საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2011
ძალის დაკარგვა 04.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №636
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.016069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110817022, 17/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №636
2011
წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის
№119 ბრძანებულების მე
-3 მუხლის მე
-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის” თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ბ
. ახალაია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი:
დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, ახორციელებს სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა (შემდეგ – „გაერთიანებული შტაბი“) და საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვას (შემდეგ – „შესყიდვა“).
მუხლი 5🔗
დეპარტამენტს აქვს ორი ბეჭედი: ერთი ბეჭედი წარწერით – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი“ ქართულ-ინგლისურ ენაზე
, საქართველოს გერბის გამოსახულებით და მეორე ბეჭედი წარწერით – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი – სასაქონლო ოპერაციებისათვის“ ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე, ბლანკი წარწერით სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი“.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
ა:
ა) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება;
ბ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
გ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ამ დებულების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მათი დადება მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების კონტროლზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა;
ე) შესყიდვების ხელშეკრულებების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და/ან შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარდგენა მათ მიერ კონტროლის (ინპექტირების) განხორციელების და მიღება-ჩაბარების გაფორმების მიზნით;
ვ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის;
ზ) გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკისა, J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების განხორციელება;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება;
მ) მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება;
ნ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) შესყიდვებთან დაკავშირებით წარმოადგენს სამინისტროს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია სხვა თანამდებობის პირი), ხოლო სხვა შემთხვევებში – დეპარტამენტს;
ბ) დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისათვის, შესყიდვის განხორციელების პროცესში, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების პირობების (შესყიდვის საგნის, ანგარიშსწორების ფორმის, შესყიდვის ვადებისა და სახელშეკრულებო პირობების უზრუნველყოფის) განსაზღვრის თაობაზე
;
გ) მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს განზოგადებულ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და შედეგების შესახებ;
დ) აწარმოებს ურთიერთობებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის
, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომლესაც დეპარტამენტის უფროსის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ფუნქციები
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა
) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო;
ბ
) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
გ
) სამშენებლო-სარემონტო სამმართველო.
მუხლი 11🔗
მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გაერთიანებული შტაბის J-4 ლოგისტიკისა და J-8 რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტებთან ერთად, დარგის მენეჯერთა მიერ ჩატარებული წინამოსამზადებელი სამუშაოების საფუძველზე, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება;
ბ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დარგის მენეჯერთან ერთობლივად მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება;
გ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება;
დ) შესყიდვების ხელშეკრულებების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და/ან შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარდგენა, მათ მიერ კონტროლის (ინპექტირების) განხორციელების და მიღება-ჩაბარების გაფორმების მიზნით;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება;
ზ)მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება;
თ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 12🔗
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების, საავტომობილო, ჯავშანტექნიკის, მცურავი საშუალებების, საფრენი აპარატების, საწვავ-საპოხი მასალების და მათი ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის, ოპტიკური საშუალებების, ორგტექნიკის, საინჟინრო-საბრძოლო მასალების, საინჟინრო-ქიმიური სანივთე ქონების, სამხედრო აღჭურვილობის, პირადი ჰიგიენის და სხვა საშუალებების, კვებითი მომსახურების, კვების პროდუქტებისა და სამზარეულო ინვენტარის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების, სამედიცინო ინვენტარის, საყაზარმე და საოფისე ავეჯის, საკანცელარიო, საოფისე, ტოპოგრაფიული მასალების და მომსახურების, სამეურნეო საქონლის, სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების, ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, რეცხვის, დაბანვის, დასუფთავების, და სხვა საშუალებების (საქონლის), აგრეთვე ინტელექტუალური და სხვადასხვა სახის მომსახურებების, სამხედრო გადაზიდვების შესყიდვის განხორციელებისათვის მიმწოდებლის მოძიება, ხელშეკრულების პროექტის მომზადება, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება;
ბ) იმპორტირებულ და ექსპორტირებულ საქონელზე და მომსახურებაზე საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
დ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ამ დებულების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მათი დადება მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ე) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში ელექტრონული ბაზის წარმოებისათვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;
ვ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 13🔗
სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ფუნქციებია:
ა) შესყიდვების გეგმის, შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, სამშენებლო-საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, კეთილმოწყობის, სარეკონსტრუქციო, სარემონტო-საავარიო და სხვა სამუშაოების, აგრეთვე უძრავი ქონების შესყიდვის განხორციელება, მიმწოდებლის მოძიება, ხელშეკრულებების მომზადება, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, სამუშაოების პროექტთან და დეფექტურ აქტთან ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება;
ბ) სამინისტროში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების, სამეურნეო საქონლისა და ამ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის პროცედურების განხორციელება;
გ) შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
დ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ამ დებულების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მათი დადება მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ე) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში ელექტრონული ბაზის წარმოებისათვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა;
ვ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.