ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, ხოლო ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-2 მუხლში დასახელებული სუბიექტები ნდობის ჯგუფში ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 12 სექტემბერი.
№263 –IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 12.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №263. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.010.05.001.003.268.
- სად არის „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №263, 12.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.190.010.05.001.003.268 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1468/