ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება დახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის

მიღების თარიღი 01.07.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480470000.03.030.000562
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 07/11/2005
matsne.gov.ge 3,339 სიტყვა · ~17 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გაეროს განვითარების პროგრამის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება დახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 53.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება დახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის ვინაიდან გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა გაეროს განვითარების პროგრამა (შემდგომში წოდებული UNDP-დ), რათა მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს განვითარებადი ქვეყნების მცდელობას, გადაჭრას მათი ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი პრობლემები და ხელი შეუწყოს სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას; და ვინაიდან, საქართველოს მთავრობას სურს, რომ სთხოვოს UNDP-ს დახმარება თავისი ხალხის კეთილდღეობის მიზნით; ამიტომ მთავრობა და UNDP (შემდგომში წოდებული მხარეებად) დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას მეგობრული თანამშრომლობის სულისკვეთებით.     მუხლი 1🔗. ხელშეკრულების მოქმედების სფერო 1. წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს იმ ძირითად პირობებს, რომელთა მიხედვით UNDP და მისი აღმასრულებელი ორგანოები გაუწევენ მთავრობას დახმარებას მისი განვითარების პროექტების განხორციელებაში და რომელთა მიხედვითაც შესრულდება UNDP-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტები. ხელშეკრულების მოქმედება ვრცელდება UNDP-ს მხრიდან გაწეულ ყველა ამგვარ დახმარებაზე, აგრეთვე ამგვარ საპროექტო დოკუმენტებსა თუ სხვა დოკუმენტებზე (შემდგომში წოდებული საპროექტო დოკუმენტებად), რომლებიც შეიძლება დაიდოს მხარეების მიერ, რათა განსაზღვრულ იქნეს ამგვარი დახმარების დეტალები, აგრეთვე ამ სახის პროექტებთან მიმართებაში მხარეთა და აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი პასუხისმგებლობის კონკრეტული დეტალები. 2. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დახმარება UNDP-ის მიერ შეიძლება გაწეულ იქნეს მხოლოდ მთავრობის მიერ წარდგენილი და UNDP-ის მიერ დამტკიცებული თხოვნის საფუძველზე. ასეთი დახმარება ხელმისაწვდომი იქნება მთავრობისათვის და მთავრობის მიერ დანიშნული უწყებისათვის. დახმარება გაწეული იქნება UNDP-ის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე, UNDP-ის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით.     მუხლი 2🔗. დახმარების ფორმები 1. UNDP-ის მიერ ამ ხელშეკრულების მიხედვით მთავრობისათვის გაწეული დახმარება მოიცავს: a) საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურებას, მათ შორის UNDP-ისა და შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ შერჩეულ და მათ წინაშე პასუხისმგებელ საკონსულტაციო ფირმებისა და ორგანიზაციების მომსახურებას; b) აღმასრულებელი ორგანოს მიერ შერჩეული ტექნიკური ექსპერტების მომსახურებას, რომლებმაც უნდა შეასრულონ ტექნიკური, აღმასრულებელი და ადმინისტრაციული ხასიათის ფუნქციები, როგორც მთავრობის სამსახურში მყოფმა საჯარო მოხელეებმა ან ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მთავრობის მიერ დანიშნული უწყებების თანამშრომლებმა; c) გაეროს მოხალისეთა ორგანიზაციის წევრთა (შემდგომში წოდებული მოხალისეებად) მომსახურებას; d) მოწყობილობასა და აღჭურვილობას, რომელიც მზა სახით არ არსებობს საქართველოს რესპუბლიკაში (შემდგომში წოდებული ქვეყანად); e) სემინარებს, სასწავლო პროგრამებს, სადემონსტრაციო პროექტებს, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებს და სხვა მსგავს საქმიანობას; f) სტიპენდიებს, ჰონორარებს ან სხვა მსგავს დაფინანსებას, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობის მიერ შერჩეულ და აღმასრულებელი ორგანოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატებს, ისწავლონ ან გაიარონ სტაჟირება; და g) ნებისმიერ სხვა სახის დახმარებას, რომელზედაც შეთანხმდებიან მთავრობა და UNDP. 2. დახმარების თხოვნას მთავრობა UNDP-ს წარუდგენს ქვეყანაში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მეშვეობით (იხ. ამ მუხლის მე-4 (a) პუნქტი). ამგვარი თხოვნებისათვის UNDP-ის მიერ დადგენილი ფორმისა და პროცედურების შესაბამისად. ამ მოთხოვნის შესაფასებლად მთავრობა უზრუნველყოფს UNDP-ს ყოველგვარი დახმარებითა და ინფორმაციით, მათ შორის, გამოხატავს რა თავის გადაწყვეტილებას, ინვესტირებაზე ორიენტირებული პროექტების შემდგომ განხორციელებაზე. 3. UNDP მთავრობას ეხმარება უშუალოდ, ანუ იმგვარი საგარეო დახმარებით, როგორსაც იგი მისაღებად ჩათვლის, ან აღმასრულებელი ორგანოს საშუალებით, რომლის უპირველესი ამოცანაა პროექტებისათვის UNDP-ის დახმარების განხორციელება და რომელსაც ამ მიზნით გააჩნია დამოუკიდებელი კონტრაქტორის სტატუსი. იმ შემთხვევაში, როდესაც UNDP უშუალოდ უწევს დახმარებას მთავრობას, წინამდებარე შეთანხმებაში აღმასრულებელი ორგანო ნიშნავს UNDP-ს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს. 4. (a) UNDP-ს ქვეყანაში აქვს მუდმივი წარმომადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობს მუდმივი წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს მას ქვეყანაში და შეასრულებს პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მთავრობასთან დამაკავშირებლის ფუნქციას. მუდმივი წარმომადგენელი UNDP-ის ადმინისტრატორის მიერ აღჭურვილი იქნება სრული პასუხისმგებლობითა და უფლებამოსილებით ქვეყანაში UNDP-ის პროგრამის ყველა ასპექტთან მიმართებაში. მუდმივი წარმომადგენელი პროგრამის სახელით ახორციელებს კავშირ-ურთიერთობებს სათანადო ორგანოებთან მთავრობაში, მათ შორის საგარეო დახმარების მაკოორდინირებელ სამთავრობო ორგანოსთან და აცნობებს მთავრობას UNDP-ის და გაეროს სხვა შესაბამისი პროგრამების პოლიტიკის, კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ. იგი მთავრობის თხოვნის საფუძველზე დაეხმარება მთავრობას, მოამზადოს ქვეყნისათვის UNDP-ის პროგრამები და პროექტები. აგრეთვე წინადადებები ქვეყნისათვის განკუთვნილ პროგრამებსა და პროექტებზე და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე, უზრუნველყოფს UNDP-ის მიერ სხვადასხვა აღმასრულებელი ორგანოს ან თავის კონსულტანტების მეშვეობით განხორციელებული დახმარების სათანადო კოორდინაციას, მოთხოვნებისამებრ დაეხმარება მთავრობას UNDP-ის საქმიანობის ეროვნულ, ორმხრივ და მრავალმხრივ პროგრამებთან კოორდინირებაში ქვეყნის შიგნით, აგრეთვე განახორციელებს სხვა მსგავს ფუნქციებს, რომლებიც შეიძლება დაავალოს ადმინისტრატორმა ან რომელიმე აღმასრულებელმა ორგანომ. (b) UNDP-ს მისიას ქვეყანაში ეყოლება ისეთი პერსონალი, როგორსაც ის საჭიროდ ჩათვლის სათანადო ფუნქციონირებისათვის. დროდადრო UNDP მთავრობას შეატყობინებს წევრების სახელებს, მათი ოჯახის, მისიებისა და ამ პირების თანამდებობის ცვლილებების შესახებ.     მუხლი 3🔗. პროექტების განხორციელება 1. მთავრობა პასუხისმგებელია UNDP-ის ხელშეწყობით განხორციელებულ განვითარების პროექტებსა და მათი მიზნების განხორციელებაზე ისე, როგორც ეს აღწერილია სათანადო საპროექტო დოკუმენტებში, იგი განახორციელებს ამ პროექტთა იმ ნაწილებს, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებისა და საპროექტო დოკუმენტების დებულებებით. UNDP კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს დამატებითი ზომები ამგვარ პროექტებში მთავრობის მონაწილეობისათვის, ეხმარება რა მთავრობას ამ ხელშეკრულებისა და საპროექტო დოკუმენტებით გათვალისწინებული სამუშაო გეგმის შესრულებაში, აგრეთვე ეხმარება მთავრობას ინვესტიციების განხორციელებაზე განზრახვის რეალიზაციაში. მთავრობა ატყობინებს UNDP-ს იმ ორგანოს შესახებ, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი მთავრობის მონაწილეობაზე UNDP-ის დახმარებით ჩატარებულ ყოველ პროექტში. პროექტზე მთავრობის სრული პასუხისმგებლობის შეუზღუდავად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ აღმასრულებელ ორგანოს ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა ამ პროექტის განხორციელებაზე პარტნიორი ორგანოს თანხმობითა და კონსულტაციით, რაც ჩამოყალიბდება საპროექტო დოკუმენტში გათვალისწინებულ სამუშაო გეგმაში, რომელიც ასევე მოცემული იქნება აღმასრულებელი სააგენტოდან პასუხისმგებლობის გადაცემა მთავრობაზე ან მის მიერ დანიშნულ ორგანოზე პროექტის განხორციელების პროცესში, ამასთან მოცემული იქნება პროექტის განხორციელების პროეცესში მთავრობაზე ან მთავრობის მიერ დანიშნულ უწყებაზე პასუხისმგებლობის გადაცემის საკითხი. 2. მთავრობის თანხმობა ძირითად ვალდებულებებზე, რომლებიც მხარეთა მიერ ჩაითვლება აუცილებლად ან საჭიროდ UNDP-ის დახმარებით განხორციელებული კონკრეტული პროექტისათვის, იქნება ამ პროექტისადმი UNDP-სა და აღმასრულებელი ორგანოს პასუხისმგებლობათა განხორციელების პირობა. იმ შემთხვევაში, თუ ამ დახმარების გაწევა დაიწყება ძირითად პასუხისმგებლობათა შესრულებამდე, იგი შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს UNDP-ის შეხედულებისამებრ შეტყობინების გარეშე. 3. ნებისმიერი შეთანხმება მთავრობასა და აღმასრულებელ ორგანოს შორის UNDP-ის დახმარებით ჩატარებული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე მთავრობასა და ტექნიკურ ექსპერტს შორის ხდება წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემული დებულებების შესაბამისად. 4. საჭიროების შემთხვევაში და აღმასრულებელ ორგანოსთან კონსულტაციით, პარტნიორი ორგანო დანიშნავს სრულშტატიან დირექტორს თითოეული პროექტისათვის, რომელიც შეასრულებს აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს. აღმასრულებელი ორგანო საჭიროებისამებრ და მთავრობასთან კონსულტაციით დანიშნავს მთავარ ტექნიკურ მრჩეველს ან პროექტის კოორდინატორს, რომელიც პასუხისმგებელია აღმასრულებელი ორგანოს პროექტში მონაწილეობაზე. ის უხელმძღვანელებს და კოორდინირებას გაუწევს ექსპერტთა და აღმასრულებელი ორგანოს სხვა პერსონალის საქმიანობას და პასუხისმგებელი იქნება მთავრობაში სათანადო სპეციალისტების ადგილზე სწავლებისათვის. იგი პასუხისმგებელია UNDP-ის მიერ დაფინანსებული ყველა წამოწყების მართვასა და ეფექტურ გამოყენებაზე პროექტისათვის გამოყოფილი მოწყობილობის ჩათვლით. 5. თავის მოვალეობათა შესრულების პროცესში ექსპერტი-მრჩეველები, კონსულტანტები და მოხალისეები იმოქმედებენ მთავრობასთან და მთავრობის მიერ დანიშნულ სხვა პიროვნებებთან ან უწყებებთან კონსულტაციებით და შეასრულებენ მთავრობის იმ ინსტრუქციებს, რომლებიც შეესაბამება მათ ვალდებულებათა ხასიათს და გასაწევი დახმარების ხასიათს, და რომლებზეც ურთიერთთანხმობას განაცხადებენ UNDP, დაინტერესებული აღმასრულებელი ორგანო და მთავრობა. ტექნიკური ექსპერტები პასუხს აგებენ და ემორჩილებიან მხოლოდ მთავრობას ან იმ უწყებას, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან, მაგრამ მათ არ მოეთხოვებათ ისეთი ფუნქციების შესრულება, რომლებიც შეუთავსებელია მათ საერთაშორისო სტატუსთან ან UNDP-ის ან აღმასრულებელი ორგანოს მიზნებთან. მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ თითოეული ტექნიკური ექსპერტის სამსახურის დაწყების თარიღი დაემთხვეს შესაბამის აღმასრულებელ ორგანოსთან მისი კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღს. 6. აღმასრულებელი ორგანო შეარჩევს სავარაუდო სტიპენდიანტებს. სტიპენდიები დაინიშნება აღმასრულებელი ორგანოსათვის სტიპენდიების გაცემის ჩვეული პოლიტიკისა და პრაქტიკის თანახმად. 7. ტექნიკური და სხვა მოწყობილობა, მასალები, აღჭურვილობა და სხვა საკუთრება, დაფინანსებული ან მოწოდებული UNDP-ის მიერ, იქნება UNDP-ის კუთვნილება მანამ, სანამ ეს კუთვნილება არ გადავა მთავრობაზე ან მის მიერ დასახელებულ უწყებაზე, მთავრობასა და UNDP-ს შორის ურთიერთშეთანხმებული პირობებისა და ვადების მიხედვით. 8. საპატენტო უფლებები, საავტორო უფლებები, აგრეთვე სხვა მსგავსი უფლებები ნებისმიერ აღმოჩენასა თუ სამუშაოზე, რომელიც იქნება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული UNDP-ის დახმარების შედეგი, იქნება UNDP-ის კუთვნილება. სანამ მხარეები თითოეულ ცალკეეულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მთავრობას ექნება უფლება ქვეყნის ფარგლებში გამოიყენოს ეს აღმოჩენები ან ნამუშევრები საავტორო წილის ან სხვა მსგავსი გადასახადის გადახდის გარეშე.     მუხლი 4🔗. ინფორმაცია პროექტების შესახებ 1. მთავრობა უზრუნველყოფს UNDP-ს სათანადო ანგარიშებით, რუკებით, ფინანსური ანგარიშებით, ოქმებით, დადგენილებებით, დოკუმენტებითა და სხვა ინფორმაციით, რომელიც მან შეიძლება თხოვოს UNDP-ს ხელშეწყობით განხორციელებული ნებისმიერ პროექტთან, მის განხორციელებასთან ან შესრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით ან ამ ხელშეკრულების ან საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე მთავრობის თანხმობასთან დაკავშირებით. 2. UNDP ვალდებულებას იღებს, რომ მთავრობა რეგულარულად ინფორმირებული იქნება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დახმარების მიმდინარეობის შესახებ. თითოეულ მხარეს ექნება უფლება, ნებისმიერ დროს გაეცნოს UNDP-ის ხელშეწყობით პროექტის განხორციელების მიმდინარეობას. 3. UNDP-ის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის შესრულების შემდეგ, მთავრობა UNDP-ს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწვდის ინფორმაციას ამ პროექტიდან მიღებული შედეგებისა და მისი მიზნების შემდგომი განხორციელებისათვის ჩასატარებალი საქმიანობის შესახებ, ამ პროექტის ან UNDP-ის დახმარების გაგრძელებისათვის საჭირო ან სათანადო ინფორმაციის ჩათვლით, და ამ მიზნით ექნება კონსულტაციები UNDP-სთან და დაკვირვების ნებას დართავს UNDP-ს. 4. ნებისმიერ ინფორმაციასა თუ მასალას, რომელიც ამ მუხლის თანახმად მთავრობამ უნდა მიაწოდოს UNDP-ს, მთავრობა მიაწოდებს სათანადო აღმასრულებელ ორგანოს მოთხოვნისთანავე. 5. მხარეები საჭიროებისამებრ ერთმანეთს გაუწევენ კონსულტაციებს, UNDP-ის დახმარებით ჩატარებულ ნებისმიერ პროექტზე თუ მისგან მიღებულ შედეგებზე ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ. თუმცა, UNDP-მ შეიძლება მიაწოდოს პოტენციურ ინვესტორებს ინფორმაცია ინვესტირებაზე ორიენტირებული ნებისმიერი პროექტის შესახებ, მანამ, სანამ მთავრობა წერილობით არ მოსთხოვს UNDP-ს, შეზღუდოს ამგვარ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა.     მუხლი 5🔗. მთავრობის მონაწილეობა და მისი წვლილი პროექტის განხორციელებაში 1. იმისთვის, რომ შესრულდეს მთავრობის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა UNDP-ის დახმარებით ჩატარებული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობასა და თანამშრომლობაზე, მთავრობას შეაქვს თავისი წვლილი, რომლის მოცულობა განისაზღვრება სათანადო საპროექტო დოკუმენტებით და რომელიც შეიძლება მოიცავდეს: a) შესაბამის ადგილობრივ პროფესიონალებსა და მომსახურებას ტექნიკურ ექსპერტთა შესაბამისი ეროვნული კადრების ჩათვლით; b) მიწას, შენობებს და სწავლებას, აგრეთვე სხვა სახის საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ან იწარმოება ქვეყნის შიგნით; და c) მოწყობილობას, მასალებს და აღჭურვილობას, რომლებიც ხელმისაწვდომია ან წარმოებული ქვეყნის შიგნით. 2. იმ შემთხვევაში, როცა მოწყობილობით უზრუნველყოფა წარმოადგენს მთავრობისადმი UNDP-ის დახმარების ნაწილს, მთავრობა იხდის ამ მოწყობილობის განბაჟების, პორტიდან პროექტის ზონაში ტრანსპორტირების, აგრეთვე დაუგეგმავი გადაზიდვისა და შენახვის და სხვა ამგვარ დანახარჯებს, პროექტის ზონაში მიტანის შემდეგ მისი დაზღვევის, დამონტაჟებისა და მოვლის ხარჯებს. 3. მთავრობა აგრეთვე უხდის ხელფასებს სტაჟიორებს და სტიპენდიებს სტიპენდიანტებს მთელი სასტიპენდიო პერიოდის განმავლობაში. 4. თუ საპროექტო დოკუმენტი ამას ითვალისწინებს, მთავრობა უხდის ან აგვარებს UNDP-ისათვის ან აღმასრულებელი ორგანოსათვის საჭირო თანხის გადახდის საკითხს იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია საპროექტო დოკუმენტის პროექტის ბიუჯეტში, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ქვეპუნქტების შესრულებისათვის, რის შემდეგაც აღმასრულებელი ორგანო შეიძენს საჭირო საქონელს და ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს UNDP-ს ამგვარი ხარჯების შესახებ. 5. წინა პუნქტში გათვალისწინებული UNDP-ისათვის გასაცემი ფულადი თანხები დაერიცხება გაეროს გენერალური მდივნის მიერ ამ მიზნისათვის დაწესებულ ანგარიშზე და განკარგული იქნება UNDP-ის სათანადო ფინანსური წესების შესაბამისად. 6. იმ საქონლის საფასური, რომელიც წარმოადგენს მთავრობის წილობრივ შენატანს პროექტის განხორციელებაში, აგრეთვე ნებისმიერი თანხები, რომელსაც მთავრობა იხდის ამ მუხლის თანახმად, როგორც ეს ჩამოყალიბებულია პროექტის ბიუჯეტში, შეადგენს სავარაუდო თანხებს, რომელიც დაეფუძნება ამგვარი პროექტის ბიუჯეტის მომზადების დროს ხელმისაწვდომ ყველაზე ზუსტ ინფორმაციას. ამ თანხების ოდენობა შეიძლება დაექვემდებაროს გადახედვას, თუ საჭირო იქნება შემდგომში შეძენილი ნივთების რეალური ფასის ჩვენება. 7. მთავრობამ, საჭიროებისამებრ თითოეული პროექტი უნდა აღნიშნოს შესაბამისი ნიშნებით, რომლებიც მიუთითებენ, რომ ამ პროექტის განხორციელებას ეხმარება UNDP და აღმასრულებელი ორგანო.     მუხლი 6🔗. პროგრამის სავარაუდო ხარჯები და სხვა ხარჯები, რომელთათვის ანგარიშსწორება ხდება ადგილობრივ ფულად ერთეულში 1. გარდა მე-5 მუხლში აღნიშნული წილობრივი შენატანისა, მთავრობა უნდა დაეხმაროს UNDP-ს ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილობრივი ხარჯებისა და მომსახურების ღირებულების დაფარვაში იმ რაოდენობით, რომელიც ჩამოყალიბებულია შესაბამისად საპროექტო დოკუმენტში: a) ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე დანიშნულ კონსულტანტთა და ექსპერტ-მრჩეველთა ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები; b) ადგილობრივი, ადმინისტრაციული და საკანცელარიო მომსახურება, ადგილობრივი მდივნების, თარჯიმან-მთარგმნელებისა და სხვა მსგავსი მომსახურების ჩათვლით; c) პერსონალის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება; d) ოფიციალური მიზნებისათვის განკუთვნილი ფოსტა და ტელეკომუნიკაციები. 2. მთავრობა აგრეთვე უხდის თითოეულ ტექნიკურ ექსპერტს უშუალოდ იმ ხელფასს, პრემიასა და სხვა მსგავს ანაზღაურებას, რომელსაც გადაუხდიდა მოქალაქეს, თუკი იგი დაინიშნებოდა აღნიშნულ თანამდებობაზე. ტექნიკურ ექსპერტს მთავრობა აძლევს ყოველწლიურ შვებულებას და ბიულეტენს, როგორც შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო მისცემდა თავის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს ტექნიკურ ექსპერტს სამშობლოში გამგზავრებას შესაბამის აღმასრულებელ ორგანოსთან სამსახურებრივად განსაზღვრული პირობების თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გააუქმებს ექსპერტის სამსახურს იმ პირობებში, რომლებიც დაავალდებულებს აღმასრულებელ ორგანოს, მისცეს ექსპერტს კომპენსაცია მასთან დადებული კონტრაქტის თანახმად, მთავრობა შეიტანს თავის წვლილს ამ თანხაში განთავისუფლებისათვის კომპენსაციის სახით, იმ რაოდენობით, რომელსაც გადაუხდიდნენ ადგილობრივ საჯარო მოხელეს ან შესაბამისი რანგის თანამშრომელს, რომლის სამსახური დამთავრდებოდა მსგავსი პირობებით. 3. მთავრობა კისრულობს თავის თავზე აიღოს შემდეგი სახის ადგილობრივი მომსახურებითა და მოწყობილობით უზრუნველყოფა: a) საჭირო სივრცე ოფისისათვის და სხვა ნაგებობები; b) სამედიცინო მომსახურება საერთაშორისო პერსონალისათვის, რომელიც შეესაბამება ადგილობრივი მოხელეებისათვის გათვალისწინებულ მომსახურებას; c) უბრალო, მაგრამ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი მოხალისეებისათვის; d) დაეხმაროს საერთაშორისო პერსონალს შესაფერისი საცხოვრებლის პოვნაში და უზრუნველყოს ტექნიკური ექსპერტები მსგავსი საცხოვრებლით, იმავე პირობებით, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი რანგის ადგილობრივი მოხელეებისათვის. 4. მთავრობას აგრეთვე შეაქვს წვლილი UNDP-ის წარმომადგენლობის შენახვისათვის ქვეყანაში გაწეულ ხარჯებში, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უხდის რა UNDP-ს ყოველწლიურად საერთო თანხას ხარჯების დასაფარავად. a) შესაფერისი ოფისი მოწყობილობითა და აღჭურვილობით, რომელიც შეძლებს შეასრულოს ქვეყანაში UNDP-ის ადგილობრივი შტაბ-ბინის ფუნქცია; b) შესაფერისი ადგილობრივი სამდივნო და კანცელარიული დახმარება, თარჯიმნები, მთარგმნელები და მსგავსი დახმარება; c) ქვეყანაში მუდმივი წარმომადგენლისა და მისი პერსონალის ოფიციალური მიზნებით ქვეყნის შიგნით ტრანსპორტით გადაადგილება; d) სამსახურებრივი საჭიროებისათვის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო მომსახურება; და e) მუდმივი წარმომადგენლისა და მისი პერსონალის ქვეყნის ფარგლებში ოფიციალური სტატუსით გადაადგილებაში ხელის შეწყობა. 5. მთავრობამ უნდა აირჩიოს მეოთხე პუნქტში მოყვანილ მომსახურებათაგან რომელიმე, გარდა „b“ და „c“ ქვეპუნქტებისა. 6. ამ მუხლით გადასახდელ თანხებს გარდა მე-2 პუნქტში აღნიშნულისა, გადაიხდის მთავრობა, და UNDP მართავს მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად.     მუხლი 7🔗. სხვა წყაროებიდან მიღებულ დახმარებასთან დაკავშირებული ურთიერთობები იმ შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დახმარებას რომელიმე მხარე სხვა წყაროებიდან მიიღებს, მხარეები მოეთათბირებიან ერთმანეთს და აღმასრულებელ ორგანოს, მთავრობის მიერ ყველა წყაროდან მიღებული დახმარების ეფექტური კოორდინირებისა და გამოყენების მიზნით. მთავრობის ვალდებულებები არ შეიცვლება, მიუხედავად ნებისმიერი მოლაპარაკებისა პროექტის შესრულებაზე მასთან თანამშრომელ სხვა უწყებასთან.     მუხლი 8🔗. დახმარების გამოყენება მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რათა საუკეთესო ფორმით გამოიყენოს UNDP-ის მიერ გაწეული დახმარება და დანიშნულებისამებრ გამოიყენებს ამ დახმარებას. ზემოთ თქმულის ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, მთავრობა ამ მიზნით განახორციელებს საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.     მუხლი 9🔗. პრივილეგიები და იმუნიტეტები 1. გაეროსა და მისი ორგანოების, მათ შორის UNDP-სა და მისი აღმასრულებელი ორგანოების ფუნქციების შემსრულებელი გაეროს დამხმარე ორგანოების, მათი საკუთრების, ფონდებისა და ქონების, აგრეთვე მათი ოფიციალური პირების, მათ შორის მუდმივი წარმომადგენელისა და ქვეყანაში UNDP-ის მისიის სხვა წევრების მიმართ მთავრობა გამოიყენებს პრივილეგიებსა და იმუნიტეტების გაეროს კონვენციის დებულებებს. ყოველი სპეციალიზებული სააგენტოს მიმართ, რომელიც ასრულებს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს, მისი საკუთრების, ფონდებისა და ქონების, აგრეთვე მისი ოფიციალური პირების მიმართ მთავრობა გამოიყენებს სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებსა და იმუნიტეტების კონვენციის დებულებებს, მათ შორის ამ კონვენციის ყველა დანართს, რომელიც შეესაბამება ამგვარ სპეციალიზებულ სააგენტოს. თუ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მოქმედებს, როგორც აღმასრულებელი სააგენტო, მისი საკუთრების, ფონდებისა და ქონების, აგრეთვე მისი ოფიციალური პირებისა და ექსპერტების მიმართ მთავრობა გამოიყენებს ხელშეკრულების IAEA-ის პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე. ქვეყანაში UNDP-ის მისიის წევრებს ენიჭებათ დამატებითი პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებიც აუცილებელია მისიის მიერ თავისი ფუნქციების ეფექტური განხორციელებისათვის. a) გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან სპეციფიკური პროექტების საპროექტო დოკუმენტებში, მთავრობა ანიჭებს ყველა პირს, მთავრობის მიერ დაქირავებული ადგილობრივი პერსონალის გარდა, რომელიც მოქმედებს, UNDP-ის სპეციალიზებული ორგანოს ან IAEA-სახელით და არ ეხებათ ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, იგივე პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს, როგორიც გააჩნიათ გაეროს, სპეციალიზებული ორგანოს ან IAEA-ს თანამდებობის პირებს გაეროს ან სპეციალიზირებული ორგანოების პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე კონვენციის მუხლის მე-18, მე-19 ან მე-18 ნაწილების შესაბამისად ან IAEA-ს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის შესაბამისად; b) ამ მუხლის წინა პუნქტებში მითითებულ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებთან დაკავშირებული დოკუმენტები: (1) პროექტთან დაკავშირებული ყველა მასალა და დოკუმენტი, რომელიც იმყოფება ზემოთ აღნიშნულ 4 (a) ქვეპუნქტში მოხსენიებული პიროვნებების მფლობელობაში ან მათი კონტროლის ქვეშ, ჩაითვლება გაეროს, შესაბამისი სპეციალიზებული ორგანოს ან IAEA-ს კუთვნილებად; და (2) ამ პირების მიერ პროექტის მიზნებისათვის ქვეყანაში იმპორტირებული, შესყიდული ან იჯარით აღებული მოწყობილობა, მასალები და აღჭურვილობა ჩაითვლება გაეროს, შესაბამისი სპეციალიზებული სააგენტოს ან IAEA-ს კუთვნილებად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 2. ფრაზა „მომსახურების განმახორციელებელი პირები”, იმ სახით როგორც ეს გამოყენებულია ამ ხელშეკრულების მე-9, მე-10 და მე-13 მუხლებში, მოიცავს ტექნიკურ ექსპერტებს, მოხალისეებს, კონსულტანტებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და მათ მიერ სამუშაოზე აყვანილ პირებს. იგი მოიცავს იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ფირმებს, რომლებიც შესაძლოა UNDP-იმ მოიწვიოს, როგორც აღმასრულებელი ორგანო ან სხვა სახით, რათა შეასრულოს ან ხელი შეუწყოს პროექტისათვის UNDP-ის დახმარებას და მათ თანამშრომლებს. ამ ხელშეკრულების დებულებები არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ შეიზღუდოს ამ ორგანიზაციებისა თუ ფირმებისათვის ან მათი თანამშრომლებისათვის რომელიმე სხვა დოკუმენტით მინიჭებული პრივილეგიები, იმუნიტეტები და შეღავათები.     მუხლი 10🔗. UNDP-ს დახმარებისათვის გათვალისწინებული შეღავათები 1. მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა გაათავისუფლოს UNDP-I, მისი აღმასრულებელი ორგანოები, მათი ექსპერტები და მათი სახელით მომსახურების განმახორციელებელი სხვა პირები, დადგენილი წესების და სხვა ნორმატიული აქტებისაგან, რომელთაც შეუძიათ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობაში ჩარევა და მიანიჭებს მათ სხვა მსგავს შეღავათებს, რომლებიც აუცილებელია UNDP-ის დახმარების სწრაფი და ეფექტური განხორციელებისათვის. კერძოდ, იგი მათ ანიჭებს შემდეგ უფლებებსა და შეღავათებს: a) UNDP-ის ან აღმასრულებელი ორგანოს სახელით მოქმედი ექსპერტების ან მომსახურების განმახორციელებელი პირების საბაჟო გადასახადებისაგან გათავისუფლებას; b) საჭირო ვიზების, ლიცენზიებისა და ნებართვების სწრაფ და უფასო გაცემას; c) სამუშაო ადგილზე მისვლის ნებართვას და გადაადგილების ყველა აუცილებელ უფლებას; d) ქვეყნის შიგნით, ქვეყნიდან ან ქვეყანაში თავისუფალ გადაადგილებას UNDP-ის დახმარების სათანადო განხორციელებისათვის საჭირო ფარგლებში; e) ვალუტის გადაცვლის ყველაზე ხელსაყრელ ოფიციალურ კურსს; f) მოწყობილობის, მასალებისა და აღჭურვილობის ქვეყანაში შემოტანისა და შემდგომში მათი გატანისათვის აუცილებელ ნებისმიერ ნებართვას; g) UNDP-ის, მისი აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლების ან მათი სახელით მომსახურების განმახორციელებელი სხვა პირების კუთვნილი ან მათ მიერ პირადი გამოყენებისა თუ მოხმარების საგნების ქვეყანაში შემოტანისათვის აუცილებელ ნებისმიერ ნებართვას; h) (f) და (g) პარაგრაფებში აღნიშნული ნივთების საბაჟოზე სწრაფ გატარებას. 2. რადგან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დახმარება განკუთვნულია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხისათვის, მთავრობა თავის თავზე იღებს ყველა რისკს ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული საქმიანობისათვის. იგი პასუხისმგებელია UNDP-ს ან აღმასრულებელი ორგანოს, აგრეთვე მათი თანამშრომლებისა და მათი მომსახურების განმახორციელებელი პირების წინააღმდეგ მესამე მხარის მიერ აღძრული სარჩელის განხილვაზე განთავისუფლებაზე მათ პრეტენზიებისა და ვალდებულებებისაგან ამ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისათვის. ეს უკანასკნელი პირობა არ მოქმედებს, როცა მხარეები და აღმასრულებელი ორგანო შეთანხმდებიან, რომ პრეტენზიის ან ვალდებულების მიზეზია ზემოთ აღნიშნული პირების მხრიდან აშკარა დაუდევრობა ან განზრახ უკანონო საქციელი.     მუხლი 11🔗. დახმარების დროებით შეჩერება და შეწყვეტა 1. UNDP-ს შეუძლია წერილობით შეატყობინოს მთავრობას ან შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს ნებისმიერ პროექტისათვის მისი დახმარების შეჩერების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ UNDP-ის აზრით წარმოიშობა რაიმე გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის ან რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან მისი მიზნების განხორციელებას. იმავე ან შემდგომ წერილობით შეტყობინებაში UNDP-ს შეუძლია მიუთითოს იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც იგი აპირებს, დახმარება შეუწყვიტოს პროექტს. დახმარების შეჩერება გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა არ დაეთანხმება ამ პირობებს და სანამ UNDP არ გაუგზავნის მთავრობასა და აღმასრულებელ ორგანოს წერილობით შეტყობინებას, რომ იგი მზადაა, განაახლოს დახმარება. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი სიტუაცია გაგრძელდება 14 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც UNDP გაუგზავნის ცნობას დახმარების შეჩერების შესახებ მთავრობას ან აღმასრულებელ ორგანოს, მაშინ ამ მომენტიდან ნებისმიერ დროს UNDP-ს შეუძლია, წერილობით ამცნოს მთავრობას ან აღმასრულებელ ორგანოს პროექტისათვის მისი დახმარების შეწყვეტის შესახებ. 3. ამ მუხლში მოცემული პირობები არანაირად არ შელახავს რომელიმე სხვა უფლებას ან ზიანის ანაზღაურების უფლებას, რომელიც შეიძლება გააჩნდეს UNDP-ს კონკრეტულ გარემოებაში სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად თუ სხვაგვარად.     მუხლი 12🔗. დავების მოგვარება 1. ნებისმიერი დავა UNDP-სა და მთავრობას შორის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ან დაკავშირებული იყოს ამ ხელშეკრულებასთან და რომელიც არ მოგვარდება მოლაპარაკებების გზით ან სხვა შეთანხმებული საშუალებებით, გადაეცემა არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით. თითოეული მხარე ნიშნავს თითო არბიტრს და ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს მესამეს, რომელიც იქნება თავმჯდომარე. თუ არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს, ან თუ ორი არბიტრის დანიშვნიდან 15 დღის განმავლობაში არ დაინიშნება მესამე არბიტრი, ორივე მხარეს შეუძლია სთხოვოს არბიტრის დანიშვნა საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს. არბიტრაჟის პროცედურას დაადგენენ არბიტრები, ხოლო მათ მიერ დადგენილ არბიტრაჟის ხარჯებს იხდიან მხარეები. არბიტრაჟის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მიზეზთა ზუსტ მითითებას, რომელთა საფუძველზეც არის გამოტანილი ეს გადაწყვეტილება და იგი მხარეებმა უნდა მიიღონ, როგორც დავის საბოლოო გადაწყვეტა. 2. ნებისმიერი დავა მთავრობასა და ტექნიკურ ექსპრერტს შორის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ან დაკავშირებული იყოს მთავრობისათვის მისი მომსახურების პირობებთან, შეიძლება მთავრობამ ან ტექნიკურმა ექსპერტებმა განსახილველად გადასცენ იმ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც კეთილი ნების გამოყენებით გადაწყვეტს ამ დავას. თუ დავის გადაწყვეტა არ მოხერხდება, როგორც ეს აღნიშნულია წინა წინადადებაში, ან სხვა შეთანხმებული გზით, რომელიმე მხარის მოთხოვნით საქმე გადაეცემა არბიტრაჟს, ისევე როგორც ეს აღნიშნულია ამ მუხლის I პუნქტში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს, მხარეთა არბიტრებს დანიშნავს მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივანი.     მუხლი 13🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და გრძელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული პირობების შეწყვეტამდე. შევა რა ძალაში ხელშეკრულება, მას უპირატესი ძალა ექნება ყველა არსებული შეთანხმების მიმართ UNDP-ის რესურსებიდან მთავრობისათვის დახმარების გაწევისა და UNDP-ის ოფისის თაობაზე და რომელიც შეეხება მთავრობისათვის და ქვეყანაში არსებული UNDP-ის ოფისისათვის გაწეულ ყველა სახის დახმარებას იმ ხელშეკრულებათა დებულებებით, რომლებიც გადაფარა ამ ხელშეკრულებამ. 2. ეს ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ნებისმიერი საკითხი, რომელიც სცილდება შეთანხმების დებულებებს, მხარეების მიერ მოგვარდება გაეროს შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების მიხედვით. ამ პუნქტთან დაკავშირებით ორივე მხარე სრული და გულისხმიერი ყურადღებით მოეკიდება მეორე მხარის მიერ გამოთქმულ ნებისმიერ წინადადებას. 3. ამ ხელშეკრულების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ მეორე მხარისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ამ შეტყობინების მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ. 4. ამ ხელშეკრულების IV (ინფორმაცია პროექტის შესახებ) და VIII (დახმარების გამოყენების შესახებ) მუხლების მიხედვით მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები გრძელდება ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემდეგ. მთავრობის მიერ IX (პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ), X (პროექტის შესრულებისათვის გათვალისწინებული შეღავათების შესახებ) და XII (დავების გადაწყვეტის შესახებ) მუხლების მიხედვით აღებული ვალდებულებები გრძელდება ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემდეგ იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა UNDP-სა და აღმასრულებელი ორგანოს პერსონალის ფონდებისა და საკუთრების, ან ამ ხელშეკრულების მიხედვით მათი სახელით მოქმედი ნებისმიერი პირების გასაყვანად. ამის დასტურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამისა და მთავრობის წარმომადგენლები, შესაბამისი მხარეების სახელით, ხელს ვაწერთ ამ შეთანხმებას ინგლისურ და ქართულ ენებზე, ორ პირად, 1994 წლის 1 ივლისს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გაეროს განვითარების პროგრამის სახელით (ხელმოწერილია)