„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
ბრძანება №123
2011 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 30. 01. 2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის სამსახური;“;
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) პროექტების მართვისა და ბიზნეს ანალიზის სამსახური;“.
3. მე-7 მუხლის 143 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„143. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის სამსახური:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;
ბ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო, ადგილობრივ და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან;
გ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების ზოგად კოორდინაციას;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებ და უზრუნველყოფს მათ ასახვას შესაბამის დოკუმენტებში;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 144 პუნქტი:
„144. პროექტების მართვის და ბიზნეს ანალიზის სამსახური:
ა)შეიმუშავებს პროექტების მართვის და პროცესების ანალიზის სტანდარტულ მეთოდოლოგიებს და უზრუნველყოფს მათ დანერგვას სააგენტოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
ბ) უზრუნველყოფს ახალი პროცესების დანერგვას და არსებული პროცესების გაუმჯობესების ანალიზს;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს ელექტრონული მართვის სისტემებს შორის თანაკვეთების დადგენას და შეიმუშავებს მათი გაუმჯობესების საერთო სტრატეგიას;
დ) სააგენტოს რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, უზრუნველყოფს დასახული ამოცანების პროექტებში გაერთიანებას, პროექტების პორტფოლიოს ფორმირებას და კონტროლს;
ე) განიხილავს პროდუქტების/სერვისების ტექნიკურ ამოცანებს, ახორციელებს მათ შეფასებას და მომსახურების პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაციის მიზნით სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს;
ვ) განსაზღვრავს სააგენტოში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ძლიერ და სუსტ მხარეებს და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს უწევს შესაბამის რეკომენდაციებს;
ზ) მონაწილეობს პროდუქტების/სერვისების მიწოდების/განხორციელების დროს წარმოქმნილი პრობლემების ანალიზსა და მათ გადაწყვეტაში;
თ ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
6. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სამმართველოს/სამსახურის უფროსი, ასევე სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილე სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება, გარდა ბრძანების პირველი მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი – მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 12 სექტემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.09.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.09.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №123. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.016190.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №123, 06.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016190 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1469844/