საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2141
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.0.001.001.243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 10/05/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) 64-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:

ა) 1 და 2 იანვარს – ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში;

ბ) 7 იანვარს – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს;

გ) 19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღეს;

დ) 3 მარტს – დედის დღეს;

ე) 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს;

ვ) 9 აპრილს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეს, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს;

ზ) სააღდგომო დღეებში – დიდ პარასკევს, დიდ შაბათს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს; მიცვალებულთა მოხსენიების დღეს – აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს (თარიღები გარდამავალია);

თ) 9 მაისს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს;

ი) 12 მაისს – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს;

კ) 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს;

ლ) 28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);

მ) 14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს;

ნ) 23 ნოემბერს – გიორგობის დღეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2141–IIს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.05.2003.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 07.05.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2141. სარეგისტრაციო კოდი — 270.000.000.0.001.001.243.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.05.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2141, 07.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.0.001.001.243 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14668/