„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110816005, 18/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2011 წლის 11 აგვისტო

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილებაში (სსმ, 130111, 13.01/2011 წ.) შევიდეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ:

 1. დებულების მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, გამგებლის თანაშემწის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – (განყოფილებების) უფროსებისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

4. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციონალური მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

6. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან გამგებლის მიერ – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წარდგინებით.“.

2. დებულებას დაემატოს მუხლი 51

    „მუხლი 51. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები

1. იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას, მიღებული კორესპოდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, გამგეობის სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას, საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადო გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას, გამგებლის დავალებების შესრულების კონტროლს.

ბ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებისა და სხვა დოკუმენტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ სამართლებრივ გამართულობას, მუნიციპალიტეტის გამგეობის ინტერესების დაცვას სასამართლოში და სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, გამგებლის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას გამგეობის დებულების შესამაბისად;

გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

დ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.

2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას;

ბ) საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკური და სამეურნეო-კომუნალური კუთხით, ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული შენობების დაცვას; უზრუნველყოფს საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგების და სატელეფონო ქსელების გამართულ მუშაობას, სატრანსპორტო საშუალებების საწვავით მომარაგებასა და მოვლა-პატრონობას. საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკური მომსახურების, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

გ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას“.

3. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          დ. თოფურია