„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №4 75
2011 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ,IIIნაწ., 1999 წ., №69(76), მუხ. 1064) დამტკიცებულ წეს ში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო) დირექტორსა და უფლებამოსილ თანამშრომლებს უფლება აქვთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმის სამსახურებრივი დოკუმენტების საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდნენ ნავსადგურში და ავიდნენ ნავსადგურში მდგომ გემზე, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი, დამატებითი საშვის გარეშე. უფლებამოსილი თანამშრომლების თანამდებობრივი ნუსხა და დოკუმენტის ნიმუში წინასწარ თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან.“;
ბ) 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
,,7. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ნუსხასაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წერილობით აწვდის ნავსადგურის ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, აქვთ ნავსადგურის ტერიტორიაზე საშვების გარეშე შესვლის, ყოფნისა და გამოსვლის უფლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2011.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.08.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №475. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.08.002.016302.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №475, 29.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 120340000.08.002.016302 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1466385/