ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 360130000.22.023.016079
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110822004, 23/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.abzacixmlChar { }
span.PlainTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება
№38
2011 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
„გარემოზე
ზემოქმედების
ნებართვის
შესახებ“ საქართველოს
კანონის
23-ე
მუხლის
მე-2
პუნქტის
შესაბამისად
,
ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. მამაცაშვილი
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗.
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულება (შემდგომში
– დებულება) არეგულირებს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის (შემდგომში
– კომისიის) საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗.
1. კომისია წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში
–სამინისტრო) არსებულ სათათბირო ორგანოს, რომელიც კომპლექტდება სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისაგან.
2. კომისიის შემადგენლობას (კომისიის წევრებს, თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით, დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს
ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტი.
მუხლი 3🔗.
კომისიის
კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის თაობაზე განცხადების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა.
მუხლი 4🔗.
1. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის თაობაზე განცხადებას იღებს სამინისტრო, რომელიც ამ უკანასკნელს გადასცემს კომისიას.
2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ფორმ
ის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ასლი;
გ) ნებართვის გაცემის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი;
დ) საქმიანობის განმახოციელებლის
დასაბუთება, რომ ეკოლოგიური
ექსპერტიზის
დასკვნის
პირობის შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ან თავიდან აცილებას, ანდა დაასაბუთება მისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობის სხვა პირობით შეცვლის აუცილებლობასა და ეფექტიანობაზე გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების თვალსაზრისით.
3. კომისიის სხომაზე განსახილველი განცხადება, თანდართული მასალებით, კომისიის სხდომამდე არაუადრეს ათი დღისა გასაცნობად მიეწოდება კომისიის ყველა წევრს.
მუხლი 5🔗.
1. კომისია შედგება არანაკლებ
11 წევრისაგან.
2. კომისიის სხდომებს იწვევს და უძღვება კომისიის თავმჯდომარე (შემდგომში
–თავმჯდომარე). თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისია უფლებამოსილია
, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს კომისია.
5. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის დახურულ სხდომაზე.
6. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება
, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომის წევრთა უბრალო უმრავლესობა, ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის
, განსხვავებული აზრი და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და სხდომის მდივანი. თავმჯდომარე და კომისიის სხდომის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის
სხდომის ოქმში დაფიქსირებული შინაარსის სისწორეზე. კომისიის სხდომის ოქმი ინახება სამინისტროში.
8. კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია წარედგინება მინისტრს.
9. კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში მინისტრი საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში მინისტრი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება განცხადების წარმომდგენ პირს.
11. კომისიის მიერ მიღებული უარყოფითი რეკომენდაცია წარედგინება მინისტრს, რომელიც
, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განცხადების წარმომდგენ პირს.