შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის ქართულ–ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიებისათვის ევროკავშირის სარეაბილიტაციო პროგრამის თაობაზე

მიღების თარიღი 18.09.1998
ძალაში შესვლა 19.09.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000224
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 29/10/1998
matsne.gov.ge 596 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.1998 მიღება
19.09.1998 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის ქართულ–ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიებისათვის ევროკავშირის სარეაბილიტაციო პროგრამის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის ქართულ–ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიებისათვის ევროკავშირის სარეაბილიტაციო პროგრამის თაობაზე სურთ რა დადონ შეთანხმება, რომლის მიზანს წარმოადგენს ქართულ–ოსური კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე (შემდგომში წოდებულ როგორც ტერიტორიები) ევროკავშირის სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი პროცედურების დადგენა, აღნიშნავენ რა, რომ ეს პროგრამა წარმოადგენს დახმარეაბს საქართველოსათვის ევროკავშირის გრანტის საფუძველზე ტერიტორიების რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის #2258/96 სარეაბილიტაციო წესების თანახმად, წინამდებარე შეთანხმების ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზნებია: – მხარი დაუჭიროს ქართულ–ოსური კონფლიქტის მხარეთა შერიგების პროცესს; – ხელი შეუწყოს სამოქალაქო კონფლიქტითა და სტიქიური უბედურებებით დაზარალებული ტერიტორიების რეაბილიტაციისა და სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების პროცესს; – მხარი დაუჭიროს ეკონომიკის აღორძინებას ტერიტორიებზე, აგრეთვე დარღვეული ეკონომიკური კავშირების აღდგენას; – ხელი შეუწყოს კონფლიქტის შედეგად ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობით დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. პროგრამა გაითვალისწინებს ტერიტორიებზე მცხოვრები ორივე ეთნიკური ჯგუფის ინტერესებს. – – – – – – – აკლია 2 გვერდი – ხელი შეუწყოს პროექტების განხორციელებას საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი ინფორმაციისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით; – დაიცვას გადაწყვეტილებები სატენდერო კომისიისა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეკონტრაქტორების შერჩევისათვის ევროკავშირის წესებისა და პროცედურების თანახმად; – მისცეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ უცხოელ და ადგილობრივ პერსონალს სარეაბილიტაციო ადგილებში დაუბრკოლებელი შეღწევის საშუალება; – საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სარეაბილიტაციო სამუშაოთა წარმოებისას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უცხოელი და ადგილობრივი პერსონალის სრული უსაფრთხოება და დაცვა; – უზრუნველყოს ევროკავშირის სახსრებით შეძენილი მასალებისა და აღჭურვილობის დაცვა ქურდობისა და დანაშაულებრივი დაზიანებისაგან; – შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე უზრუნველყოს ევროკავშირის სახსრებით შეძენილი აღჭურვილობის მოვლა–შენახვა; – შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე უზრუნველყოს, რათა ევროკავშირის სახსრებით შეძენილი აღჭურვილობა არ იქნეს გადაადგილებული ან გამოყენებული ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულისაგან განსხვავებული რაიმე მიზნით; – გაათავისუფლოს კონტრაქტები, ფიზიკური და იურიდიული პირები, უცხოელი პერსონალის ჩათვლით, რომლებიც ემსახურებიან ამ პროგრამის განხორციელებას და ფინანსდებიან ევროკავშირის გრანტიდან, გადასახადებისაგან საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის მიერ 1994 წლის 24 თებერვალს ხელმოწერილი ფინანსური მემორანდუმისათვის მოქმედი ზოგადი წესების შესაბამისად. 2.6. საბჭოს თავჯდომარე და წევრები განსაზღვრავენ საბჭოს სხდომების განრიგს. 2.7. საბჭოს მიერ პროექტების დამტკიცების შემდეგ “Hilfswerk”-ი გამოაცხადებს ტენდერს ევროკავშირის სტანდარტული პროცედურების თანახმად. საწარმოების შესარჩევად შექმნილ სატენდერო კომისიას უხელმძღვანელებს ევროკომისიას დელეგაცია საქართველოში. სატენდერო კომისიის წევრები იქნებიან საბჭოს წევრები ან მათ მიერ დანიშნული წარმომადგენლები და “Hilfswerk”–ის ტექნიკური პერსონალის არანაკლებ ორი წარმომადგენლისა. სატენდერო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა, ხოლო გადაწყვეტილების მიღება ტენდერთან დაკავშირებით ხდება ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. დამკვირვებლის სტატუსით სატენდერო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ეუთო–ს მისიის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს ოფისების წარმომადგენლები. სატენდერო კომისია შეარჩევს საწარმოებს ევროკავშირის მიერ დადგენილი ძირითადი წესების შესაბამისად და აცნობებს საბჭოს თავის გადაწყვეტილებებს. 3. დასკვნითი დებულებები 3.1. შეთანხმების ხელმომწერნი შეეცდებიან ზემოთჩამოთვლილ საკითხებზე სამხრეთ–ოსურ მხარესთან შეთანხმების მიღწევას. 3.2. შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია თბილისში 1998 წლის 18 სექტემბერს ორ ნამდვილ პირად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით ევროკომისიის სახელით