განჩინება შპს "სალთვისი-2"-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8750-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110829007, 30/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

2011 წელი 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

                                                                   მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს ,,სალთვისი-2“

(საიდენტიფიკაციო ნომერი 217892608)

დირექტორი: ლევან ბუზალაძე

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა;

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და                                                                                გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2011 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სალთვისი-2“-ის დირექტორმა ლევან ბუზალაძემ. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს „სალთვისი-2“ დაფუძნებულია სახელმწიფოს 100% წილით 1999 წლის 09 სექტემბერს, საწესდებო კაპიტალი შეადგენს 285764.7 ლარს. საზოგადოების საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს იჯარით მიმაგრებული მიწების სარგებლობის უფლებით გადაცემული ძირითადი ფონდებისა და საბრუნავი საშუალებების მიზნობრივად და რაციონალურად გამოყენება და მისი დაცვა; სოფლის მეუნეობის პროდუქციის წარმოება, დამზადება, გადამუშავება და რეალიზაცია. შპს „სალთვისი-2“-ს იჯარით აღებული აქვს სულ 223 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.

შპს „სალთვისი-2“-ს 2004-2005 წლებში წარმოეშვა დავალიანება ბიუჯეტის მიმართ სოლიდარული, საშემოსავლო და მიწის გადასახის გადაუხდელობის გამო სულ 50 000 ლარი, ხოლო დღეის მდგომარეობით, ბიუჯეტის მიმართ დავალიანება შეადგენს 305139.42 ლარს. აღნიშნულის გამო, შპს „სალთვისი-2“-ი ს ქონებაზე გავრცელდა ჯერ საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა, ხოლო შემდეგ დაედო ყადაღა გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ.

2011 წლის 8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა 5 (ხუთი) დღის ვადა ხარვეზის შესავსებად.

2011 წლის 17 ივლისს შპს „სალთვისი-2“-ის დირექტორის ლევან ბუზალაძის მიერ გამოსწორებულ ი იქნა დადგენილი ხარვეზი.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „სალთვისი-2“-ის დირექტორის ლევან ბუზალაძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

                                                      დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „სალთვისი-2“-ის დირექტორის ლევან ბუზალაძის განცხადება მიღებულ იქნ ე ს სასამართლო წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ _ აღსრულების ეროვნული ბიურო). აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს;

3. მოვალეს მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა. მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო;

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა; შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის _ საგადასახდო და საბაჟო) დარიცხვა-გადახდა;

5. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვ ას იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

7. მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. განემარტოს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვთ აგრეთვე კრედიტორებს, მათვე განემარტოთ, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ უფლება აქვთ მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. ამასთან, განემარტოთ კრედიტორებს, რომ თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, აგრეთვე მო თ ხოვნები წარდგენილი და ასახული უნდა იქნან ეროვნულ ვალუტაში;

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2011 წლის 05 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6, დარბაზი №29);

10. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში არა უგვიანეს 2011 წლის 5 სექტემბრამდე განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე WWW.TCC.GOV.GE;

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე    თამარ ჭუნიაშვილი