ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 02.09.2011
ძალის დაკარგვა 19.09.2014
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110905009, 07/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 2 სექტემბერი
ქ.ლაგოდეხი
ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ქვეპუნქტის შესაბამისად,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი’’(დანართი 1).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დ. ბაკაშვილი
დანართი 1
ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗
1. ამ წესით განისაზღვრება ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები და წესი.
2. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ლაგოდეხის და ქვეყნის წინაშე;
ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ლაგოდეხის წინაშე ან/და ლაგოდეხთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
3. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 3🔗
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ) მხარის რწმუნებულს-გუბერნატორს;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებას;
ზ) შვიდკაციან საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა
ერთოდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა.
მუხლი 4🔗
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს
მოქალაქისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3x4;
გ) წერილობითი თანხმობა ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 5🔗
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი 7(შვიდი) წევრის შემადგენლობით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებას და ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს საკრებულოს.
2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოსცემს განკარგულებას ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 6🔗
1. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეებს, როგორც წესი, „ჰერეთობის’’ დღესასწაულზე,
საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ „ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის’’ მოწმობა და ატრიბუტიკა.
2. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება „ლაგოდეხის საპატიო
მოქალაქის წიგნში’’, რომელიც ინახება საკრებულოში.
მუხლი 7🔗
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი
დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
2. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 8🔗
ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.