საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.09.2011
ძალის დაკარგვა 13.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 360110010.22.023.016082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110901015, 02/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.02.2015
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.05.2013
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.04.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:LitMtavrPS; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt .75in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №42
2011 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №11 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მომზადება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) გარემოს დაცვის ეფექტიანი სისტემის დაგეგმვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;
გ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება;
დ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება;
ე) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გარემოსდაცვითი ცალკეული თემატური მიმართულებების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების და მოქმედებათა გეგმების მომზადების პროცესში თანამშრომლობა და ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ვ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე სექტორული გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მოსმენის ორგანიზება და პროგრამებისა და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი;
ზ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს სახელით ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი/ საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;
კ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა;
ლ) სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მოძიების კოორდინაცია;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 5🔗
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.
მუხლი 6🔗
გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველო:
ა) კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს სამინისტროს გარემოსდაცვითი სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესს;
ბ) კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესს;
გ) კოორდინირებას უწევს სამინისტროს საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებას;
დ) კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას;
ე) თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი ცალკეული თემატური მიმართულებების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების და მოქმედებათა გეგმების შემუშავების პროცესში. ხელს უწყობს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მონაწილეობას ამ დოკუმენტების მომზადებაში;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საქართველო-ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების წლიურ გეგმებსა და მათი განხორციელების ანგარიშებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას;
თ) მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების მომზადებაში. შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი განხორციელების თაობაზე;
ი) ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე სექტორული გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მოსმენას. ახორციელებს ამ პროგრამების და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორთან, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან გარემოს დაცვის სფეროში ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების მიზნით;
ლ) მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში. კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების შემუშავების შესახებ;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗
საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო:
ა) განსაზღვრავს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ბ) ახდენს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების ინიცირებას და მონაწილეობს შესაბამისი პროცედურული ღონისძიებების განხორციელებაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირებასა და მონიტორინგს უწევს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას;
დ) საერთაშორისო გარემოსდაცვით პროცესებში მონაწილეობისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ვალდებულებების განხორციელების მიზნით, თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან როგორ ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან;
ე) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად მოითხოვს ანგარიშებს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას
უწევს მათი ანგარიშების მოსმენას. აფასებს მათ მიერ გაწეულ საქმიანობას და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საერთაშორისო გარემოსდაცვით ხელშეკრულებებზე და პროცესებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების, მათ შორის,
საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან საკონტაქტო პირების, დანიშვნის თაობაზე და არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით, უზრუნველყოფს დანიშნული პირების შესახებ შესაბამისი სამდივნოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებში წლიური საწევრო შენატანების შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
თ) ხელს უწყობს სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. პერიოდულად იღებს ინფორმაციას აღნიშნული პროექტების განხორციელების მდგომარეობის შესახებ პროექტების ელექტრონულ ბაზაში შესატანად;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პროტოკოლით გათვალისწინებულ შესაბამის საქმიანობაში;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ვ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უწევს დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების და დეპარტამენტში შემავალ სხვა მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.