„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110901004, 02/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №103

2011 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ

  მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტი ს „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებ ის“ დამტკიცების შესახებ“სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 2 აგვისტოს №88 ბრძანებით ( ვებპორტალი, 110803011, 09/08/2011) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებ ში“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) უც­ხო ქვეყ­ნის მოწ­მო­ბის მფლო­ბელ ავ­ი­ას­პე­ცი­ალ­ისტს “სა­ქარ­თვე­ლოს სამოქალა­ქო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ეს­ტრში” შე­ტა­ნილ ხო­მალ­დებ­ზე ფრე­ნის, ან მომ­სა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა სააგენტოს მი­ერ ამ ავ­ი­ას­პე­ცი­ალ­ის­ტის მოწმობის აღ­ი­არ­ებ­ის დღი­დან. “აღ­ი­არ­ე­ბა” გა­იც­ე­მა არა უმ­ეტ­ეს 6 თვის ვა­დით, ხოლო თუ მოწ­მო­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­და 6 თვე­ზე ნაკ­ლე­ბია, მოწ­მო­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადით. ავიას­აწ­არ­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია “აღიარების” ხელმე­ორ­ედ გა­ცე­მა.’’

2. მე-3 მუხლის „ რ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

3. 72-ე მუხლის:

 ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ 5 . როგორც წესი , ეკიპაჟში უნდა იყოს ერთი შემმოწმებელი და ერთი შეგირდი (ამ მუხლის მე-6პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა );ამასთან ერთად , სააგენტოს ინსპექტორს უფლება ეძლევა ეკიპაჟში ჩაერთოს სხვა შემმოწმებლის ყოფნის მიუხედავად .“

 ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7 . სააგენტოს მფრინავ-ინსპექტორს უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერი ავიაკომპანიის ნებისმიერ ეკიპაჟში ჩაერთოს , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .“

4. 148-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპლუატანტს უფლება აქვს, დაადგინოს მგზავრის ნორმატიული მასა, რაც სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი . დავითაძე