სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.08.2011
ძალის დაკარგვა 11.12.2015
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.108.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110830012, 01/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.12.2015
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar1 {mso-style-name:"Balloon Text Char1"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} span.BodyTextChar1 {mso-style-name:"Body Text Char1"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"Geo_Times","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Geo_Times","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Geo_Times","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 14.1pt 21.3pt 28.35pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:.25in 42.55pt 27.0pt 42.55pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2011 წლის 23 აგვისტო
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს გარე რეკლამის განთავსების ნებართვა თანდართული წესის შესაბამისად.
2. დამტკიცებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
3. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის
განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე
წ ე ს ი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალებების (შემდგომში – სარეკლამო საშუალება) განთავსებითა და სარგებლობით წარმოშობილ ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ფინანსურ ურთიერთობებს.
2. ამ წესის მიხედვით სარეკლამო საშუალების განთავსება შესაძლებელია განხორციელდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტებზე. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უკვე არსებული სარეკლამო საშუალება შესაბამისი სასყიდლიანი და დროებითი სარგებლობის უფლებით შეიძლება დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს.
3. ამ წესის მიზანია გარე რეკლამის გავრცელების ტექნიკურ საშუალებასთან, მის ფორმასთან და გარეგნულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.
4. სარეკლამო საშუალებებზე რეკლამის განთავსების საკითხი რეგულირდება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗
1. სარეკლამო საშუალების განთავსება შეიძლება განხორციელდეს პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, ბილბორდებისა და სტაბილური განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
3. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი.
4. სარეკლამო საშუალებაზე ქვედა მარჯვენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს რეკლამის განთავსების შესახებ ნებართვის ნომერი.
5. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომელიც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
6. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა უნდა იყოს ქართულ ენაზე. ამასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
მუხლი 3🔗
1. სარეკლამო საშუალებაზე 1 წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტი პერიოდის მანძილზე რეკლამის განუთავსებლობის შემთხვევაში ნებართვა გაუქმდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
2. სარეკლამო საშუალების მოვლა-პატრონობაზე და სათანადო იერსახით შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მფლობელს, მისი შეუსრულებლობა არის ნებართვის ვადამდე გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი.
3. სარეკლამო საშუალების მფლობელს უფლება აქვს სანებართვო პირობების შესაბამისად თავისი უფლებები და მოვალეობები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი თანხმობით გადასცეს მესამე პირს. ამასთან აუცილებელია მესამე პირმა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას წარუდგინოს ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი წინადადება აუქციონში გამარჯვებული პირის ვალდებულებების სათანადოდ შესრულების თაობაზე. უფლებამოსილების გადაცემა არ განიხილება სანებართვო პირობების შეცვლის საფუძვლად.
4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკლამო საშუალებების განსათავსებელი უძრავი ობიექტების და სარეკლამო საშუალებების ნუსხა განისაზღვრება გარე რეკლამის გავრცელების გეგმით, რომელიც მტკიცდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგეობის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე. გარე რეკლამის გავრცელების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, ასევე აუცილებელი სხვა საკითხები მათი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აღნიშნულ გეგმაში შესაძლებელია პერიოდულად განხორციელდეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗
ამ წესში მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უძრავი ობიექტი – მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და სხვა უძრავი ქონება, რომელზედაც ან/და რომლის გამოყენებითაც ხორციელდება სარეკლამო საშუალების განთავსება;
ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;
გ) გარე რეკლამა – სარეკლამო საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და რომელიც ემსახურება გარკვეული ინტერესების ფორმირებასა და რეალიზაციას;
დ) ნებართვა – კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ვადით ქმედების განხორცილების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან;
ე) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ვ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ნებართვის მოპოვება;
ზ) სანებართვო პირობები – კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
თ) „ბე“ – აუქციონში მონაწილეობისათვის წინასწარი შესატანი თანხა;
ი) ბიჯი – ყოველი კონკრეტული ლოტისათვის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განსაზღვრული ფასის სიდიდე.
თავი II
სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტებზე სარეკლამო საშუალებების განთავსების წესი
მუხლი 5🔗
1. სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტებზე (უძრავი ობიექტების გამოყენებით) სარეკლამო საშუალებების განთავსების ნებართვის მოპოვება ხორციელდება აუქციონის წესით.
2. აუქციონში გამოსატანად ადმინისტრირების მოქნილი სისტემის უზრუნველყოფის მიზნით გარე რეკლამის გავრცელების გეგმაში მოცემული, უძრავი ობიექტები შესაძლებლია დაჯგუფდეს. ერთ ჯგუფში (ლოტში) არ შეიძლება გაერთიანდეს 10-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი ობიექტი. თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე ტარდება აუქციონი და ცალ-ცალკე ხდება გამარჯვებულის გამოვლენა. ამასთან, უძრავი ობიექტის მოცულობის, დანიშნულებისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აუქციონში გამოსატანად განსაზღვრულ ერთ ლოტში შესაძლებელია შეტანილ იქნეს მხოლოდ ერთი უძრავი ობიექტი.
3. სარეკლამო საშუალებების განთავსება-გამოყენების უფლების მოპოვებაზე დადგენილი ლოტების მიხედვით აუქციონის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და გამარჯვებულის გამოვლენას კანონმდებლობისა და წინამდებარე წესის შესაბამისად ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი სააუქციონო კომისიის მეშვეობით, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. კომისია უფლებამოსილია შეიკრიბოს და ჩაატაროს სხდომები, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
4. აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს ადგენს სააუქციონო კომისია.
5. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღება და ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზება.
6. სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტებზე სარეკლამო საშუალებების განთავსების ნებართვის მოპოვების მიზნით გამოცხადებულ აუქციონში მინიმალური (საწყისი) ფასის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება:
ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ზონაში (თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გასწვრივ) – განსათავსებელი სარეკლამო საშუალების 1 მ2-ზე 12 ლარით;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის შუალედურ ზონაში – განსათავსებელი სარეკლამო საშუალების 1 მ2-ზე 9 ლარით;
გ) სენაკის მუნიციპალიტეტის პერიფერიულ ზონაში – განსათავსებელი სარეკლამო საშუალების 1 მ2-ზე 6 ლარით.
7. ორმხრივი ფუნქციონალური დანიშნულების მქონე სარეკლამო საშუალების განთავსებისას ობიექტების სარგებლობის მინიმალური (საწყისი) ფასის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული საწყისი ფასის ორმაგი ოდენობით.
8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში იხდის მხოლოდ ნებართვის გაცემის ფასს აუქციონის შედეგების მიხედვით.
მუხლი 6🔗
1. აუქციონის გამოცხადების შესახებ სააუქციონო კომისია განცხადებას და სათანადო ინფორმაციას აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: აუქციონის ორგანიზატორის დასახელება; სააუქციონო ლოტები და მასში შემავალი ობიექტების დასახელება; სანებართვო პირობები; სააუქციონო დოკუმენტაციის პაკეტის შესახებ ძირითადი მონაცემები; განცხადებების ჩატარების თარიღი; აუქციონში მონაწილეობისათვის აუცილებელი შესატანის (ბეს) ოდენობა და შეტანის წესი; ბიჯის სიდიდე და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი; სააუქციონო კომისიის მისამართი და საკონტაქტო ნომერი; სხვა საჭირო ინფორმაცია აუქციონის შესახებ.
2. აუქციონის სავალდებულო პირობებია:
ა) აუქციონში მონაწილეობისათვის წინასწარ შესატანი თანხა „ბე“, რომელიც ლოტში შემავალ ობიექტებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ფასის 5%-ია;
ბ) სარეკლამო საშუალებების განთავსება გარე რეკლამის გავრცელების გეგმით განსაზღვრული ზომისა და ფორმის მიხედვით;
ბ) კონსტრუქციულად მდგრადი სარეკლამო საშუალებების განთავსება;
დ) სარეკლამო საშუალებების განთავსება წარმოდგენილი სანებართვო პირობებისა და ესკიზური პროექტის შესაბამისად, რომელიც შემდგომში სავალდებულოა შეუთანხმდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს;
ე) სარეკლამო საშუალებების განთავსების დასრულება ნებართვით გათვალისწინებულ ვადაში;
ვ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სარეკლამო საშუალებების მოვლა-პატრონობა, მათი ღამის საათებში განათება და საამისოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა საკუთარი ხარჯებით;
ზ) რეკლამის განთავსების განხორცილება სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობაში;
თ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების აღება-შესრულება.
3. სენაკის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელ ორგანოების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ აუქციონში გამარჯვებულს მოსთხოვონ სოციალური ხასიათის რეკლამის განთავსება. ასეთი მოთხოვნების მოცულობა წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს აუქციონში გამარჯვებულის სარგებლობაში არსებული სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალის საერთო მოცულობის 7%-ს. ამ პუნქტით გათვლისწინებული საკითხები რეგულირდება ამ წესისა და სანებართვო პირობების შესაბამისად.
4. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მას „ბე“ უკან არ უბრუნდება. აუქციონში გამარჯვებულ პირს ნებართვის გაცემის შემთხვევაში „ბე“ ეთვლება გადასახდელ თანხაში. ბეს სახით გადახდილი თანხა პირებს უკან უბრუნდება, თუ მათ ვერ გაიმარჯვეს აუქციონში ან თუ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზეზით არ იქნა გაცემული სათანადო ნებართვა.
მუხლი 7🔗
1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირს. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს განაცხადი და თანდართული დოკუმენტები წარადგინოს როგორც ერთ კონკრეტულ, ისე მისთვის სასურველ რამდენიმე ლოტზე.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიის თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სააუქციონო კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი;
ბ) სანებართვო წინადადებები, მათ შორის სარეკლამო საშუალებების ესკიზი დალუქული კონვერტით;
გ) ბეს შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობისას, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა და რწმუნებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. იურიდიულმა პირებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწნებული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარუდგინონ კომისიას:
ა) იურიდიული პირის წესდება (დებულება) ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული, ძალაში არსებული ამონაწერი;
გ) იურიდიული პირის წარმომადგენლობითი, ხელმძღვანელი ან/და მაკონტროლებელი ორგანოს ოფიციალურად დამოწმებული გადაწყვეტილება შესაბამის ლოტზე (ლოტებზე) აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.
4. აუქციონში მონაწილეობის მსურველების განცხადებებისა და დოკუმენტების მიღება წარმოებს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
მუხლი 8🔗
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს მის საწყისს ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ლოტისათვის განსაზღვრავს სააუქციონო კომისია).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ აუქციონში გამარჯვებულად ცხადდება ის აუქციონის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
8. აუქციონში გამარჯვებულის შესახებ სააუქციონო კომისიის გადაწყვეტილებას (კომისიის ოქმს) შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით ამტკიცებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 9🔗
1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ აუქციონში გამარჯვებულის შესახებ სააუქციონო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა, რომელსაც გასცემს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სანებართვო მოწმობის ფორმას ამტკიცებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემი ორგანოსა და ნებართვის მფლობელის დასახელებას;
ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილმდებარეობის მისამართს, მიწის ნაკვეთის სარეგისტარაციო მონაცემებს, საკადასტრო კოდს;
გ) ნებართვის გაცემის თარიღს;
დ) ნებართვის ნომერს;
ე) ნებართვის მოქმედების ვადას;
ვ) ნებართვის გამცემი თანამდებობის პირის ხელმოწერას.
3. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის რეგისტრაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
4. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვროს არა უმეტეს 5 წლის ვადით.
მუხლი 10🔗
1. ნებართვის გაცემის ფასის ჩარიცხვა ხდება სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ფასი მთლიანად ირიცხება სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2. ნებართვის გაცემის ფასის სრულად და დროულად გადახდაზე კონტროლის განხორციელება ეკისრება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს.
3. აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნებართვის გაცემის ფასის გადახდის დაგვიანებისათვის მას ეკისრება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,07%-ის ოდენობით. საურავის გადახდა წარმოებს ფასის გადახდისათვის დადგენილი წესით.
4. ნებართვის გაცემის ფასი არ მოიცავს სარეკლამო საშუალების დამზადება-განთავსების ხარჯებს და ეს უკანასკნელი მთლიანად ანაზღაურებული უნდა იქნეს სარეკლამო საშუალების განმათავსებლის მიერ.
მუხლი 11🔗
1. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სარეკლამო საშუალების განმათავსებელი პირი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სარეკლამო საშუალების დემონტაჟი, გატანა და უძრავი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
2. ნებართვის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სარეკლამო საშუალების განმათავსებელი პირი შესაძლებელია წერილობით შეთანხმდნენ შესაბამისი სარეკლამო საშუალების (საშუალებების) სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. კონკრეტული შემთხვევა დარეგულირებული უნდა იქნეს ხელშეკრულებით.
თავი III
სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სარეკლამო საშუალებებზე ნებართვის გაცემის წესი
მუხლი 12🔗
1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სარეკლამო საშუალებებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა ხდება აუქციონის საფუძველზე, ამ წესის II თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სარეკლამო საშუალებებზე აუქციონი ცხადდება ყოველ ერთეულ სარეკლამო საშუალებაზე ცალ-ცალკე (ინდივიდუალურად, ლოტში მხოლოდ ერთი ობიექტი).
3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სარეკლამო საშუალებებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებისათვის გამოცხადებულ აუქციონში მინიმალური (საწყისი) ფასის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება:
ა) ცენტრალურ ზონაში – სარეკლამო საშუალების 1 მ2-ზე 12 ლარით;
ბ) შუალედურ ზონაში – სარეკლამო საშუალების 1 მ2-ზე 9 ლარით;
გ) პერიფერიულ ზონაში – სარეკლამო საშუალების 1 მ2-ზე 6 ლარით.
4. ორმხრივი ფუნქციონალური დანიშნულების მქონე სარეკლამო მინიმალური (საწყისი) ქირის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საწყისი ქირის ორმაგი ოდენობით.
5. სარეკლამო საშუალების სარგებლობისათვის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში იხდის მხოლოდ ნებართვის გაცემის ფასს აუქციონის შედეგების მიხედვით.
თავი IV
თვითნებურად ან შესაბამისი ქირის გადახდის გარეშე სარეკლამო საშუალებების განთავსებისათვის პასუხისმგებლობა
მუხლი 13🔗
1. სარეკლამო საშუალების თვითნებური განთავსებისათვის ან/და რეკლამის სფეროში კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევისათვის დამრღვევ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სარეკლამო საშუალებების განთავსება-გამოყენების საერთო კოორდინციას და სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური, რომელიც უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სარეკლამო საშუალების განმათავსებელი ან/და მისით მოსარგებლე პირი გააფრთხილოს ზეპირი ან წერილობითი (მიწერილობა) ფორმით, დამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი ან დასვას საკითხი ნებართვის გაუქმების თაობაზე.
3. რეკლამის გავრცელების დადგენილი წესების დარღვევევისათვის გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ადმინისტრაციული ოქმების შედგენაზე (დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე) უფლებამოსილ პირად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლისა და 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა.გ.“ პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური.
4. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია განახორციელოს კონკრეტულ ობიექტებზე სარეკლამო საშუალებების განთავსება-გამოყენების საკითხის სისტემატური შემოწმება. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს შესაბამისი სარეკლამო საშუალების (გარე რეკლამის) უპირობო დემონტაჟი, თუ სარეკლამო საშუალება არ არის სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
5. გარე რეკლამის გამავრცელებლები „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების შესაბამისად ვალდებულნი არიან სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამის სამსახურებს, რომლებსაც ევალებათ რეკლამის შესახებ კანონმდებლობის კონტროლი, ამ უკანასკნელთა მოთხოვნით დროულად წარუდგინონ უტყუარი საბუთები, წერილობითი ახსნა-განმარტებები და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის.
დანართი №2
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელება)
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
სანებართვო მოწმობა
№
(ნებართვის ნომერი)
ნებართვა გაცემულია: 201––– წლის –––––– ––––––––––––––––– . ნებართვა მოქმედებს: 201––– წლის –––––– –––––––––––––––––––– .
(წელი, რიცხვი, თვე) (წელი, რიცხვი, თვე)
ნებართვის მფლობელი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისი სახელწოდება)
გარე რეკლამის განთავსების ადგილმდებარეობა (მისამართი): ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სენაკის მუნიციპალიტეტის
გამგებლის ხელმოწერა
ბ.ა.