„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №326
2011 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2005წლის11აგვისტოს№138დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2005წლის11აგვისტოს№138დადგენილებაში (სსმ, 2005წ., მუხ. 1070) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე‑8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტომ შეიძლება დაადგინოს (მათ შორის, შეცვალოს) თევზჭერის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები. აღნიშნული ნორმები და წესები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.
2. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით (სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი), შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.“.
3. 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირის ან/და ფიზიკური პირების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მცურავი საშუალებებით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური