„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.145.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110906008, 09/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №6

2011 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ივნისის №3 დადგენილებით (სსმ 13.06.2011) დამტკიცებული №10 დანართი შეიცვალოს შესაბამისად ახალი №10 დანართით.

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        რ. ჭავჭავაძე

 

დანართი №10

პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დახმარების პროგრამა

(ორგანიზაციული კოდი 06 13)

 

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

    მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

    მუხლი 3. დახმარების მოცულობა

პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 100 ლარს.

    მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,4 ათასი ლარის ოდენობით.