„ანასეულის საკრედიტო კავშირის“, „მელაანის საკრედიტო კავშირის“, „ბაისუბმის საკრედიტო კავშირის“, „ალვანის საკრედიტო კავშირის“, „თეკლათის საკრედიტო კავშირის“ და „კახაბერის საკრედიტო კავშირის“ გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №644
2011 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
„ანასეულის საკრედიტო კავშირის“, „მელაანის საკრედიტო კავშირის“, „ბაისუბ ნ ის საკრედიტო კავშირის“, „ალვანის საკრედიტო კავშირის“, „თეკლათის საკრედიტო კავშირის“ და „კახაბერის საკრედიტო კავშირის“ გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. „ანასეულის საკრედიტო კავშირი“ (მისამართი: ოზურგეთის რაიონი, დაბა ანასეული), „მელაანის საკრედიტო კავშირი“ (მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფელი მელაანი), „ბაისუბნის საკრედიტო კავშირი“ (მისამართი: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ბაისუბანი), „ალვანის საკრედიტო კავშირი (მისამართი: ახმეტის რაიონი, სოფელი ალვანი), „თეკლათის საკრედიტო კავშირი“ (მისამართი: სენაკის რაიონი, სოფელი თეკლათი), და„კახაბერის საკრედიტო კავშირი“ (მისამართი: ჩოხატაურის რაიონი სოფელი კახაბერი)გამოცხდადდეს გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად.
2. „ანასეულის საკრედიტო კავშირის“, „მელაანის საკრედიტო კავშირის“, „ბაისუბნის საკრედიტო კავშირის, „ალვანის საკრედიტო კავშირის“, „თეკლათის საკრედიტო კავშირის“ და „კახაბერის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარ მურუსიძე (პირადი №60002004766) - საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით;
3. ამ განკარგულების გამოცემის დღიდან „ანასეულის საკრედიტო კავშირს“, „მელაანის საკრედიტო კავშირს“, „ბაისუბნის საკრედიტო კავშირს, „ალვანის საკრედიტო კავშირს“, „თეკლათის საკრედიტო კავშირს“ და „კახაბერის საკრედიტო კავშირს“ ეკრძალებათ ქონების მართვა და განკარგვა.
4. „ანასეულის საკრედიტო კავშირის“, „მელაანის საკრედიტო კავშირის“, „ბაისუბნის საკრედიტო კავშირის, „ალვანის საკრედიტო კავშირის“, „თეკლათის საკრედიტო კავშირის“ და „კახაბერის საკრედიტო კავშირის“ კრედიტორები ვალდებულნი არიან თავიანთი მოთხოვნები შესაბამისი ვალუტით თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით წარუდგინონ ლიკვიდატორს განკარგულების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საფუძველზე განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად.
5. ყველა ის პირი, რომელიც ფლობს „ანასეულის საკრედიტო კავშირის“, „მელაანის საკრედიტო კავშირის“, „ბაისუბნის საკრედიტო კავშირის, „ალვანის საკრედიტო კავშირის“, „თეკლათის საკრედიტო კავშირის“ და „კახაბერის საკრედიტო კავშირის“ საკრედიტო კავშირების ქონებას მიკუთვნებულ რაიმე ნივთს ან ვალდებულია მის მიმართ რისამე შესრულებისათვის, უნდა უზრუნველყოს ამ ნივთის დაბრუნება ან ვალდებულების შესრულება.
6. „ანასეულის საკრედიტო კავშირის“, „მელაანის საკრედიტო კავშირის“, „ბაისუბნის საკრედიტო კავშირის, „ალვანის საკრედიტო კავშირის“, „თეკლათის საკრედიტო კავშირის“ და „კახაბერის საკრედიტო კავშირისა“ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნას ამ განკარგულების გამოქვეყნებისთანავე.
7. დაევალოს ლიკვიდატორს მოიწვიოს კრედიტორთა კრება 2011 წლის 22 აგვისტოს.
8. განკარგულება გაეგზავნოს საქართველოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ინფორმაცია საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
9. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
10. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია