📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.09.2011
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110905016, 08/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 997 სიტყვა · ~5 წთ
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.dabn, li.dabn, div.dabn {mso-style-name:dabn; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 45.0pt .5in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №20 2011 წლის 2 სექტემბერი ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 5 აგვისტოს №16 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე               გ. კაპანაძე დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების, ,,საგანგებო სიტუაციებისაგან რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. სამსახურის მისამართია ქ. ჭიათურა, ჭავჭვაძის ქ. №28. 4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება; ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა; გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება.     მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის, შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების შესრულებაზე. 2. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 3. ხანძარის ჩაქრობა და საავარიო – სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში. 4. საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა. 5. სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზება. 6. საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ ზარებზე პირველადი რეაგირება. 7. დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმუვი მზადყოფნის უზრუნველყოფა. 8. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშვება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება - დამტკიცება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 6 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად. 9. ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა.     მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან, რომელთაც „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს რაზმის უფროსსა და სამსახურის სხვა თანამშრომლებს შორის; გ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში; ე) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; ვ) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აწვდის წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და მუშაობის ორგანიზაციის გაუმჯობესების შესახებ; ზ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით; თ) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გაყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ი) პერიოდულად ისმენს დანაყოფის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და გამგეობაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ; ლ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის, პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად; მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას; 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 5🔗. მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები 1. სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით. 2. სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. 3. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში. 5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურეsბრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. 6. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.     მუხლი 6🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.