⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.11.2014)
გაუქმებულია:

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.08.2011
ძალის დაკარგვა 18.11.2014
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.118.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110815004, 17/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,739 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.08.2011 მიღება
18.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (13)
კანდიდატის სახელი და გვარი
უცხო ენები უცხო ენების ცოდნა
ინგლისური ‘ სუსტად
რუსული ‘ სუსტად
ფრანგული ‘ სუსტად
გერმანული ‘ სუსტად
სხვა (მიუთითეთ რომელი) ‘ სუსტად
პროგრამები პროგრამების ცოდნის დონე
PC Microsoft Office ‘ სუსტად
Windows ‘ სუსტად
Internet Explorer ‘ სუსტად
Photoshop ‘ სუსტად
სუსტად განვითარებული საშუალოდ განვითარებული
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 28.3pt 56.7pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 31 2011 წლის 11 აგვისტო ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესი. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე     ნ. ბურდილაძე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი1. გამოყენების სფერო ეს წესი შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების და კანდიდატი შერჩევის მიზნით სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის გამოვლენის წესს.     მუხლი 2🔗. კონკურსის ჩატარების პრინციპები კონკურსი ტარდება ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. თავი II საკონკურსო კომისია     მუხლი 3🔗. მიზნები და ამოცანები 1. ამ წესის მიზნებისათვის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის( შემდგომში – კომისია) მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კომისიის ამოცანებია კანდიდატის პროფესიული დონის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციის შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.     მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავას საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგლე.     მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.     მუხლი 6🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვე­ვაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელ­საც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. თავი III კონკურსი     მუხლი 7🔗. კონკურსისი გამოცხადება 1. საჯარო კონკურსს ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 2. შეტყობინება კონკურსის ჩატარების თაობაზე ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით და ქვეყნდება შესაბამის ბეჭდვით ორგანოში. 3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს ონის მუნიციპალიტეტი. 4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას; ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ მოვალეობებს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას; ვ) კომისიის მისამართს.     მუხლი 8🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები 1.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს: ა) განცხადება კომისიის სახელზე; ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №1) (რომელიც შეიცავს კანდიდატის Curriculum Vitae (CV)-ს); გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4); ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის დოკუმენტები (მოთხოვნის შემთხვევაში). 2. კანდიდატებს საბუთების წარდგენისთვის ეძლევათ 2-კვირიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 9🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. 2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. თავი IV კონკურსის ჩატარების პროცედურა     მუხლი 10🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია. 2. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 3. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 4. კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არა უადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან. 5.კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 6. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო.     მუხლი 11🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების და ასევე პროფესიულ ტესტს. 2. ტესტის ფორმას,შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს და ამტკიცებს კომისია. 3. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა. (მინიმალური ზღვარი)     მუხლი 12🔗. გასაუბრება 1. კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. 3. თითოეული კანდიდატისათვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი. 4. კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატის პროფესიული უნარების შეფასების ფორმას (დანართი №2).     მუხლი 13🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია კანდიდატების გასუბრების ან/და ტესტირების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შეფასებისას მიღებულ ქულებს. აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს ღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. შეფასების საფუძველზე კომისია შესაბამის თანამდებობაზე წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.     მუხლი 14🔗. ჩაშლილი კონკურსი  კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისია უარს განაცხადებას თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.     მუხლი 15🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №1 ფოტოსურათი სააპლიკაციო ფორმა პირადი ინფორმაცია   სახელი და გვარი   დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი:   ოჯახური მდგომარეობა:   მისამართი რეგისტრაციის მიხედვით:   საცხოვრებელი (ფაქტობრივი) მისამართი:   სახლის ტელეფონი/მობილური:   პირდი მოწმობის №:   პირდი №, გაცემულია/გაცემის თარიღი:   სამხედრო სამსხურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება:   ელ-ფოსტა:   განათლება   № სასწავლებლის დასახელება სწავლების წლები ფაკულტეტი კვალიფიკაცია და დიპლომი № კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (ტრენინგები) № ტრენინგის დასახელება ტრენინგის ჩატარების ადგილი, პერიოდი ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული) რა სახის ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ უცხო ენები (მიუთითეთ რომელ უცხო ენებს ფლობთ და რა დონეზე)   უცხო ენები უცხო ენების ცოდნა   ინგლისური ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად   რუსული ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად   ფრანგული ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად   გერმანული ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად   სხვა (მიუთითეთ რომელი) ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად   დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ (ჯილდოები, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, მეცნიერული შრომები და გამოგონებები)   კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მიუთითეთ რომელი პროგრამები იცით)   პროგრამები პროგრამების ცოდნის დონე   PC Microsoft Office ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად   Windows ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად   Internet Explorer ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად   Photoshop ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად   სხვა (მიუთითეთ რომელი) ‘ სუსტად ‘ საშუალოდ ‘ კარგად ‘ ძალიან კარგად   შრომითი საქმიანობა /სტაჟირება (გთხოვთ, ჩამონათვალში გაითვალისწინოთ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში თანამდებობის შეცვლის პროცესიც და მიუთითოთ ამ შენაცვლების (დაწინაურება, დაქვეითება) მიზეზი. წარმოების და დაწესებულების დასახელება უნდა ჩაიწეროს ისე, როგორც ეწოდებოდა მოცემულ ორგანიზაციაში თქვენი მუშაობის პერიოდში). № ორგანიზაციის დასახელება თანამდებობა (ორგანიზაციის უწყების ჩვენებით) მუშაობის წლები სამუშაოდან წამოსვლის მიზეზი ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, თანახმა ვარ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია. შევსების თარიღი   _______________________ პირადი ხელმოწერა    ________________________ დანართი №2 კანდიდატთა შეფასების ფორმა პროფესიული უნარების მიხედვით ___________________________________ შესარჩევი კონკურსი (თანამდებობის დასახელება) № კანდიდატის სახელი და გვარი პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება შემფასებლის კომენტარი სუსტად განვითარებული საშუალოდ განვითარებული კარგად განვითარებული 1 2 3 4 5 შემფასებლის სახელი, გვარი:  ხელმოწერა: