,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №461
2011 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით (სსმ,III ნაწ.,2009 წ., №14, მუხ.169) დამტკიცებულ საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით, ხოლო ოფიციალურ ი ბეჭდვით ი ორგანო ს საშუალებით − სურვილისამებრ, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი კი − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით და შესაბამის ბეჭდვით ორგანოში; ამასთანავე, კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების დღე, გამოცხადების ფორმის მიუხედავად.
2. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)ანაზღაურებს შესაბამისი დაწესებულება.
3. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებებ ს;
ბ) სამუშაოს აღწერილობა ს;
გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ს;
დ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა ს;
ე) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართ ს.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს10 დღისა.“;
ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი5.საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებას უნდა ერთოდესCurriculum Vitae (CV) და,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,კონკურსის შესახებ შეტყობინებით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი დოკუმენტები, რომლებიც შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე წარდგენილ ი უნდა იქნეს ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი