⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.07.2014)
გაუქმებულია:

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2011
ძალის დაკარგვა 30.07.2014
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016055
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110830015, 02/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,020 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2011 მიღება
30.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.BalloonTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.5pt 35.45pt 44.0pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:.5in 28.1pt 38.15pt 35.3pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 37.9pt 35.45pt 49.5pt;} div.Section3 {page:Section3;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21  2011 წ ლის 29 აგვისტო სოფ. ზემო ქედი  „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. შემოღებულ იქნეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.  2. დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი დანართის 1-ის შესაბამისად. 3 . დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა“ დანართი 2-ის შესაბამისად. 4 . დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მედლის ფორმა დანართი 3 -ის შესაბამისად. 5 . დადგენილება ამოქმ ედდეს გამოქვეყნებისთანავე. 6. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში                           (ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ. №2) უშუალო ზია ნის მიყენებიდან სამი თვის ვადაში .  საკრებულოს თავმჯდომარე   ლ. ბაღაშვილი დანართი 1 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესსა და პირობებს. 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის (შემდგომში – საპატიო მოქალაქის) წოდებას ანიჭებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. საპატიო მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური და სამეცნიერო საქმიანობით ან თავისი მოღვაწეობით სახელი გაუთქვა მას. 3. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არა უმეტეს 5 პირს. 4. საპატიო მოქალაქის მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ. 5. საპატიო მოქალაქეს შეიძლება გადაეცეს შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფულადი ჯილდო (არა უმეტეს 500 ლარის ოდენობის), სამახსოვრო საჩუქარი, სიგელი ან დაუწესდეს რაიმე შეღავათები. 6. განსაკუთრებულ შემთხვევაში საპატიო მოქალაქის მიმნიჭებელ ორგანოს უფლება აქვს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭოს პირს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინების გარეშე. 7. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს ეძლევათ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა, რომელსაც საზეიმო ვითარებაში გადასცემს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი.     მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს, მოქალაქეთა ჯგუფებს. 2. მასალებს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წინასწარი განხილვის წესით, ამზადებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისია. 3. საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს: ა) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის ორი ფოტოსურათი; გ)საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე; დ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება.      მუხლი 4🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისია 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით და ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიის მუშაობას და მდივანი, რომელიც აგვარებს ორგანიზაციულ საკითხებს, აფორმებს ოქმებს. 2. კომისია შედგება წევრებისაგან. კომისიის წევრები ირჩევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. 3. კომისიის მიერ სარეკომენდაციო საპატიო მოქალაქის კანდიდატის გამოვლენა ხდება კენჭისყრით. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეული წევრი ხმას აძლევს არა უმეტეს ხუთ კანდიდატს. 4. კომისია უფლებამოსილი ორგანოს წინაშე რეკომენდაციას გაუწევს საპატიო მოქალაქეობის იმ ხუთ კანდიდატს, რომელიც დააგროვებს ხმების მეტ რაოდენობას. მაგრამ არანაკლებს ხმათა ნახევრისა. თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში კენჭისყრა ხორციელდება განმეორებით. კვლავ ხმების თანაბარი რაოდენობით დაგროვებისას გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს. 5. მრავალი კანდიდატის შემთხვევაში ყველაზე მაღალი ქულების მქონე ხუთი კანდიდატიდან, თუ რომელიმეს არ ექნება ხმის მიმცემი კომისიის წევრთა ნახევრის ხმა – კომისიას შეუძლია ამ კანდიდატს განმეორებით უყაროს კენჭი საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტისთვის. 6. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობების, სიგელებისა და მედალიონების დამზადების ორგანიზაციას უზრუნველყოფს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა.     მუხლი 5🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის უფლებები 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, საქმიანობის ან ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები. 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოქალაქის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.     მუხლი 6🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლები პირს საპატიო მოქალაქის წოდება უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება ჩამოერთვას:  1. თუ მის მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ან ქმედება, რომელიც ეწინაამღდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს. 2. საკუთარი სურვილით. ​ დანართი 2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ბატონ (ქალბატონ) ------------- ----------------------------- ​                                ​(სახელი) ​                          ​(გვარი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ დამსახურებისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.....წ № განკარგულებით. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ლევან ბაღაშვილი ​  # დანართი 3 ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის” მედლის ფორმა  ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის” მედალი წარმოადგენს მეტალის დისკოს, რომლის ერთ მხარეს დატანილია დედოფლისწყაროს გერბის ესკიზი, ხოლო მეორე მხარეს წარწერით – ,, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე’’.