებასა და გაზომვების ჩატარებას;
ვ) რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსდაცვითი სამუშაოების (ღონისძიებების) განხორციელებისას
საქართველოს შესაბამისი
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის დათვალიერებასა და შეფასებას;
ზ) რეგულირების ობიექტზე წინა ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობის დათვალიერებასა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას.
2. თუ რეგულირების ობიექტების დათვალიერებისას გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა მეყსეული და უშუალო საფრთხე შეუქმნას ჩადენილი დარღვევების შესახებ შესაბამის მტკიცებულებებს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის საჭირო ღონისძიებებსა (მათ შორის, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, მტკიცებულებების დალუქვა, სინჯების აღება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ზომების გატარებას.
3. დათვალიერებისას რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
4. დათვალიერების ღონისძიებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში.
მუხლი 8🔗. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმების ზოგადი ასპექტები
1. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება შესაძლოა მოიცავდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, მათ შორის:
ა) რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე მიმდინარე ან განხორციელებული სამუშაოების, საწარმოო პროცესებისა და მოწყობილობა-დანადგარების შემოწმებას;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების შემოწმებას;
გ) რეგულირების ობიექტის მიერ ან მისი სახელით განხორციელებული თვითმონიტორინგის შედეგების შემოწმებას;
დ) შესაბამისი ნაგებობების, მათ შორის, გარემოსდაცვითი ნაგებობებისა და შესაბამისი მოწყობილობების შემოწმებას;
ე) რეგულირების ობიექტის მიერ წარმოებული შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმებას;
ვ) რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და შესაბამისი ბუნებრივი რესურსების პირველადი გადამუშავების სამუშაოების შემოწმებას;
ზ) რეგულირების ობიექტისაგან დადგენილი წესით საჭირო დოკუმენტაციისა და მასალების, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიღებას, მათ შორის, ადგილზე გაცნობას;
თ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე ლაბორატორიული სინჯების აღებისა და გაზომვების დაუბრკოლებლად ჩატარებას;
ი) გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებასა და საჭიროების შემთხვევაში ჩამორთმევას, ასევე შესაბამისი გადაუდებელი რეაგირების ზომების გატარებას.
2. შემოწმების განხორციელებისას შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს დათვალიერების ღონისძიებები.
3. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს გეგმური ან არაგეგმური წესით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
4. შემოწმება ძირითადად არ აჩერებს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან აუცილებელი ობიექტური და ტექნიკური გარემოებებისა.
5. ბუნებრივი რესურსების სააგენტო რეგულირების ობიექტების შემოწმების განხორციელებისას უფლებამოსილია იმ გონივრული ვადით და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს შესაბამისი რეგულირების ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რომელიც საჭიროა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისათვის და დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარებას.
6. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, გეგმური შემოწმებები შეძლებისდაგვარად უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. რეგულირების ობიექტის საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან (საფუძვლებიდან) გამომდინარე, შემოწმება შესაძლებელია ჩატარდეს მიზნობრივად, გარემოს ან ბუნებრივი რესურსების ცალკეული კომპონენტების ან მიმართულებების მიხედვით.
7. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, მათ შორის, დაცულ ტერიტორიებსა და სალიცენზიო ფართობებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას დიდი ფართობის მქონე შესამოწმებელი ობიექტის შემოწმების განხორციელება შესაძლებელია შერჩევითი წესით, რის საფუძველზეც განხორციელდება შერჩეული უბნების (ტერიტორიის) შემოწმება.
მუხლი 9🔗. გეგმური და არაგეგმური შემოწმება
1. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შემოწმების გეგმას კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი.
2. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გეგმური შემოწმება ხორციელდება შემოწმების გეგმის შესაბამისად.
3. რეგულირების ობიექტის შემოწმების სიხშირე და შემოწმების პრიორიტეტები განისაზღვრება საქართველოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მიერ.
4. რეგულირების ობიექტის შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს რეგულირების ობიექტების წინასწარი გაფრთხილებით ან გაუფრთხილებლად.
5. რეგულირების ობიექტის არაგეგმური შემოწმება ხორციელდება:
ა) ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების (საჩივრების), (მათ შორის, „ცხელ ხაზზე“ შემოსული ინფორმაციის, მისი არსებობისას) შეტყობინებების საფუძველზე;
ბ) რეგულირების ობიექტში (საწარმოში) მომხდარი ავარიული სიტუაციების, მათ შორის, ემისიების გარემოში ავარიული გაშვების, ასევე დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
გ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის სხვა ობიექტებზე მცურავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ (მათ შორის, თევზის მომპოვებელი) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით;
დ) რეგულირების ობიექტების ანგარიშგების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით;
ე) სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისას სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის განსაზღვრული კონკრეტული საქმიანობისთვის აუცილებელი პირობებისა და მათი გონივრულ ვადაში განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით;
ვ)
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების
სალიცენზიო პირობებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო
პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისა.
6. რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს სააგენტოს უფროსი ან დადგენილი წესის შესაბამისად სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი.
თავი II
ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი რეგულირება
მუხლი 10🔗. ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი ფორმა
1. ინსპექტირება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა რეგულირების ობიექტს წარედგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, კერძოდ:
ა) რეგულირების ობიექტის დათვალიერებისას – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა;
ბ) რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ;
გ) არაგეგმური შემოწმებისას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში სააგენტოს უფლებამოსილი პირი რეგულირების ობიექტს წარუდგენს მხოლოდ სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ პირადობის მოწმობას.
2. რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლოა გამოცემულ იქნეს წერილობით ან ზეპირად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
4. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე რეგულირების ობიექტის შემოწმების დაწყებისას ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირი რეგულირების ობიექტს წარუდგენს მხოლოდ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ პირადობის მოწმობას, თუმცა შემდგომ უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენას შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, ხოლო თუ ამ პერიოდისთვის შემოწმება დასრულებულია, იგი გაეგზავნება ფოსტის მეშვეობით ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში.
5. რეგულირების ობიექტის არაგეგმური შემოწმებისას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებს მიეკუთვნება რეგულირების ობიექტში (საწარმოში) მომხდარი ავარიული სიტუაცია, დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაცია, როდესაც აუცილებელია რეაგირების ზომების დაუყოვნებლივ გატარება, ასევე სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები, რომლებიც ცნობილი გახდება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლისათვის უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
7. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რეგულირების ობიექტის საქმიანობის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.
მუხლი 11🔗. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალურ
ი ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები
1. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ‑სამართლებრივ აქტში (შემდგომში – რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანება), საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი რეკვიზიტების გარდა, შესაძლებელია მითითებულ იქნეს სხვა საჭირო მონაცემებიც.
2. მცურავი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ბრძანება შესაძლებელია გამოცემულ იქნეს წინასწარ, კონკრეტული მცურავი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტებისა და რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების პერიოდის (მისი დაწყებისა და დასრულების ვადების) მითითების გარეშეც. მცურავი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ბრძანება შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემოწმებების განხორციელების დავალებას დროის განსაზღვრულ ვადაში (დღე, კვირა, თვე, წელიწადი).
3. რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანების გამოცემა დასაშვებია რეგულირების ობიექტის მფლობელობაში არსებულ ერთი ან რამდენიმე ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე.
4. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში, რამდენიმე რეგულირების ობიექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მათ შესამოწმებლად შესაძლებელია რეგულირების ობიექტების ერთიანი შემოწმების ბრძანების გამოცემა.
მუხლი 12🔗. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების ხანგრძლივობა
1. რეგულირების ობიექტის შემოწმების დაწყებიდან შემოწმების ხანგრძლივობა ერთ ობიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არა უმეტეს იმავე ვადისა.
2. რეგულირების ობიექტის შემოწმების მიმდინარეობა შესაძლოა შეჩერდეს იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნისა და ამ ინფორმაციის მიღებისათვის, რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული სამუშაოების ან/და იმ ტექნოლოგიური ციკლის განხორციელებისთვის, რომლის ჩატარებაც აუცილებელია რეგულირების ობიექტის მიერ გარემოზე ზემოქმედების სრული სურათის მისაღებად, ასევე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება.
3. ფორსმაჟორული სიტუაციის, სხვა ბუნებრივი მოვლენებისა და ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია რეგულირების ობიექტის შემოწმების გაგრძელება, შესაძლებელია მოხდეს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერება საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება. შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი ან დადგენილი წესის შესაბამისად – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
თავი III
რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელება
მუხლი 13🔗. დათვალიერება
1. რეგულირების ობიექტის
– საწარმოს (მათ შორის, ინდივიდუალური საწარმოს) დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფების მიერ.
2. რეგულირების სხვა ობიექტების დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის, ისე ამ წესის V თავისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები და აღჭურვილობა
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს თან იქონიოს შემდეგი აღჭურვილობა ან მასალები:
ა) კავშირგაბმულობის საშუალებები;
ბ) პორტატიული პერსონალური კომპიუტერი;
გ) შესაბამისი სქემები, რუკები, პარამეტრების ჩამონათვალი ან სხვა დოკუმენტები;
დ) რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ანგარიშები და სხვა მონაცემები;
ე) ლაბორატორიული სინჯის ასაღები და გამზომი ხელსაწყოები;
ვ) ფოტო‑ და ვიდეოკამერა;
ზ) ასევე ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც სჭირდება მას ინსპექტირების სრულყოფილად განხორციელებისათვის.
მუხლი 15🔗. რეგულირების ობიექტისა და სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობა ინსპექტირების პროცესში
1. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობენ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლები, საჭიროების შემთხვევაში – სხვა პირები, რომელთაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ინსპექტირებაში (მათ შორის, რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე), ასევე ესწრებიან შესამოწმებელი რეგულირების ობიექტის წარმომადგენლები.
2. რეგულირების ობიექტი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება ობიექტის ინსპექტირების პროცესში. მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნისთანავე, მაქსიმალურად გონივრულ ვადებში.
3. რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის უარი, რომელიც უნდა აისახოს შესაბამის აქტში, ინსპექტირების პროცესში მისი მონაწილეობის ან მისი ადგილზე არყოფნის შესახებ არ აჩერებს ინსპექტირების მოქმედებების განხორციელებას.
4. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავების, ლაბორატორიული სინჯების აღების, შესაბამისი გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების მიზნით შესაძლებელია მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან ექსპერტები.
5. ინსპექტირების პროცესს შესაძლებელია ესწრებოდნენ ექსპერტები ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს, და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის.
6. რეგულირების ობიექტის შემოწმებაში სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლების, ექსპერტებისა და სპეციალისტების (ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა) მონაწილეობა ფიქსირდება ინსპექტირების შესაბამის აქტში.
მუხლი 16🔗. მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ ინსპექტირების ხელშეწყობისთვის
1. ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია ხელი შეუწყოს შემმოწმებელს ინსპექტირების პროცესში მისი კანონიერი ქმედებების განხორციელებისას.
2. რეგულირების ობიექტი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში აღჭურვოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წარმომადგენლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს მათ ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, გამოუყოს მათ სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მათი ორგანიზაციულ ტექნიკასთან (კომპიუტერი, ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა.
3. ინსპექტირების განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტი ვალდებულია:
ა) ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს თავისუფლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს საკონტროლო ღონისძიებები;
ბ) შემმოწმებლის მითითების შესაბამისად შეაჩეროს ობიექტის საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილობების სამუშაო პროცესი ან არ დაუშვას მათი გამორთვა ან მათთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა;
გ) წარადგინოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
დ) არ დაუშვას ისეთი ოპერაციების შეზღუდვა, რომლებიც აუცილებელია სინჯებისა და ნიმუშების ასაღებად;
ე) უზრუნველყოს სააგენტოს თანამშრომლის მოთხოვნის შემთხვევაში შემოწმებისათვის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება;
ვ)
საქართველოს ტერიტორიულ და შიდა
წყლებში ინსპექტირების განხორციელებისას ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს
თანამშრომე
ლს კანონიერი ქმედებების განხორციელებაში
, მათ შორის, დაჭერილი თევზის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ ამოიღოს წყლის ობიექტიდან ის ბადე-იარაღები, რომლებითაც ახორციელებს თევზჭერას;
ზ) ასევე შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. ინსპექტირების განხორციელებისას ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი აფრთხილებს რეგულირების ობიექტის ხელმძღვანელს ან მის წარმომადგენელს, რომელიც შეფერხებას უქმნის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კანონიერი მოქმედებების განხორციელებას, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ამგვარი ქმედებებისათვის შესაძლო სანქციების შესახებ.
მუხლი 17🔗. რეგულირების ობიექტის დათვალიერებისას ობიექტზე განხორციელებული ქმედებები
1. რეგულირების ობიექტის დათვალიერების პროცესში ობიექტზე განსახორციელებელი ქმედებები განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. რეგულირების ობიექტის დათვალიერება შესაძლოა ჩატარდეს რეგულირების ობიექტის წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე.
მუხლი 18🔗. რეგულირების ობიექტის შემოწმებისას ობიექტზე განხორციელებული ქმედებები
1. რეგულირების ობიექტის შემოწმების პროცესში ობიექტზე განხორციელებულ ქმედებებს რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანებით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად განეკუთვნება:
ა) ობიექტის დათვალიერება და ობიექტზე არსებული შესაბამისი დანადგარების შემოწმება;
ბ) ნებისმიერი დოკუმენტაციის შემოწმება, რომელიც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისათვის;
გ) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული გამოკვლევისა და ექსპერტიზის ჩატარებისათვის სინჯების აღება და შესაბამისი გაზომვების შესრულება;
დ) სხვა ქმედებების განხორციელება, რომლებიც ემსახურება რეგულირების ობიექტის შემოწმების მიზნების შესრულებას;
ე) ასევე ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ქმედებები.
2. შემმოწმებელი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესის ნებისმიერი ასპექტი, მათ შორის:
ა) დაბინძურების თავიდან აცილების სისტემები და მასთან დაკავშირებული კონტროლისა და (ავარიული) შეტყობინების სისტემები;
ბ) სინჯების ასაღები მოწყობილობები.
3. მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულირების ობიექტის შემოწმების შესახებ ბრძანების ფარგლებში შემმოწმებელს შეუძლია კითხვების დასმა, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა. შემმოწმებელი უფლებამოსილია მოიძიოს და გამოავლინოს ყველა დოკუმენტი და ფაქტი, რომლებიც შემოწმების საგანს არსებითად უკავშირდება, მათ შორის, შემმოწმებელი უფლებამოსილია რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს:
ა) ინფორმაცია საწარმოო პროცესების შესახებ;
ბ) რეგულირების ობიექტის მიერ მიღებული ნედლეულისა და მასალების შესყიდვის და რეალიზაციის დოკუმენტები, ბუნებრივი რესურსების წარმოშობის ან/და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე ბუნებრივი რესურსებისა და წარმოებული პროდუქციის შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტები;
გ) დოკუმენტაცია სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების შესახებ, ასევე ნარჩენების გადამუშავებისა და განთავსების შესახებ;
დ) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების, ჩამდინარე წყლების ჩაშვების და მონიტორინგის სხვა მონაცემები, რომელთა აღრიცხვის ვალდებულებაც განსაზღვრულია გაცემული ნებართვით ან გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით;
ე) წლიური ან სხვა ანგარიშები;
ვ) საოპერაციო ჩანაწერები;
ზ) გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების გეგმები, მათ შორის, ბუნებათსარგებლობის სფეროში შესაბამისი მართვის გეგმები;
თ) საინჟინრო დოკუმენტაცია (მაგ.
, საწარმოს ტექნიკური სქემები);
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
4. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების დროს შემმოწმებელი უფლებამოსილია, საწარმოს ტექნოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, შესაბამის გონივრულ ვადებში, რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს საწარმოს სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა ან შეჩერება.
5. ინსპექტირების განხორციელების პროცესში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს საწარმოს ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით ინსპექტირების ჩატარება შეუძლებელია. აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციების შექმნა.
6. საჭიროების შემთხვევაში რეგულირების ობიექტის შემოწმებისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია რეგულირების ობიექტს მოსთხოვოს ან მისცეს შესაბამისი მითითებები დარღვევათა აღმოსაფხვრელი სავალდებულო ღონისძიებების გატარებისთვის.
მუხლი 19🔗. ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება
ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება უნდა განხორციელდეს მოქმედი წესების შესაბამისად.
მუხლი 20🔗. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი
1. ინსპექტირების პროცესში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს
თანამშრომელს უფლება აქვს აწარმოოს რეგულირების ობიექტის საწარმოო და ტექნოლოგიური პროცესების, მისი საქმიანობის (მაგ., ნარჩენების გადამუშავების, განთავსების ან შენახვის ადგილები, ჰაერის დაბინძურებისაგან დამცავი
მოწყობილობები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები/დანადგარები და ა.შ.), ასევე გამოვლენილ დარღვევათა ამსახველი ფოტო/ვიდეომასალის გადაღება.
2. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება,
როგორც ვიზუალური მტკიცებულება ობიექტზე არსებული სიტუაციის
ობიექტურად აღწერისათვის, ასევე როგორც მტკიცებულებები რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობით სფეროში მოქმედ საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.
3. ფოტო/ვიდეომასალა წარმოადგენს იმ ქმედებათა ამსახველ დოკუმენტს, რომელთ
აც შეისწავლიან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები
ინსპექტირების პროცესში,
და წარმოადგენს მტკიცებულებას რეგულირების
ობიექტის საქმიანობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედ საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად.
4. ინსპექტირების პროცესში გადაღებული ფოტოები და ვიდეოჩანაწერი ობიექტურად უნდა ასახავდეს მდგომარეობას ინსპექტირების მომენტში. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებული
უნდა იქნე
ს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან შემმოწმებელი აფიქსირებს ამ ინფორმაციას სხვა საშუალებებით.
5. რეგულირების ობიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული პროცესების ან ოპერაციების ფოტო/ვიდეოგადაღების შეზღუდვა და კონფიდენციალურობა, რაც შესაბამისი დასაბუთებით შემოწმების დაწყებისას
უნდა ეცნობოს შემ
მოწმებელს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული მოთხოვნა არ აჩერებს ინსპექტირების პროცესში ფოტო/ვიდეოგადაღების განხორციელებას, ხოლო ინსპექტირების დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის,
ფოტოსურათების, ვიდეოკადრების) კონფიდენციალურად შენახვის თაობაზე რეგულირების ობიექტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა განიხილება და შეფასდება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის
მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 21🔗. ახსნა-განმარტება
1. ინსპექტირების პროცესში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს
შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ჩამოართვას ახსნა-განმარტება რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს, ასევე პირებს, რომლებიც რეგულირების ობიექტის სახელით მონაწილეობენ შემოწმებაში ან ობიექტის სხვა თანამშრომლებს ობიექტის განვლილი
და მიმდინარე საქმიანობის შესახებ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში.
2. იმ პირისათვის, რომელსაც არ შეუძლია ახსნა-განმარტება მისცეს ქართულ ენაზე, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს თარჯიმნის მეშვეობით.
მუხლი 22🔗. მტკიცებულებები ინსპექტირების პროცესში
1. ინსპექტირების პროცესში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს
შესაბამისი თანამშრომლები
უფლებამოსილი არიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში დარღვევის გამოვლენის დროს განახორციელონ იმ
ნივთებისა
და დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმევა, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს,
ან მტკიცებულებებს.
2. შემმოწმებელმა დოკუმენტის სახით არსებული მტკიცებულება უნდა მოიპოვოს შემდეგის გათვალისწინებით:
ა) ქაღალდის ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში შემოწმებული
და შესწავლილი
უნდა იქნეს მათი ორიგინალები (მათი არსებობისას), ხოლო თუ ასლის გადაღებაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს შემმოწმებლის მეთვალყურეობით;
ბ) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაბეჭდი ან ასლები შემმოწმებლის მეთვალყურეობით.
3. შემმოწმებელს უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამოწმება რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით (მისი არსებობისას).
4. შემმოწმებლები მოვალენი არიან დაიცვან მოპოვებული მტკიცებულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IV
ქმედებები ინსპექტირების დასრულებისას
მუხლი 23🔗. ინსპექტირების აქტი
1. რეგულირების ობიექტის (გარდა სატრანსპორტო, მათ შორის,
მცურავი საშუალებების) დათვალიერების
დამთავრების შემდეგ ბუნებრივი რესურსების
სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი (დანართი
№2)
, რომელშიც აისახება დათვალიერებისას
განხორციელებული ქმედებების შედეგები.
2.
რეგულირების ობიექტის შემოწმების დამთავრების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი (დანართი
№1)
, რომელშიც აისახება შემოწმებისას
განხორციელებული ქმედებების შედეგები.
3
. თუ ინსპექტირების აქტში ფიქსირდება შემოწმების
მონაწილე სხვა სუბიექტების დასკვნებიც, აღნიშნული დასკვნები თან ერთვის აქტს.
4
. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს ბარდება
ინსპექტირების აქტის მეორე ეგზემპლარი
.
5
. რეგულირების ობიექტის მხრიდან ინსპექტირების აქტის მიღებაზე (ხელმოწერაზე)
უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს წარადგინოს აქტისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები აქტის შინაარსთან დაკავშირებით,
აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერასა
და გაცნობაზე უარის თქმის მოტივები.
6
. ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ეგზავნება რეგულირების ობიექტს, რის თაობაზეც საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი ან გამოიყენება ამ მუხლის მე‑9 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები.
7
. რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის მიერ შესაბამისი
ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.
8
. ინსპექტირების ხასიათიდან, მოცულობიდან და ხანგრ
ძლივობიდან გამომდინარე, ინსპექტირების პროცესში განხორციელებული ქმედებების, ინსპექტირების შედეგების, მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით შესაძლებელია შემმოწმებე
ლმა
შეა
დგი
ნო
ს საველე აქტი, რომელიც შემოწმების დასრულების შემდეგ აისახება ინსპექტირების შესაბამის აქტში, დაერთვის მას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
9
. საველე აქტი შესაძლებელია შედგეს რეგულირების ობიექტების დათვალიერების
ას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, როდესაც დამრღვევი უცნობია ან სხვა შემთხვევებში მოპოვებული მტკიცებულების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით.
10
. თუ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს
მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება რეგულირების ობიექტისთვის შემოწმების შესახებ
სამართლებრივი აქტის,
ინსპექტირების აქტის, ადმინისტრაციული
მიწერილობის
გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით) ან იგი უარს აცხადებს მის ხელ
მოწერაზე ან ჩაბარებაზე, გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება შესაბამის სამართლებრივ აქტში,
ინსპექტირების აქტში ან ადმინისტრაციულ
მიწერილობაში მითითებული რეგულირების ობიექტის ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) რეგულირების ობიექტის საინფორმაციო დაფა;
ბ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა;
გ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
მუხლი 24🔗. რეგულირების ობიექტების ინსპექტირების შედეგები
1
. ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შედეგების შეჯამებისას რეგულირების ობიექტის საქმიანობაში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის შედგენა. რეგულირების ობიექტის ინსპექტირებისას
, როდესაც ზოგიერთი მოთხოვნის
შესრულების შემოწმება დაკავშირებულია ლაბორატორიული ანალიზების შედეგებთან ან სხვა ობიექტურ გარემოებებთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის შედგენა ხორციელდება საქმის ყველა მასალის გამოკვლევისა და დარღვევების გამოვლენის შემდეგ.
2
. თუ რეგულირების ობიექტის მიერ ჩადენილი ქმედებით ზიანი მიადგა გარემოს, კანონმდებლობით დადგენილი
წესით განისაზღვრება (გამოანგარიშდება) გარემოსა
თვის მიყენებული ზიანი. გარემოსა
თვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება (გამოანგარიშდება) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს
უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ.
მუხლი 25🔗. რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე
1. ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამოვლენისას დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება მათზე რეაგირების ზომების გამოყენების თაობაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის
სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქმის სხვა მასალებთან (მათ შორის,
კანონმდებლობით დადგენილი
წესით განსაზღვრული გარემოსა
თვის მიყენებული ზიანი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის სახდელთან ერთად რეგულირების ობიექტებისა
თვის დაკისრების მიზნით) ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (ან შესაბამის თანამდებობის პირს), ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება გარემოსა
თვის მიყენებული ზიანის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად დამრღვევი რეგულირების ობიექტებისა
თვის დაკისრება, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ
ხორციელდება შესაბამისი სამოქალაქო სარჩელის მომზადება სასამართლოში წარსადგენად.
3. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და საქმის სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შესაბამის
საგამოძიებო ორგანოებს.
4.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით რეგულირების ობიექტების მიმართ მუშავდება
ადმინისტრაციული მიწერილობა
(დანართი №3
).
ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (მათ შორის, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მიერ განსაზღვრული პირი)
ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, ხოლო გადაუდებლობის
შემთხვევებში,
ინსპექტირების განხორციელების პროცესში ადმინისტრაციულ
მიწერილობას
ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციული
მიწერილობა წარედგინება (ბარდება) ან ეგზავნება რეგულირების ობიექტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ამ წესის 23‑ე მუხლის მე‑9 პუნქტის შესაბამისად.
5. დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება და რეგულირების ობიექტებისა
თვის წარდგენა, რომლის შეუსრულებლობაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად იწვევს რეგულირების ობიექტებისა
თვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებას, საქმის გარემოებებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ძირითადად ხორციელდება ჩადენილი დარღვევის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოცემისა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ინსპექტირების პროცესში წარდგენილი მიწერილობისა.
6. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს
მიერ ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება
გაიცეს
ყველა რეგულირების ობიექტის მიმართ.
7
. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვებით
გათვალისწინებული პირობების შეუ
სრულებლობის გამოვლენისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემ
თხვევაში,
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე,
ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.
მუხლი 26🔗. ინსპექტირების ჩატარების ზოგადი მოთხოვნები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში
1. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს
მიერ საქართველოს საზღვაო წყლებში გემსა
და სხვა მცურავ საშუალებაზე რეგულირების ობიექტების
შემოწმების განხორციელებისას გამოიყენება სპეციალური ვიმპელი.
2. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს
უფლებამოსილი თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე, რეგულირების ობიექტი ვალდებულია უზრუნველყოს რეგულირების ობიექტის
შემოწმების დაწყებამდე ვიმპელის მცურავ საშუალებაზე აღმართვა.
მუხლი 27🔗. რეგულირების ობიექტის უფლებები ინსპექტირების პროცესში
რეგულირების ობიექტს უფლება აქვს:
ა) ინსპექტირების პროცესში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელს მოსთხოვოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ხოლო შემოწმების ჩატარებისას – დამატებით ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გააკეთოს შესაბამისი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ამ შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი;
გ) ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლის ქმედება ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
მუხლი 28🔗. რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები
1. რეგულირების ობიექტი ვალდებულია:
ა) დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში წარუდგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიში;
ბ) ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელს კანონიერი ქმედებების განხორციელებისას, ამასთან, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელს ყველა საჭირო ინფორმაცია (იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე), ასევე აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები და შეასრულოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობები;
გ) თავის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიის ან ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციის ან მათი საფრთხის არსებობის შესახებ დროულად აცნობოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ან/და სხვა დაინტერესებულ უწყებებს;
დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია მისამართის, საწარმოს შემთხვევაში – იურიდიული მისამართის, საქმიანობის ადგილის, საქმიანობის სფეროს, შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ხელმძღვანელის) და კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
ე) განახორციელოს მის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის აღდგენის (პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში დაბრუნების) ღონისძიებები, რაც შესაძლებელია მიღებული შედეგების შესაბამისად გათვალისწინებულ იქნეს მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას;
ვ) ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წარუდგინოს მის მიერ შესაბამისი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისას სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის განსაზღვრული, კონკრეტული საქმიანობისთვის აუცილებელი პირობებისა და მათი გონივრულ ვადაში განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია (დოკუმენტაცია) შესრულებისთანავე (მისთვის მიცემული დროის ამოწურვიდან დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში);
ზ) შეასრულოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგე
ბლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
2
. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯები
, რომელთა საფუძველზეც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით
ანაზღაურება
ს დამრღვევი რეგულირების ობიექტის
(გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) მიერ
.
მუხლი 29🔗. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი V
პატრულირება პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით
მუხლი 30🔗. პატრულირების ფორმები
1. პატრულირება ხორციელდება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლ(ებ)ის მიერ.
2. პატრულირება ხორციელდება ღია მეთოდით – სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების მქონე ავტომანქანით ან/და მცურავი საშუალებით.
3. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პატრულირება შესაძლოა განხორციელდეს ავტომანქანით, რომელსაც არ აქვს განმასხვავებელი ნიშნები.
4. პატრულირება შეიძლება განხორციელდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს:
ა) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე და ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სახერხი საამქროებისაკენ (სახერხებისაკენ) მისასვლელ საავტომობილო გზებზე;
ბ) წიაღის მოპოვების ადგილების მიმდებარე და მისასვლელ გზებზე;
გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბინადრობის (მათ შორის, ტბების, მდინარეების, წყალსაცავების და ა.შ.) ან მათ მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე;
დ) სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მომეტებული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დარღვევების ჩადენის ადგილებში;
ე) სხვა ტერიტორიებზე.
5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელს უნდა ეცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელი და ჰქონდეს:
ა) სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ხოლო ავტომანქანის მართვის შემთხვევაში – ავტომობილის მართვის მოწმობა;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი (მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში);
გ) ფიზიკური იძულების სპეციალური საშუალებები და სხვა აღჭურვილობა;
დ) ოქმები, აქტების ბლანკები, სხვა საჭირო დოკუმენტები და ნივთები.
მუხლი 31🔗. პატრულირებისას ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლის უფლება-მოვალეობები
1. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს რეგულირების ობიექტს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამართალდამრღვევ პირს) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები, ხოლო ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
ბ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დანაშაულის ან ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენის შესახებ, ასევე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები;
გ) განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები.
2. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას რეგულირების ობიექტის, მოქალაქის კანონიერი უფლებები, შეზღუდოს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში, მათი უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, წარუდგეს მათ, დაასახელოს თავისი თანამდებობა, სახელი, გვარი და განუმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი;
ბ) მოითხოვოს რეგულირების ობიექტისაგან მხოლოდ ის დოკუმენტაცია, რაც არსობრივად დაკავშირებულია ობიექტურობის დადგენასთან;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოსალოდნელი ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები მის თავიდან ასაცილებლად ან შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად;
დ
) დააკავოს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წარმოადგენს გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევის იარაღს,
და მისი მძღოლი.
მუხლი 32🔗. პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები
1. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელი სატრანსპორტო საშუალებას აჩერებს:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი დარღვევის აღსაკვეთად;
ბ) სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსების მონაცემების შემოწმების მიზნით;
გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, წარმოშობის ან კანონიერების დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების, ასევე სპეციალური ფირნიშების დათვალიერების მიზნით;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით ან ხელით გამოხატული ჟესტით. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისათვის, ხოლო გაჩერების მოთხოვნა მიეცეს დროულად, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა არ მიმართონ იძულებით მანევრირებას და დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.
3. სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლის მოთხოვნისთანავე გააჩეროს ავტომანქანა მოძრაობისათვის უსაფრთხო ადგილას, დაუმორჩილებლობა ან უფლება-მოვალეობების განხორციელებაში ხელის შეშლა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დაუყოვნებლივ მივიდეს მძღოლთან.
5. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელი და გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი საქმის განხილვის მიზნით გზის სავალი ნაწილიდან უნდა გადავიდნენ გვერდულზე.
6. როცა სატრანსპორტო საშუალების გზაზე დგომა დაბრკოლებას უქმნის საგზაო მოძრაობას ან საშიშია მძღოლის ან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლის უსაფრთხოებისათვის, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ღონისძიებების გატარებისათვის გადაყვანილ იქნეს მიმდებარე, უსაფრთხო ტერიტორიაზე.
7. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელს ოქმის ან სხვა დოკუმენტის შესადგენად, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია შევიდეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ შენობაში.
8. აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევების გარდა, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება შეზღუდული ხილვადობის მქონე საავტომობილო გზებზე, მოსახვევთან, უშუალოდ აღმართის მწვერვალის წინ ან მის შემდეგ, გზაჯვარედინების, გადასასვლელების, რკინიგზის გადასასვლელების წინ და სხვა სახიფათო ადგილებში.
მუხლი 33🔗. ზოგადი მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას
1. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელს ეკრძალება:
ა) შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალების სალონში ჩაჯდომა, გარდა ამ წესით და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალებასთან მაშუქების მხრიდან მისვლა.
2. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლებს ეკრძალებათ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება, აგრეთვე:
ა) ამ სატრანსპორტო საშუალებით უცხო პირთა გადაყვანა და მათი ტვირთის გადაზიდვა;
ბ) დაკავებული პირების სატრანსპორტო საშუალებაში უმეთვალყურეოდ დატოვება;
გ) დადგენილი სამუშაო რეჟიმის თვითნებური შეცვლა.
3. შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას დანაყოფის თანამშრომელი პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია:
ა) სატრანსპორტო საშუალებას მიუახლოვდეს უკანა მხრიდან, მძღოლის კარის მიმართულებით;
ბ) სატრანსპორტო საშუალებასთან შეჩერდეს ისეთ მანძილზე, რომ არ მიიღოს დაზიანება ან ტრავმა მოძრაობის მოულოდნელი დაწყებისას;
გ) მოსთხოვოს მძღოლს ძრავის გამორთვა;
დ) შებინდებისას ან ღამით მოსთხოვოს მძღოლს ჩართოს სალონის განათება.
მუხლი 34🔗. რეაგირება დარღვევის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე
1. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელმა დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შეძლებისდაგვარად უნდა გამოარკვიოს:
ა) შემტყობინებლის ვინაობა;
ბ) დარღვევის ნიშნები;
გ) დარღვევის ჩამდენი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, მისი (მათი) გარეგნული ნიშნები;
დ) დარღვევის თვითმხილველები, აგრეთვე რა არის ცნობილი მათთვის;
ე) სხვა საჭირო ინფორმაცია.
2. დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით გაქცევის დროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით განახორციელოს დევნა მის დასაკავებლად; მისი გამოდევნებისას ასევე ვალდებულია:
ა) შეატყობინოს უშუალო უფროსს სამართალდამრღვევი პირის გაქცევის, მისი გამოდევნების, მისი ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების შესახებ;
ბ) ჩართოს ხმოვანი სიგნალები, საჭიროების შემთხვევაში გააფრთხილოს მოძრაობის სხვა მონაწილეები, იყვნენ ყურადღებით და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები;
გ) ასევე საჭიროების მიზნით დახმარებისთვის მიმართოს საპატრულო პოლიციას.
3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი დარღვევის ფაქტის გამოვლენისას ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
ა) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები დარღვევის აღსაკვეთად;
ბ) დარღვევის ჩამდენი პირის გაქცევისას მოაწყოს დევნა მის დასაკავებლად;
გ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შესახებ შეატყობინოს უშუალო უფროსს და აცნობოს მის მიერ მიღებული ცნობების, გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ;
დ) დაადგინოს დარღვევის თვითმხილველები;
ე) ჩაატაროს მოქმედებები მტკიცებულებების დაცვის ან/და ჩამორთმევის (ან ამოღების) მიზნით;
ვ) საჭიროების შემთხვევაში გააკეთოს ჩანაწერი, მათ შორის,
ფოტოები და ვიდეოჩანაწერი იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც შეიძლება დროის განმავლობაში შეიცვალოს ან გაქრეს;
ზ) დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში არკვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სავარაუდო მიმართულებას, მის მარკას, ტიპს, სანომრე ნიშანს, ტვირთის სახეობას, სხვა განსაკუთრებულ ნიშნებს. დარღვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის შესახებ თვითმხილველებისგან მიღებულ მონაცემებს დახმარების მიზნით დაუყოვნებლივ გადასცემს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სხვა შესაბამის თანამშრომლებს, ასევე დახმარების მიზნით მიმართავს საპატრულო პოლიციას.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსით დადგენილ ფარგლებში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
5. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელი პატრულირების დამთავრების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ აცნობებს უშუალო ან ზემდგომ უფროსს.
მუხლი 35🔗. ღამის საათებში პატრულირების განხორციელების ზოგადი მოთხოვნები
1. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელმა:
ა) ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებათა გასაჩერებლად უნდა გამოიყენოს სავალი ნაწილის შედარებით განათებული უბანი, თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს, გამოიყენება სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების მაშუქები. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომელი უნდა მოერიდოს სამართალდარღვევის განხილვას გზის სავალ ნაწილზე, თუ ეს აბრკოლებს ტრანსპორტის მოძრაობას ან საფრთხეს უქმნის მას;
ბ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების დროს აუცილებლად უნდა ჩართოს სპეციალური მაშუქი მოწყობილობა. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალება ყველა შემთხვევაში ჩერდება შესამოწმებელი სატ რანსპორტო საშუალების უკან და მზად უნდა იყოს გაჩერებული ავტომანქანის შესაძლო მოულოდნელი მანევრის აღსაკვეთად;
გ) დოკუმენტების შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების დროს უნდა შეარჩიოს მძღოლთან, აგრეთვე მძღოლთან მყოფ პირებთან დგომის უსაფრთხო მანძილი, ასევე თვალყური ადევნოს სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომ სხვა მგზავრებს.
2. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა აღმოჩენის შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლები იკავებენ ისეთ პოზიციას, რომელიც მათ მისცემს ურთიერთდაზღვევის საშუალებას.
დანართი №1
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ბუნებრივი რესურსების სააგენტო
შემოწმების შესახებ
ინსპექტირების აქტი N000000
___________________________________ ____________________________
(აქტის შედგენის ადგილი) (თარიღი)
_____________________________________________________________________________________________
(რეგულირების ობიექტის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომერი,
____________________________________________________________________________________________
ობიექტის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის, ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, მისამართი, რეგულირების
____________________________________________________________________________________________
ობიექტის წარმომადგენლობის დამადასტურებელი რეკვიზიტები)
__________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები შეამოწმა _______________________________
____________________________________________________________________________________________
(შემმოწმებლ(ებ)ის თანამდებობა, გვარი, სახელი)
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
შემოწმების ჩატარების საფუძველი ________________________________________________________
(ბრძანება – რეგულირების ობიექტის შემოწმების შესახებ ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი)
__________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
შემოწმებაში მონაწილეობა მიიღეს ___________________________________________________________
(შემოწმებაში მონაწილეთა
_____________________________________________________________________________________________
გვარი, სახელი, თანამდებობა – მისი არსებობისას)
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
შესამოწმებელი ობიექტის საქმიანობის ძირითადი მონაცემები _________________________________
(როდიდან მოქმედებს, გამოყენებული ნედლეული,
____________________________________________________________________________________________
წარმოებული პროდუქცია, საპროექტო და ფაქტობრივი სიმძლავრე, გარემოს დამაბინძურებელი უბნები და
____________________________________________________________________________________________
მათი მდგომარეობის მოკლე დახასიათება, ტექნოლოგიური პროცესის მოკლე აღწერა და ა.შ.)
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
გამოვლენილი ნაკლოვანებები და დარღვევები __________________________________________________
(დარღვევათა სრული ჩამონათვალი არსებობის შემთხვევაში)
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
მიწერილობებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა ______________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
ობიექტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება ________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
აქტს თან ერთვის დანართი: ________________________________________________
__________________________________ ____________________________
(ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერა) (აქტის შემდგენლის ხელმოწერა)
მონაწილეთა ხელმოწერა:
______________________ ________________________
______________________ ________________________
დანართი #2
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ბუნებრივი რესურსების სააგენტო
დათვალიერების შესახებ
ინსპექტირების აქტი N000000
________________________________ ______________________________
(აქტის შედგენის ადგილი) (თარიღი)
____________________________________________________________________________________________
(რეგულირების ობიექტის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომერი,
_____________________________________________________________________________________________
ასევე ობიექტის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის, ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, მისამართი, რეგულირების
_____________________________________________________________________________________________
ობიექტის წარმომადგენლობის დამადასტურებელი რეკვიზიტები)
____________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
დათვალიერება განახორციელა ______________________________________________________________
(გვარი, სახელი,
თანამდებობა)
___________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
მონაწილეობა მიიღეს _______________________________________________________________________
(დათვალიერებაში მონაწილეთა
_____________________________________________________________________________________________
გვარი, სახელი, თანამდებობა – მისი არსებობისას)
_______________________________________________________________________________________
რეგულირების ობიექტის საქმიანობის ძირითადი მონაცემები ___________________________________
________________________________________________________________________________________________________________
(როდიდან მოქმედებს, რა ნედლეულს იყენებს, რა პროდუქციას აწარმოებს, საპროექტო
____________________________________________________________________________________________
და ფაქტობრივი სიმძლავრე და ა.შ.)
_____________________________________________________________________________________________
მოპოვებული ინფორმაცია ან/და გამოვლენილი დარღვევები ____________________________________
___________________________________________________________________________________________
(რა ინფორმაცია იქნა მოპოვებული დათვალიერების განხორციელებისას, ხოლო დარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში –
_______________________________________________________________________________________
სრული ჩამონათვალი)
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
რეგულირების ობიექტის (პასუხისმგებელი პირის) ახსნა-განმარტება ______________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
აქტს თან ერთვის დანართი: __________________________________________
___________________________________ ____________________________________
(ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერა) (აქტის შემდგენლის ხელმოწერა)
მონაწილეთა ხელმოწერა:
______________________ ________________________
______________________ ________________________
______________________ _______________________
დანართი
#
3
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ბუნებრივი რესურსების სააგენტო
ადმინისტრაციული მიწერილობა
№ 000000
„___“ _________ 20 ___ წ. _________________________
(შედგენის ადგილი)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების შესახებ
_____________________________________________________________________________
(ადმინისტრაციული მიწერილობის გამცემი ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი)
_____________________________________________________________________________
ადმინისტრაციული მიწერილობის ობიექტი: ___________________________________
(ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი,
_____________________________________________________________________________
საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული
_____________________________________________________________________________
მისამართი)
_____________________________________________________________________________
დარღვევები, რომლებზეც გაიცემა ადმინისტრაციული მიწერილობა:
_____________________________________________________________________________
(დარღვევების ჩამონათვალი, რომლებზეც გაიცემა მიწერილობა)
_____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
გასატარებელი ღონისძიებები: __________________________________________________________
_____________________________________________________________________________
(დავალების არსი, საჭიროების შემთხვევაში, შესრულების ვადები)
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
თან ერთვის დანართი: __________________________________________________________________
(დანართის №, გვერდების რ-ბა, დანართების არარსებობის შემთხვევაში დაისმევა z)
პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში:
____________________________________________________________________________________________
(კანონის მუხლ(ებ)ი, შესაბამისი პუნქტი ან ნაწილი, ქვეპუნქტი)
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
მიწერილობის გამცემი თანამდებობის პირი: _____________________________________________
____________________________________________________________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
_____________________________________________________________________________________________
თანამდებობის პირის ხელმოწერა: _________________________________________
ადმინისტრაციული მიწერილობის მიმღები (ივსება პირდაპირი ჩაბარების შემთხვევაში): ________________________________________________________________________________________________
(რეგულირების ობიექტის წარმომადგენელი პირი, მისი ხელმოწერა და თარიღი)