განჩინება შპს "ბათუმი გეიტი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1194-2011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110905018, 07/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

 წარმოებაში მიღების და შპს ,,ბათუმი გეიტის’’ მიმართ გაკოტრების გახსნის თაობაზე

 2011 წლის 17 აგვისტო       

ქ. ქუთაისი

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბათუმი გეიტის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახნის შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 2006 წლის 1 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბათუმი გეიტის“ სახელით წარმომადგენლებმა ვ. ხახუტაშვილმა და ი. წულუკიძემ და შპს ,,ბათუმი გეიტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა, ხოლო მოტივად საზოგადოების გადახდისუუნარობა და ვადამოსული გადახდის ვალდებულებების დაფარვის შეუძლებლობა მიუთითა.

 დასახელებულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაინიშნა საბუღალტრო ექსპერტიზა შპს ,,ბათუმი გეიტის“ გადახდისუუნარობის დასადგენად, რომლის შესრულება დაევალა შპს ,,ექსპერტ-აუდიტს“.

 2011 წლის 1 აგვიტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შესულ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც შპს ,,ბათუმი გეიტი“ გადახდისუუნაროა.

 ზემოაღნიშნული საქმე განსჯადობის წესების დაცვით გადმოიგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №2/1194.

 სასამართოლმ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული მასალები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავით დადგენილ ყველა პირობას და იგი  მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-17, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე, 36-ე მუხლებით და            

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბათუმი გეიტის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნ ე ს წარმოებაში და შპს ,,ბათუმი გეიტის“ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმე.

2. შპს ,,ბათუმი გეიტის“ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმე.

3. შპს ,,ბათუმი გეიტის“ მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო).

4. აეკრძალოს შპს ,,ბათუმი გეიტს“ ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა.

5. შეჩერდეს იძულებითი აღსრულება შპს ,,ბათუმი გეიტის“ მიმართ.

6. აიკრძალოს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

7. განემარტოს კრედიტორებს, რომ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში სასამართლოს უნდა წარმოუდგინონ გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები.

8. 2011 წლის 13 ოქტომბერს 12:00 საათზე მოწვეულ იქნეს შპს ,,ბათუმი გეიტის“ კრედიტორთა კრება.

9. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №5).

 კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები:

 ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ;

 ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენა;

 გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

10. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.

11. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის აცილების შესახებ.

12.განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც ინტერესსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

 

 მოსამართლე

ხელმოწერილია გ. ფუტკარაძე

      

  ასლი სწორია

   მ/თანაშემწე:      ი.ლოსაბერიძე