,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურისმუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2011 წლის 16 აგვისტო
ქ. ხაშური
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილებაში (სსმ, 01.04.2011) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე;
ბ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001 - 150 000 ქულის ფარგლებშია.
2. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან გამგეობას უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (ავადმყოფის) პირადობის (ბავშვის შემთხვევაში – დაბადების ) მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV-100/ა);
დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).
3. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული მკურნალობის (მ.შ. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები) ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 და 73 მუხლები:
,,მუხლი 72. ფენილკეტონურიით დაავადებული პირების დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე და ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის აუცილებელი ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების (ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ.) ღირებულების თანადაფინანსებას – არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის ( დაბადების) მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე) ბავშვთა რესპუბლიკური (ცენტრალური) საავადმყოფოს გენეტიკური ცენტრის (ექიმი-დიეტოლოგი) დანიშნულება-რეკომენდაცია საჭირო ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ასორტიმენტისა და რაოდენობის შესახებ;
ვ) სპეციალიზებული მომწოდებელი ორგანიზაციის ანგარიში დანიშნული ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ღირებულების შესახებ.
მუხლი 73. ხელმოკლე მოსწავლეების დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII - XII კლასების:
ა) დედ-მამით ობოლ მოსწავლეებზე;
ბ) მოსწავლეებზე, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 001-70 000 ქულის ფარგლებშია.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოსწავლეებს დახმარება გაეწევათ სასკოლო სახელმძღვანელოების ღირებულების /100 ლარის ფარგლებში/ დაფინანსების სახით.
3. სასკოლო სახელმძღვანელოების ღირებულების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს უნდა წარედგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის განაცხადი, რომელსაც დაერთვის:
ა) მუნიციპალიტეტის თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში რიცხული ობოლი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დამოწმებული პერსონალური სია;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან –პერსონალურ სიაში რიცხული თვითოეული მოსწავლის ოჯახის მიხედვით;
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსწავლეების კონტი ნ გენტის მიხედვით თანხები ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ანგარიშზე. სკოლის დირექციები უზრუნველყოფენ სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენას, დანიშნულებით გაცემას და ჩარიცხული თანხების მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენენ მუნიციპალიტეტის გამგეობას.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დახმარების თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით:
ა) ამ წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, 71, 72, 73, მე-8, მე-9, მე-10, მე-12, მე-14 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის საფუძველზე;
ბ) ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – ფართომასშტაბიანი სტიქიისას – სტიქიით მიყენებული ზარალის დამდგენი მუნიციპალური კომისიის დასკვნის, ხოლო ლოკალური შემთხვევებისას – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
2. დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით – ამ წესის პირველი და მე-2 მუხლებით, აგრეთვე, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-7 და მე-71 მუხლებით გათვალიწინებული დახმარების შემთხვევებში – შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების, ამ წესის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – სააფთიაქო დაწესებულების, ამ წესის 72 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მომწოდებელი ორგანიზაციის, ამ წესის 73 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასკოლო დაწესებულების, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – უმაღლესი სასწავლებლის, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე მისი გადარიცხვის გზით.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 მუხლი:
,,მუხლი 20. დასკვნითი დებულებები
ამ წესის მე-11 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მომხდარ ხანძრითა და სხვა სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ ზარალის შემთხვევებზე.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რ. გრიგალაშვილი