⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.06.2017)
გაუქმებულია:

რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.08.2011
ძალის დაკარგვა 02.06.2017
გამომცემი ორგანო ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 300320000.56.068.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110817013, 23/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,280 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2011 მიღება
02.06.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ბუნებრივი რესურსი
1. ნახშირი
2. მანგანუმი 20%-იანი
3. სპილენძი
4. ტყვია
5. თუთია
6. ოქრო
7. ვერცხლი
8. დიატომიტი
9. ნახშირორჟანგი (CO2)
10. ნავთობი: ა.ა) ინვესტორის წილი ნავთობი (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობი); ა.ბ) სახელმწიფოს წილი ნავთობი
11. „ბორჯომის“ მინერალური წყალი
12. „ნაბეღლავის“ მინერალური წყალი
13. „საირმის“ მინერალური წყალი
14. სხვა ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მინერალური წყალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:1.0in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:AcadNusx;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 57.0pt 45.1pt 57.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანება №1 2011 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2011 წლის 17 მაისის №4680 კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან. ა.ხეთაგური დებულება რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗. დებულების მიზანი 1. ამ დებულების მიზანია, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობის განსაზღვრა. 2. რეგულირების საფასური არის სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირების ერთ-ერთი წყარო.     მუხლი 2🔗. რეგულირების საფასურის გადამხდელი 1. რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვას, შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას. 2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობენ ბუნებრივი რესურსებით. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულ იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისგან.     მუხლი 3🔗. რეგულირების საფასური 1. რეგულირების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია ამ დებულების დანართი №1-ით. 2. რეგულირების საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. 3. სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი რეგულირების საფასური გადადის მომდევნო წლის ანგარიშში ან/და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.     მუხლი 4🔗. რეგულირების საფასურის გადახდის წესი 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას, რეგულირების საფასური გადაიხდება: ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის – არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. რეგულირების საფასურის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებზეც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პირებს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისას წარმოეშვათ სასარგებლო წიაღისეული მოპოვების აუცილებლობა შესწავლის მიზნებისათვის, რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; ბ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშია) სარგებლობისათვის – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარნაწილად წელიწადში ორჯერ, კერძოდ, არა უგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა და 31 ივლისისა. 2. ინვესტორის წილი ნავთობის და გაზის (მათ შორის, საკომპენსაციო) მოპოვებისათვის და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვისათვის რეგულირების საფასური გადაიხდება - არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.     მუხლი 5🔗. რეგულირების საფასურის გადამხდელთა პასუხისმგებლობა რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ დებულებით დადგენილი საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულება 1. ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასური გადაიხდება არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელები, რომელთა ლიცენზიით პირდაპირ არ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ან წლიური მაქსიმალური ან ყოველდღიური ოდენობა, სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობის მიხედვით, რეგულირების საფასურს იხდიან ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 2. ამ დებულების ამოქმედებიდან პირველი (სექტემბრის) თვისათვის რეგულირების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს: ა) არა უგვიანეს 2011 წლის 15 ოქტომბრისა – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის 1/12 ნაწილის შესაბამისად, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიების სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე – ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით; ბ) არა უგვიანეს 2011 წლის 31 ოქტომბრისა – ინვესტორის წილი ნავთობის და გაზის (მათ შორის, საკომპენსაციო) მოპოვებისათვის და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვისათვის – ფაქტობრივი ოდენობის შესაბამისად. 3. ამ დებულების ამოქმედებიდან შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშია) სარგებლობისათვის 2012 წლის 31 იანვრამდე გადახდილ უნდა იქნეს თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის 1/12 ნაწილის ხუთი თვეზე გადაანგარიშებით მიღებული თევზის რესურსის (ქაფშიის) ოდენობის შესაბამისად. დანართი №1 რეგულირების საფასურის ოდენობები № ბუნებრივი რესურსი ზომის ერთეული რეგულირების საფასურის ოდენობა ლარებში 1. ნახშირი 1 ტონა 0.10 2. მანგანუმი 20%-იანი 1 ტონა/1%-იანი შემცველობით 0.10 3. სპილენძი 1 ტონა 54.40 4. ტყვია 1 ტონა 14.8 5. თუთია 1 ტონა 36,0 6. ოქრო 1 გრამი 0.45 7. ვერცხლი 1 გრამი 0.01 8. დიატომიტი 1 ტონა 3,0 9. ნახშირორჟანგი (CO2) 1 ტონა 10 10. ნავთობი: ა.ა) ინვესტორის წილი ნავთობი (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობი); ა.ბ) სახელმწიფოს წილი ნავთობი 1 ტონა 24,19 11. „ბორჯომის“ მინერალური წყალი 1მ​3 3 12. „ნაბეღლავის“ მინერალური წყალი 1მ​3 3 13. „საირმის“ მინერალური წყალი 1მ​3 3 14. სხვა ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მინერალური წყალი 1მ​3 3 15. ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მტკნარი წყალი 1მ​3 2 16. მიწისქვეშა მტკნარი წყალი (სამეწარმეო), რომლებსაც იყენებენ პროდუქციის ძირითად ნედლეულად 1მ​3 2,5 17. სხვა წიაღისეული 1მ​3 0,0 18. ტყის მერქნიანი სახეობები 1მ​3 0,0 19. თეთრყვავილას ბოლქვები, ყოჩივარდას გორგლები 1 კგ 0,0 20. სოჭის გირჩა 1 კგ 0,0 21. ქაფშია 1 ტონა 15 22. ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტები ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის სახეობის ერთ ინდივიდზე, თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის ერთ ტონაზე 0,0