📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.2011
ძალის დაკარგვა 09.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110901014, 02/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,050 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.09.2011 მიღება
09.12.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
ორგანიზაციის დასახელება
უცხო ენები ცოდნის დონე
ინგლისური სუსტად
რუსული სუსტად
ფრანგული სუსტად
გერმანული სუსტად
სხვა (მიუთითეთ რომელი) სუსტად
პროგრამები ცოდნის დონე
ოჯახის წევრები გვარი, სახელი, მამის სახელი
სუსტად განვითარებული (1-2 ქულა) საშუალოდ განვითარებული (3 ქულა)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } span.sataurixmlChar { font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .5in 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება №41 2011 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ხაჩიძე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗 წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაწესებულება – სამინისტრო ან სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები; ბ) სტაჟირება – დაწესებულებაში წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა; გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; დ) სტაჟიორობის კანდიდატი – პირი, რომელსაც წესის შესაბამისად დაწესებულებაში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.             მუხლი 3🔗 სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 20 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.     მუხლი 4🔗 სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. თავი II სტაჟირების კომისია     მუხლი 5🔗 სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება დაწესებულების სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.     მუხლი 6🔗 1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და სხვა წევრებისაგან. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან დაწესებულების თანამშრომლები.     მუხლი 7🔗 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წესის მე-19 მუხლის შესაბამისად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს კომისიის სხდომის ოქმს, რის შესახებაც კომისიის სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. თავი III სამდივნო და კონკურსი     მუხლი 8🔗 1. დაწესებულებაში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით. 2. სტაჟიორის მიღება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, კონკურსის გავლის გარეშე.     მუხლი 9🔗 1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო). 2. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. სამდივნოს ევალება სტაჟიორთა კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა. 4. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა დაწესებულებაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) CV ან აპლიკაცია (დანართი №1); დ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ; ე) ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) რეკომენდაცია; ზ) ორი ფოტოსურათი (3X4). 5. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს სტაჟიორთა კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში.     მუხლი 10🔗 1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება სამ ეტაპად: პირველი და მეორე ეტაპი წერილობითი (ტესტირების ზოგად უნარებში და თეორიულ ცოდნაში), ხოლო მესამე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით. 2. სტაჟიორთა კონკურსის თემატიკას და გამსვლელ სატესტო ქულას დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების გათვალისწინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.     მუხლი 11🔗 1. კონკუსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ინტერნეტგვერდზე. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონკურსის გამოცხადება უნდა მოხდეს, აგრეთვე, პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. 2. სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) დაწესებულების იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა კონკურსი; ბ) სტაჟიორთა კონკურსის თემატიკას, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სტაჟიორთა კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებს; გ) ინფორმაციას სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ. 3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების დროს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 5. წერილობითი სტაჟიორთა კონკურსის (ტესტირების) პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს სტაჟიორთა კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს ერთი თვისა, ხოლო მეორე ეტაპი პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში. 6. ტესტირების პროცესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს კომისია.     მუხლი 12🔗 1. სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი სტაჟიორთა კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს (ვერ გადალახავს გამსვლელ სატესტო ქულების ბარიერს). 2. სტაჟიორთა კონკურსის მესამე (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი სტაჟიორთა კონკურსის (ტესტირების) მეორე ეტაპს (ვერ გადალახავს გამსვლელი სატესტო ქულების ბარიერს).     მუხლი 13🔗 სტაჟიორობის კანდიდატს წერილობითი სტაჟიორთა კონკურსის (ტესტირების) თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც.     მუხლი 14🔗 კომისია სტაჟიორთა კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატს ტესტირების შედეგებს.     მუხლი 15🔗 კომისია სტაჟიორთა კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების სტაჟიორობის კანდიდატისათვის ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს.     მუხლი 16🔗 სტაჟიორობის კანდიდატის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისთვის ტარდება გასაუბრება.     მუხლი 17🔗 გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს წერილობითი სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.     მუხლი 18🔗 1. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია სტაჟიორობის კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, რომელიც საჭიროა დაწესებულებაში სტაჟიორად დასანიშნად. 2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე. 3. თითოეული კანდიდატისათვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი. 4. კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით (დანართი №2). 5. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად მითითებულ კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა შეფასების ჯამურ ფორმაში (დანართი №3).     მუხლი 19🔗 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმას გასაუბრების და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით. 2. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილე ყველა სტაჟიორობის კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება. 3. ჩატარებული სტაჟიორთა კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟიორთა კონკურსის სამივე ეტაპი. 4. დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, ნიშნავს სტაჟიორებად დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში. 5. დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი იმავდროულად არის სტაჟირების ხელმძღვანელი.     მუხლი 20🔗 სტაჟიორთა კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან სტაჟიორთა კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები უარს იტყვიან დანიშვნაზე ან კომისიის მიერ დასანიშნად წარდგენილი არ იქნა არც ერთი კანდიდატურა. თავი IV სტაჟირების ვადა     მუხლი 21🔗 სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.     მუხლი 22🔗 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) სტაჟიორის მიერ სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა; გ) სტაჟიორის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელის დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს აბარებს იმ მატერიალურ სიკეთეს, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, სტაჟიორს უნდა ჰქონდეს დადებითი შეფასება სტაჟირების ხელმძღვანელის მხრიდან და აკმაყოფილებდეს კონკრეტული თანამდებობის მოთხოვნას. თავი V დაწესებულების მოვალეობები     მუხლი 23🔗 დაწესებულება სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.     მუხლი 24🔗 1. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.     მუხლი 25🔗 სტაჟირებას კოორდინაციას უწევს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფი. თავი VI სტაჟიორის უფლება-მოვალეობები     მუხლი 26🔗 სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, შეასრულოს ხელმძღვანელის დავალებები და გამოიყენოს დაწესებულების თანამშრომელთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.     მუხლი 27🔗 სტაჟიორი ვალდებულია: ა) გაეცნოს დაწესებულების და შესაბამისის სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ.     მუხლი 28🔗 სტაჟიორის პირად საქმეს თან ერთვის ხელწერილი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის გაცნობის შესახებ (დანართი №4).     მუხლი 29🔗 1. სტაჟირების ხელმძღვანელის ან კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორი მისი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში. 2. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობა. დანართი №1 ფოტოსურათი აპლიკაციის ფორმა გვარი, სახელი, მამის სახელი: გთხოვთ,  მიუთითოთ  თუ  შეცვლილი  გაქვთ  გვარი,  სახელი,  მამის სახელი (აღნიშნეთ  როდის და რა მიზეზით) მოქალაქეობა: დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი: ოჯახური მდგომარეობა: იურიდიული მისამართი: ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: სახლის ტელეფონი/მობილური:  პირადობის მოწმობის /  პასპორტის №: პირადი №/ გაცემის თარიღი: ავტომანქანის მართვის მოწმობის №/კატეგორია: სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება: ელ-ფოსტა: № სასწავლებლის დასახელება სწავლების წლები ფაკულტეტი კვალიფიკაცია და დიპლომის № № ტრენინგის დასახელება ტრენინგის ჩატარების ადგილი, პერიოდი ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული) რა სახის ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ უცხო ენები ცოდნის დონე  ინგლისური  სუსტად  საშუალოდ  კარგად  ძალიან კარგად  რუსული  სუსტად  საშუალოდ  კარგად  ძალიან კარგად  ფრანგული  სუსტად  საშუალოდ  კარგად  ძალიან კარგად  გერმანული  სუსტად  საშუალოდ  კარგად  ძალიან კარგად  სხვა (მიუთითეთ რომელი)  სუსტად  საშუალოდ  კარგად  ძალიან კარგად პროგრამები ცოდნის დონე  სუსტად  საშუალოდ  კარგად  ძალიან კარგად  სუსტად  საშუალოდ  კარგად  ძალიან კარგად  სუსტად  საშუალოდ  კარგად  ძალიან კარგად  სუსტად  საშუალოდ  კარგად  ძალიან კარგად  სუსტად  საშუალოდ  კარგად  ძალიან კარგად № ორგანიზაციის დასახელება ორგანიზაციის მისამართი თანამდებობა და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მუშაობის წლები ყოველთვიური ანაზღაურება სამუშაოდან წამოსვლის მიზეზი ოჯახის წევრები გვარი, სახელი, მამის სახელი დაბადების რიცხვი, თვე, წელი სამუშაო ადგილი, თანამდებობა საცხოვრებელი მისამართი № ორგანიზაციის დასახელება სახელი, გვარი თანამდებობა სამსახურის მისამართი ტელეფონის ნომერი ელ-ფოსტა ვებ-გვერდი გთხოვთ მიუთითოთ (თუ გყავთ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე იმ პიროვნებების სახელი და გვარი, რომლებიც გაგიწევენ რეკომენდაციას: გთხოვთ მიუთითოთ იმ პიროვნებების სახელი და გვარი, რომლებიც გაგიწევენ რეკომენდაციას წინა სამუშაო ადგილიდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან (ორი რეკომენდატორი, მათი საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სამუშაო ადგილი): ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს. თანახმა ვარ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია! შევსების თარიღი:   201 წელი. პირადი ხელმოწერა: დანართი №2 კანდიდატთა შეფასების ფორმა პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით კანდიდატის სახელი, გვარი პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება * შემფასებლის კომენტარი სუსტად განვითარებული (1-2 ქულა) საშუალოდ განვითარებული (3 ქულა) კარგად განვითარებული (4-5 ქულა) 1 2 3 4 5 6 შემფასებლის სახელი, გვარი: ხელმოწერა: კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში. * 1 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 2 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 3 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 4 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 5 ქულა - კანდიდატის უნარ-ჩვევები აჭარბებს ამ თანამდებობის მოთხოვნებს გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლება აირჩოს შეფასების შემდეგი კატეგორიები: 1,3 ქულა, 2,5 ქულა, 4,4 და ა.შ. დანართი №3 კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა კანიდიდატი კომისიის წევრი ხელმოწერა 1 2 3 4 5 შეფასების ჯამური ქულა   საშ. არითმეტიკული    დანართი №4 ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის გაცნობის შესახებ მე „ ————— “ „ ——————-———“ „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის 28-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, გავეცანი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.                                —————————————                                            (ხელმოწერა)  „ ——“ „ —-————— “ 201 წ.