საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.09.2011
ძალის დაკარგვა 22.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №70/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110902012, 05/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 22.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
span.MsoCommentReference {}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 37.35pt 56.7pt .5in;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
@page WordSection2 {size:842.0pt 595.35pt; margin:.5in .5in 37.45pt 56.9pt;}
div.WordSection2 {page:WordSection2;}
@page WordSection3 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 37.35pt 56.7pt .5in;}
div.WordSection3 {page:WordSection3;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №70/04
2011 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ“
.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ
. ქადაგიძე
დებულება
საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ
დებულება ((შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის შემდგომში –
ბანკი)
საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) აუქციონის ფორმით რეალიზაციის წესს, აუქციონის ჩატარების წესს
და პირობებს.
2. ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
3. ბანკის
ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის
მიზანია, საკუთრების უფლება
მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს
ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. აუქციონის ფორმით ბანკის ქონების შეძენის მსურველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე,
ფიზიკური ან იურიდიული პირი.
5. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია (მათ შორის
, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ).
მუხლი 2🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისია შემდგომში – კომისია).
2. ბანკის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, კომისიის მიერ დგება სხდომის ოქმი, ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ.
3. აუქციონის შესახებ
ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად,
აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 10 კალენდარული დღით ადრე,
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ უნდა
განთავსდეს
ბ
ანკის
ვებგვერდზე,
გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან/და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე.
გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)
აუქციონის ჩატარების თარიღს
და ადგილს;
ბ) აუქციონში მონაწილეობაზე
განაცხადის მიღების დაწყების და დამთავრების თარიღს;
გ) სარეალიზაციო
ქონების დასახელებას და საწყის ფასს;
დ) ბეს ან საბანკო გარანტიის ოდენობას და შეტანის წესს;
ე) ბიჯის ოდენობას;
ვ)
სხვა ინფორმაციას, რომელსაც კომისია
ჩათვლის მიზანშეწონილად.
4.
სააუქციონო კომისია უფლებამოსილია გადაავადოს ან გააუქმოს გამოცხადებული აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება დადგენილი წესის შესაბამისად.
5.
ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს გამყიდველისგან გასაყიდი ქონების
შესახებ მის
ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
6.
ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და
იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს შესაძენ ქონებას
.
7. სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შეფასებით. იმ შემთხვევაში
, თუ ნარჩენი საბალანსო ღირებულება აღემატება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შეფასებას, ქონების საწყისი ფასის განსაზღვრა მოხდება ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად.
8. ბეს თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასის
30%
-
ს.
9. ბეს
გადახდის ფორმები შეიძლება იყოს:
ნაღდი
და
უნაღდო
ანგარიშსწორება, საბანკო გარანტია.
მუხლი 3🔗. სააუქციონო კომისია
1. აუქციონის ორგანიზების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით
ი
ქმნება
მუდმივმოქმედი
სააუქციონო
კომისია შემდგომში – კომისია).
2. კომისიის
შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები; კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის მდივნის ფუნქციას.
3. კომისიის წევრთა რაოდენობა
– თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.
4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში
– კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.
6. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის მუშაობის რეჟიმს და წევრებს შორის ფუნქციების განაწილებას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
8. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
9. კომისიას აქვს ბეჭედი (დანართი 1)
, რომელიც გამოიყენება განაცხადის, მონაწილის ბილეთის, გამარჯვებულის ოქმის, კომისიის სხდომების დასამოწმებლად და ინახება კომისიის მდივანთან.
10. კომისიის მდივანი აწარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალს ელექტრონული სახით, სადაც იქნება დაფიქსირებული მყიდველის შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი და გვარი;
ბ) აუქციონის მონაწილის პირადი ნომერი;
გ) აუქციონის მონაწილის მისამართი და ტელეფონი;
დ) აუქციონზე გასაყიდი ქონების ლოტის საინვენტარიზაციო ნომერი;
ე) აუქციონზე გასაყიდი ქონების დასახელება;
ვ) აუქციონზე გასაყიდი ქონების საწყისი ღირებულება;
ზ) აუქციონზე გაყიდული ქონების ღირებულება (გაზრდილი ფასის მითითებით);
თ) აუქციონის მონაწილის მიერ განაცხადის წარდგენის თარიღი;
ი) აუქციონის მონაწილის მიერ ბეს შეტანის თარიღი, ოდენობა.
11.
სააუქციონო კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს.
12. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს საბუთების დახარისხებას და დაარქივებას, არქივში ინახება შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი;
ბ) მონაწილის ბილეთი;
გ) აუქციონის შედეგების
ოქმი;
დ) ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი;
ე) პრეზიდენტის განკარგულება ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ;
ზ) კომისიის სხდომის ოქმი რეალიზაციის შესახებ;
თ) მიღება-ჩაბარების აქტი;
ი) ელექტრონული ჟურნალის ამობეჭდილი ვერსია;
კ) ბეჭდურ მედიაში განთავსებული განცხადება.
მუხლი 4🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონი ტარდება დადგენილ თარიღსა და დროს
.
2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების (დანართი 2) მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს 24 საათით ადრე აუქციონის დაწყებამდე.
3. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადები არ მიიღება.
4. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი კომისიის მდივანს
წარუდგენს:
ა)
შევსებული განაცხადის ფორმას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, ქონების საწყის ფასს და გადასახდელი ბეს ოდენობას. (შესაძლებელია შეივსოს მონაწილეზე ერთი განაცხადი, სადაც პრედენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება შესაძენი ლოტების ჩამონათვალი. მონაწილის ბილეთს ენიჭება ნომერი
);
ბ)
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ფიზიკური პირის შემთხვევაში) – სანოტარო წესით დამოწმებულ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
გ) იურიდიული პირის შემთხვევაში, განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
დ)
ყველა სხვა დოკუმენტაციას, რომელსაც კომისია ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. პირმა, რომელსაც სურს აუქციონში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ქონების შეძენის
მიზნით,
თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმო
ადგინოს ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაძლებელია ბეს ჯამურად გადახდა, თუ განაცხადში გაერთიანებულად იქნება წარმოდგენილი შესაძენი ნივთების ჩამონათვალი, გადახდის საბუთის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს შესაძენი ლოტები შესაბამისი ბეს მითითებით).
6. თუ ყველა წარდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს დადგენილ
მოთხოვნებს, კომისიის მდივანი
იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს აუქციონის
მონაწილის ბილეთს (დანართი 3)
, რომლითაც მფლობელს ენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი.
7. მონაწილის ბილეთში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: აუქციონში მონაწილე პირის სახელი და გვარი ან ორგანიზაციის დასახელება,
აუქციონის გამართვის დრო და ადგილი, ლოტის ნომერი და გასაყიდი ნივთის დასახელება,
(შესაძლებელია მონაწილის ბილეთში მითითებული იყოს
შესაძენი ლოტების ჩამონათვალი, მონაწილის ბილეთს ენიჭება ნომერი).
8. პირს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს წერილობითი ფორმით საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე 48 საათით ადრე.
მუხლი 5🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონის
მონაწილე პირი
აუქციონის დაწყებამდე 15 წუთით ადრე
შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი,
წარუდგენს კომისიის მდივანს
მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას.
2. კომისიის მდივანი
ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას, აუქციონში დამსწრე მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს – კომისიის თავმჯდომარე, ან მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე
.
4. თითოეულ ლოტზე,
ვაჭრობის დაწყებისას,
აუქციო
ნატორი აცხადებს ქონების დასახელებას, საწყის ფასს
, ბიჯს და მოუწოდებს მონაწილეებს ჩაერთონ ვაჭრობაში.
5. აუქციონზე
ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასი
ს გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. თუ აუქციონის მსვლელობისას სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასის გამოცხადებიდან სამ წუთში არ გამოჩნდება ქონების შეძენის მსურველი, ვაჭრობა წყდება.
7. აუქციონის
მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას) კომისიის თავმჯდომარე,
აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს
. უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.
8. იმ შემთხვევაში, თუ
აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ვაჭრობა წყდება და
შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ, ხოლო გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ.
9. იმ შემთხვევაში
, თუ ბანკმა გადაავადა აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის გზით ქონების გაყიდვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
10. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ დადგენილ ვადაში არ არის შემოსული განაცხადი,
შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ.
11. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დროს არ მოხდა
ქონების რეალიზაცია, ცხადდება
განმეორებითი
აუქციონი, რომელზეც
საწყისი ფასი მცირდება არაუმეტეს
50%-მდე,
ხოლო თუ ქონება ამ ფასდაკლების
შემდეგაც არ გაიყიდა, კომისიის გადაწყვეტილებით მომდევნო აუქციონზე ქონების ფასი
შეიძლება კიდევ შემცირდეს.
12. აუქციონის ფორმით ქონების რეალიზაცია შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ ეტაპზე, ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სარეალიზაციო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის და/ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბანკის პრეზიდენტი.
13. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით აუქციონზეც არ მოხდა ქონების რეალიზაცია, გადაწყვეტილებას მისი გაყიდვის, უსასყიდლოდ გადაცემის ან/და განადგურების შესახებ იღებს ბანკის პრეზიდენტი.
14. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული პირი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თამჯდომარის მოადგილე, მდივანი და კომისიის წევრები. ასევე კომისიის წევრებს უფლება აქვთ ოქმს დაურთონ შენიშვნები.
15. გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: აუქციონში მონაწილე პირის სახელი და გვარი ან ორგანიზაციის დასახელება,
აუქციონის გამართვის დრო და ადგილი, ლოტის ნომერი და გასაყიდი ნივთის დასახელება, საწყისი და კონკურენციის შედეგად გაზრდილი ფასი
(შესაძლებელია მონაწილის გამარჯვებულის ოქმში მითითებული იყოს
შეძენილი
ლოტების ჩამონათვალი, გამარჯვებულის ოქმს ენიჭება ნომერი).
16. აუქციონში გამარჯვებულმა ვაჭრობის დამთავრებიდან 1 სთ-ში უნდა მოაწეროს ხელი აუქციონის შედეგების ოქმს (დანართი 4).
17. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს გადახდილი ბეს უკან დაბრუნებას იმ პირებზე, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს აუქციონში.
18. თუ აუქციონში მონაწილე პირი არ გამოცხადდება აუქციონზე, მისთვის ბეს დაბრუნების საკითხს წყვეტს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე
.
19. თუ, აუქციონში მონაწილე პირი არ გამოცხადდება აუქციონზე, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მას ეძლევა უფლება შეიძინოს ქონება, თუ ამ ქონებაზე განაცხადი არ აქვს შეტანილი სხვა სუბიექტს. ამ შემთხვევაში აუქციონის შესაბამისი მონაწილე წერილობით, სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ატყობინებს სააუქციონო კომისიას აუქციონში მონაწილეობის გაგრძელების განზრახვის შესახებ და ქონების საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდით და შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს ქონების შეძენის ფაქტს.
მუხლი 6🔗. აუქციონის შედეგები
1. სააუქციონო კომისიის მიერ, აუქციონის დამთავრების შემდეგ, დგება სხდომის ოქმი აუქციონის შედეგების შესახებ.
2. აუქციონის შედეგების ოქმის საფუძველზე გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი.
მუხლი 7🔗. ანგარიშსწორების წესი
1. აუქციონის ოქმის ხელმოწერიდან
5 კალენდარული დღის განმავლობაში მყიდველი
ვალდებულია ნაღდი ან უნაღდო
ანგარიშსწორებით გადაიხადოს
ქონების ღირებულება სრულად ან ნახევარი მაინც.
2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გადაიხდის შეძენილი ქონების საფასურის ნახევარს, დარჩენილი თანხა უნდა დაფაროს აუქციონის ოქმის ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ვერ გადაიხდის შეძენილი ქონების საფასურის ნახევარს აუქციონის დამთავრებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, მის მიერ გადახდილი ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გადაიხდის შეძენილი ქონების ღირებულების ნახევარს, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების მთლიანი საფასური, ბე და გადახდილი ღირებულების ნახევარი არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
5. მყიდველს გადახდილი ბე
-ს თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
6. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს იტყვის ქონების შეძენაზე ან დროულად არ შეიტანს ქონების საფასურს, კომისია აუქმებს აუქციონის
შედეგს;
პირს ერთმევა ქონების შეძენის უფლება; ასეთ შემთხვევაში მას გადახდილი თანხა და ბე
არ დაუბრუნდება.
7. შესაძენი ქონების ბეს გადახდა მოხდება ცალ-ცალკე ლოტების შესაბამისად (
შესაძლებელია შეივსოს მონაწილეზე ერთი შემოსავლის ორდერი
, სადაც შინაარსის ველში
ბანკის თანამშრომლის მიერ შევსებული
იქნება შესაძენი ლოტების ჩამონათვალი შესაბამისი ბეს თანხების მითითებით).
8. შესაძენი ქონების ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულ რეკვიზიტებზე როგორც ცალ-ცალკე ლოტების შესაბამისად, ასევე მთლიანი თანხით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში საგადახდო დავალების შინაარსის ველში მითითებული უნდა იყოს
შესაძენი ლოტების ჩამონათვალი შესაბამისი ბეს მითითებით.
9. შეძენილი ქონების საფასურის გადახდა მოხდება ცალ-ცალკე ლოტების შესაბამისად,
(შესაძლებელია შეივსოს მონაწილეზე ერთი შემოსავლის ორდერი
, სადაც შინაარსის ველში
ბანკის თანამშრომლის მიერ შევსებული
იქნება შესაძენი ლოტების ჩამონათვალი შესაბამისი თანხების მითითებით).
10. შეძენილი ქონების საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულ რეკვიზიტებზე როგორც ცალ-ცალკე ლოტების შესაბამისად, ასევე მთლიანი თანხით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში საგადახდო დავალების შინაარსის ველში მითითებული უნდა იყოს
შესაძენი ლოტების ჩამონათვალი შესაბამისი თანხების მითითებით.
11. ბეს გადახდის შემთხვევაში, თუ არ დაემთხვა საგადახდო დავალებით გადმორიცხული ჯამური თანხა, შინაარსის ველში აღნიშნულ ლოტის (ან ლოტების) საფასურს, ბანკი იტოვებს უფლებას უზრუნველყოს თანხის უკან დაბრუნება.
12. აუქციონის მონაწილე პირზე შესაძლებელია მის მიერ გადახდილი ბეს უკან დაბრუნება უნაღდო ანგარიშსწორებით, თუ მის მიერ დამატებით წარმოდგენილი იქნება საბანკო რეკვიზიტები, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც ცალ-ცალკე ლოტების შესაბამისად, ასევე მთლიანი თანხით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში საგადახდო დავალების შინაარსის ველში ბანკის თანამშრომლის მიერ მითითებული უნდა იყოს
შესაძენი ლოტების ჩამონათვალი შესაბამისი ბეს მითითებით.
13. აუქციონის შედეგად მიღებული თანხა ჩაირიცხება ბანკის შემოსავლების ანგარიშზე.
მუხლი 8🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. აუქციონის გამარჯვებული მონაწილის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ 10
კალენდარული დღის განმავლობაში მხარეთა შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნასყიდობის ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ხდება ქონების მყიდველის მფლობელობაში გადაცემა.
3. ნასყიდობის ხელშეკრულება დგება სამ ეგზემპლარად, რომელსაც ხელს აწერს ეროვნული ბანკის შესაბამისი უფლებამოსილი პირი და აუქციონში გამარჯვებული პირი, რომელიც დადასტურებული იქნება ეროვნული ბანკის გერბიანი ბეჭდით.
4. ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მფლობელის სახელი და გვარი ან ორგანიზაციის დასახელება, ლოტის ნომერი და გასაყიდი ნივთის დასახელება, შეძენილი ნივთის ფასი
(შესაძლებელია ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული იყოს
შეძენილი
ნივთების
ჩამონათვალი, ხელშეკრულებას ენიჭება ნომერი).
5. გამარჯვებული პირის მიერ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და ბეს თანხა სრულად ირიცხება ბანკის შემოსავლებში.
6. უძრავი ქონების ან იმ მოძრავი ქონების, რომელიც საჭიროებს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას, საკუთრების უფლება შემძენზე გადადის მხოლოდ შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს შემძენი.
7. შემძენი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს შეძენილი მოძრავი ქონების გატანა
.
8. იმ შემთხვევაში, თუ შემძენი
დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მას დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი.
დანართი 3
(სამი ფურცელი)
1.
საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისიის ბეჭედი.
2.
განაცხადი (ექსელის ფაილი).
3.
მონაწილის ბილეთი (ექსელის ფაილი).
4.
აუქციონის შედეგების ოქმი (ექსელის ფაილი).