შპს "ახალი ხიბულის (ხიზელის) მეურნეობ"-ის პირველის აუქციონის ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110816011, 22/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი აცხადებს შპს „ახალი ხიბულის (ხიზელი) მეურნეობის“ სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონს. საწარმო ს სამეურვეო ქონება იყიდება პირველ აუქციონზე.

აუქციონი ჩატარდება 2011 წლის 5 სექტემბერს. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა (მონაწილემ) გაკოტრების მმართველის სახელზე უნდა წარმოადგინოს:

ა) განაცხადი;

ბ) სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, ბანკი რესპუბლიკა, ანგარიში №33050001, მფო 220101757; ბანკის კოდი: 204856263 ბეს თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი;

გ) განაცხადის შემტანი ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის ქსეროასლი (აუქციონის დღეს თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა); იურიდიული პირის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.

განაცხადის წარმომადგენლის მეშვეობით შეტანის შემთხვევაში წარმომადგენელი უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების.

მონაწილეს აუქციონში მონაწილეთა ჟურნალში რეგისტრაციისთანავე გადაეცემა აუქციონში მონაწილის ბილეთი და იღებს აუქციონის მონაწილის სტატუსს.

აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, ბანკი რესპუბლიკა, ანგარიში №33050001; მფო 220101757; ბანკის კოდი: 204856263 – ჩარიცხოს აუქციონზე მის მიერ დასახელებული თანხა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გაკოტრების მმართველს.

თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითრის) გაკოტრების მმართველთან წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. აუქციონში გამარჯვებულს მის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა ჩაეთვლება აუქციონზე დასახელებული თანხის ოდენობაში.

მონაწილეებს, რომლებმაც ვერ შეიძინეს აუქციონზე ქონება – ბეს თანხა დაუბრუნდებათ.

თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების შესაძენად აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას, მასთან არ გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გადახდილი ბე არ დაუბრუნდება.

ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მიმართოს აუქციონის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.

გასაყიდ ქონებასთან დაკავშირებით ინფ ო რმაციის მიღება შესაძლებელია 10 სთ-იდან 18 სთ-მდე, კვირის გარდა, საკონტაქტო ტელ.: 555114213.

აუქციონი გაიმართება 2011 წლის 5 სექტემბერს 14 საათზე. მის.: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №243; (არბიტრაჟისა და ადვოკატურის ოფისში მე-2 სართულზე)

სარეალიზაციოდ გამოტანილი იქნება შპს „ახალი ხიბულის (ხიზელის) მეურნეობის“ (მის.: ხობის რ/ნ სოფ. ახალი ხიბულა) სამეურვეო ქონება:

ქარსაფარი ზოლი 28.81 ჰა, ღირებულებით 53 220 ლარი.

არხები 5.59 ჰა (სადრენაჟო ქსელები და სფერული კვლები) ღირებულებით 88 965 ლარი.

რკინის ღობე, ღირებულებით 170 ლარი.

 

გაკოტრების მმართველი                . ხუხია