განჩინება შპს "გამომცემლობა სამშობლო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
შპს „გამომცემლობა სამშობლოს“ მიმართ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო მ 2011 წლი ს10 აგვისტო ს განჩინებით
დაადგინა:
1. შპს „გამომცემლობა სამშობლოს“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლოს წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. აეკრძალოს შპს „გამომცემლობა სამშობლოს“ ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;
4. შეჩერდეს შპს „გამომცემლობა სამშობლოს“ მიმართ იძულებითი აღსრულება;
5. გ ა ნ ე მარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;
6. განემარტოს შპს „გამომცემლობა სამშობლოს“, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამო ი წვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავისი მოთხოვნები შპს ,,გამომცემლობა სამშობლოს“ მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;
8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2011 წლის 30 სექტემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №21);
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე;
10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე