„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
190040000.19.012.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110826009, 26/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №6

2011 წლის 26 აგვისტო

 ქ. თბილისი

„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებაში ცვლილებ ი ს შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებით (სსმ III, 02.10.2008 წ.,№145, მუხლი 1447) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;“.

2. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ვერ პასუხობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის სტანდარტებს;“.

3. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნ ქ ტებში მითითებულ შემთხვევებში საბროკერო კომპანია ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე).  ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევაში საბროკერო კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. საბროკერო კომპანია ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ  რა სახის და რა მიზნით სურს მას საბროკერო კომპანიასთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და საბროკერო კომპანიას შორის გარიგებების შესწავლა.“.

5. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ უნდა მიეწოდოს სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი/ფაქსი (+995 32) 243 88 03.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. როინიშვილი