დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2011
ძალის დაკარგვა 14.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110822005, 23/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,351 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2011 მიღება
14.03.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:42.55pt; text-indent:-42.55pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:42.55pt; text-indent:-42.55pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:51.55pt; text-align:justify; text-indent:-42.55pt; page-break-after:avoid; font-size:9.0pt; } h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:56.7pt; text-indent:-56.7pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-weight:normal; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.Heading1Char { font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება №39 2011 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ  „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗.   დამტკიცდეს თანდართული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპები და პროცედურა. მუხლი 2🔗.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     გ . მამაცაშვილი დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპები და პროცედურა     მუხლი 1🔗  დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპები და პროცედურა არეგულირებს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებთან და პროცედურასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗 დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ა)  შესავალი; ბ) დაცული ტერიტორიისა და მისი დამხმარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზონის  აღწერა; გ) დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები; დ) დაცული ტერიტორიის სიტუაციური ანალიზი; ე)  დაცული ტერიტორიის ზონირება და მისი დასაბუთება; ვ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის პროგრამები; ზ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი; თ)   დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის დანართები.     მუხლი 3🔗 შესავალი უნდა შედგებოდეს შემდგი კომპონენტებისაგან: ა) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის ტერიტორიული სფერო; ბ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის სამართლებრივი საფუძვლები; გ) დაცული ტერიტორიის მიწათსარგებლობა; დ) დაცული ტერიტორიის მიზნები; ე) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მიზნები; ვ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი; ზ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი; თ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა და განახლება.     მუხლი 4🔗. დაცული ტერიტორიისა და მისი დამხმარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზონის  აღწერა უნდა შედგებოდეს შემდგი კომპონენტებისაგან: ა) ბიომრავალფეროვნება; ბ) ლანდშაფტები; გ) გეოლოგია და ჰიდროლოგია; დ) კლიმატი; ე) ტურისტული  და რეკრეაციული პოტენციალი; ვ) ტრადიციული საქმიანობა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ზ) ისტორიულ-კულტურული ღირებულება; თ) ეკოსაგანამანათლებლო პოტენციალი; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობა; კ) სოციალურ-ეკონომიკ ური ასპექტები.     მუხლი   5🔗 დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები უნდა შედგებოდეს შემდგი კომპონენტებისაგან: ა) ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები; ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის  და ბიოლოგიური მრავალფეროვნების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები; გ) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ფასდაუდებელი  და შეუცვლელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაბამისი  საველე პირობების შექმნასთან დაკავშირებული მიზნები; დ) ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მიზნები; ე) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა  დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობასთან და თვითმყოფადი  ისტორიულ-კულტურული გარემოს  შესანარჩუნებასთან დაკავშირებული მიზნები; ვ) ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობასთან დაკავშირებული მიზნები; ზ) ადმინსიტარციის განვითრებასთან დაკავშირებული მიზნები; თ) დამხმარე ზონის განვითრებასთან  დაკავშირებული მიზნები.     მუხლი 6🔗 დაცული ტერიტორიის სიტუაციური ანალიზი უნდა შედგებოდეს შემდგი კომპონენტებისაგან: ა) ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია და მდგრადი სარგებლობა; ბ) ეკო-ტურიზმი; გ) ეკო-განათლება; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობა; ე) საკანონმდებლო ბაზის აღწერა; ვ) ადმინისტრაციის მდგომარეობა; ზ) კვლევა-მონიტორინგი.     მუხლი 7🔗 1. დაცული ტერიტორიის ზონირება და მისი დასაბუთება უნდა შედგებოდეს შემდგი კომპონენტებისაგან: ა) დაცული ტერიტორიის ზონების ჩამონათვალი; ბ) დაცული ტერიტორიების ზონების ფართობი და საზღვრები; გ) დაცული ტერიტორიების თითოეულ ზონაში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალი; დ) დაცული ტერიტორიის თითოეულ ზონაში ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიის ქონების სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები უნდა იყოს დასაბუთებული.     მუხლი 8🔗 1. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის პროგრამები უნდა შედგებოდეს შემდგი კომპონენტებისაგან: ა) ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის და მდგრადი სარგებლობის პროგრამა; ბ) ეკოსაგანმანათლებლო პროგრამა; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა; დ) ეკოტურიზმის პროგრამა; ე) დაცვის პროგრამა; ვ) ადმინისტრაციის პროგრამა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული პროგრამა უნდა შეიცავდეს აღწერას, პროგრამის მიზნებს, ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმას.     მუხლი 9🔗 დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი უნდა შედგებოდეს შემდგი კომპონენტებისაგან: ა) ინდიკატორები და მათი შერჩევის დასაბუთება; ბ) მონიტორინგის განხორციელება, რომელიც უნდა შეიცავდეს მონიტორინგის  მიზნებს, ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმას.     მუხლი 10🔗 დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის დანართები უნდა შედგებოდეს შემდგი კომპონენტებისაგან: ა) დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებული ფლორისა და ფაუნის ჩამონათვალი; ბ) საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი იმ ცხოველებისა და მცენარეების სახეობები, რომლებიც დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება; გ) ინფორმაცია დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ -კულტურულ ძეგლებზე; დ) რუ კები: დ.ა) ტერიტორიის რუ კა; დ.ბ) ზონირების რუ კა; დ.გ) ინფრასტრუქტურის რუ კა; დ.დ) მნიშვნელოვანი სახეობების გავრცელების რუ კები; დ.ე) ხანძარსაშიში ზონების რუ კები; დ.ვ) პატრულირების მარშრუტები; დ.ზ) ბუნებრივი რესურსების მართვის რუ კა.     მუხლი 11🔗 დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მომზადება შედგება შემდეგი  ეტაპებისაგან: ა)  დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მოსამზადებლად საჭირო მონაცემთა შეგროვება; ბ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მოსამზადებლად საჭირო მონაცემთა დამუშავება და სავალდებულო ღონისძიებების დაგეგმვა;  გ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა; დ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის პროექტზე მოწოდებული შენიშვნებისა და წინადადებების შეფასება, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის პროექტის შესწორება და გადამუშავება.     მუხლი 12🔗 1. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმისათვის შეგროვებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა)  დაცული ტერიტორიის  შესახებ, როგორც არსებული მდგომარეობით, ისე მასზე მოქმედი ფაქტორების და განვითარების ტენდენციების შესაბამისად; ბ) დაცული ტერიტორიის საოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების და კულტურული მნიშვნელობის შესახებ, რის საფუძველზეც შემდგომში ყალიბდება დამხმარე ზონის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა . 2.  მოძიებული ინფორმაცია უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: ა) ბუნებრივი რესურსები და მათი მდგომარეობა; ბ) კულტურული რესურსები და მათი მდგომარეობა; გ) ინფრასტრუქტურა; დ) სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ძირითადი მახასიათებლები; ე) ვიზიტორთა მახასიათებლები და ზეგავლენა დაცულ ტერიტორიაზე; ვ) ჩამოთვლილი ფაქტორების განვითარების პროგნოზები; ზ) მიწის რესურსების მოხმარება და მიმდებარე ტერიტორიების გეგმარებითი სტატუსი, აგრეთვე დაკავებული და იჯარით გაცემული ტერიტორიების აღწერა. 3. აღწერილობითი ნაწილის ინფორმაციული მასალები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა)  ადგილმდებარეობას კოორდინატების მითითებით; ბ) ფართობს; გ) ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციის შესაბამის სავარაუდო კატეგორიას და დასაბუთებას; დ) საკუთრების ფორმას, დასახელებას, მისადგომ გზებს, სხვადასხვა პირობებს და შეზღუდვებს; ე) მიწათსარგებლობის ამჟამინდელ მდგომარეობას; ვ) ისტორიულ ინფორმაციას (მონაცემებს მიწათსარგებლობისა და ლანდშაფტის შესახებ, არქეოლოგიას, შენობა-ნაგებობებს); ზ) ინფორმაციას ბიოლოგიური რესურსების შესახებ (ბიომები, ფლორა, ფაუნა); თ) მონაცემებს ფიზიკური ფაქტორების შესახებ (კლიმატი, გეოლოგია, გეომორფოლოგია, ჰიდროგეოლოგია, ნიადაგის მახასიათებლები); ი) მონაცემებს ხანძარსაშიში ზონების შესახებ; კ) მონაცემებს კულტურული და ესთეტიკური ღირებულებების შესახებ (ლანდშაფტი და მისი მახასიათებლები); ლ) სოციალურ-ეკონომიკური მონაცემებს (საბაზისო მონაცემებს ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ და ტენდენციებს).      მუხლი 13🔗 1. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის დამუშავებისა და დაგეგმვის დროს გამოყენებულ უნდა იქნ ეს შემდეგი კომპონენტები: ა) ჰაბიტატებისა და სახეობების მენეჯმენტი (მოვლა, დაცვა, აღდგენა, გამრავლება); ბ) კვლევა, ძიება და მონიტორინგი; გ) შეზღუდული სახით განახლებადი რესურსების მდგრადი სარგებლობა; დ) ინფრასტრუქტურა; ე)  ვიზიტორთა მომსახურების საშუალებები; ვ) განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება; ზ) სოციალურ-კულტურული მახასიათებლები; თ) შემოსავლების გენერირება. 2. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმაში დაშვებული საქმიანობები გაწერილი უნდა იყოს ზონების მიხედვით შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა) წარმოადგენს თუ არა ობიექტი ბუნებრიობის, ხედების, გეოლოგიური, სამეცნიერო, ეკოლოგიური, ფლორის, ფაუნის და რეკრეაციული ღურებულებების განსაკურებულ მაგალითს; ბ) გააჩნია თუ არა სპეციფიკური ბიოლოგიური ატრიბუტები, მცენარეული ტიპები და ლანდშაფტის ფორმები (თუ გააჩნია რა სახის); გ) დაცული ტერიტორიის ეკოლოგიური მთლიანობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი არეალები; დ) ადგილობრივი თემებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე არეალები და რესურსები (ეკონომიური, კულტურული ან სხვა თვალსაზრისით); ე) არეალები და რესურსები, რომლებიც მნიშვნელოვან სამსახურს უწევენ დაცული ტერიტორიების გარეთ მდებარე მოსახლეობას; ვ) მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი და ენდემური სახეობები; ზ) იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეები, ცხოველები და ჰაბიტატები; თ) ბუნებრივი რესურსები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანის მიერ მათი მოხმარების მიმართ; ი) განსაკუთრებული არქეოლოგიური ან ისტორიული ობიექტები; კ) იშვიათი გეოლოგიური ღირებულებების წარმონაქმნები; ლ) კულტურის განსაკუთრებული ძეგლები; მ) აღიარება მსოფლიო მასშტაბით (მაგ .; კულტურული მემკვიდრეობის კუთხით); ნ)  რამდენად ეფექტური იქნება მატერიალური რესურსების ხარჯი ამა თუ იმ ზონის მოსაწყობად; ო) კონფლიქტების წარმოშობის შესაძლებლობის ანალიზი; პ) ადგილობრივი თანამმართველობის შესაძლებლობის ანალიზი; ჟ)  რამდენად შესაძლებელი და ეფექტური იქნება შემოსავლების ალტერნატიული წყარობის შეთავაზება ბუნებრივი რესურსების მოხმარების აკრძალვის ან შემცირების შემთხვევაში.