„საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №319
2011 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებაში (სსმ, 75, 28/06/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
რამაზ ნიკოლაიშვილი–საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ლაშა მგელაძე–საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ზაურ აბაშვილი –საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი
თემურ გასვიანი–საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ვახტანგ გოგოლაძე–საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი დიდიძე–საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
მარიამ ვალიშვილი–საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
მიხეილ კვესაძე–საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი
ვალერიან კოპალეიშვილი –საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი
სოფიო სიჭინავა–საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამართლებრივი ექსპერტიზისა და რედაქტირების სამმართველოს უფროსი
ზურაბ უტიაშვილი–საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი
დიმიტრი ქებაძე–ს აქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოს უფროსი
მიხეილ ქურდოვანიძე–საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ლალი ღოღობერიძე–საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ნუგზარ ჩიტაია–საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური