თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2011
ძალის დაკარგვა 14.01.2015
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №123
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016075
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110906009, 08/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,867 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2011 მიღება
14.01.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoSubtleEmphasis {color:gray; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 31.0pt .25in 48.45pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 42.4pt 28.35pt 45.6pt;} div.Section2 {page:Section2;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილება №123 2011 წლის 31 აგვისტო ქ. ქუთაისი  თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1, 19​2, 19​3 და 19​4 მუხლების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, დანართის შესაბამისად. /დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით განკარგვა, როგორც წესი, განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. თუ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით არ მოხდა, დასაშვებია მისი განკარგვა საჯარო აუქციონის ფორმით. მუხლი 3🔗. 2012 წლის 30 სექტემბრამდე, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, თავდაპირველად გამოყენებულ იქნეს საჯარო აუქციონის ფორმაც. მუხლი 4🔗. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე           ა.ხვადაგიანი დანართი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს. 2. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე. 3. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ელექტრონული აუქციონის ფორმით, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზებას/სარგებლობაში გადაცემას ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე. 5. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების საწყისი საფასური დგინდება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნორმების საფუძველზე. 6. ელექტრონული აუქციონის ფორმით თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25% -ზე ნაკლებია. 7. ელექტრონული აუქციონის ფორმით თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. 8. ელექტრონული აუქციონი (ელექტრონული აუქციონი პირობებით) ცხადდება პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით. 9. ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე, ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.     მუხლი 2🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება 1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების/გამოცხადების ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო. 2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი /სარგებლობაში გადამცემი ორგანო, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში გადამცემი ორგანოს ვებგვერდზე და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ელექტრონული აუქციონის ფორმით თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე, გაზეთ „24 საათში“.  3. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას; ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას და სრულ აღწერილობას; გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს (თარიღი და საათი); დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას და მოქმედების ვადას; ვ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ბიჯის სიდიდეს; თ) განკარგვის ფორმა; ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. 4. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას; ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას; გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს (თარიღი და საათი); დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობის საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას და მოქმედების ვადას; ვ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ბიჯის სიდიდეს; თ) სარგებლობაში გადაცემის ვადას; ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. 5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში; ე) ამონაწერის ნომერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 6. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების შესახებ პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონებას. 8. ელექტრონული აუქციონის პროცესს უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვებგვერდზე www.eauction.ge.     მუხლი 3🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. ელექტრონული აუქციონი ტარდება ამ წესისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ვებგვერდზე www.eauction.ge გამოქვეყნებული წესებისა და პირობების მიხედვით. 2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები რეზიდენტი და არარეზიდენტი);  ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე ელექტრონულად თანხმობის გაცხადება; გ) ელექტრონული გადახდის (საბანკო პლასტიკური ბარათი) საშუალებით ბეს თანხის გადახდა ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის აქტივაცია. 3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის სხვადასხვა ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში გადაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის თითოეული ქონებისათვის ცალკ -ცალკე (თითოეული ლოტისთვის). 4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების მყიდველად/მოსარგებლედ; ბ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.     მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისათვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი. 2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში. 3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში. 4. აუქციონის დასაწყისად ითვლება ლოტში მითითებული დაწყების დრო. 5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 6. თუ სააუქციონო ვაჭრობის დასრულებამდე ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი. 7. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით (ელ. ფოსტა და მოკლე ტექსტური შეტყობინება), გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც აუქციონში გამარჯვებულისათვის ჩაითვლება ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად. 8. აუქციონში გამარჯვებულს ელ. ფოსტის მისამართზე ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი, ანგარიშის ნომერი, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 9. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების საკუთრების უფლება, გამყიდველის მიერ, მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, საფასურის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ხოლო, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების მოწმობა გაიცემა აუქციონის პირობებში ასახული ვალდებულებების შესრულების პირობით. 10. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 11. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების სარგებლობაში გადაცემისას, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი რეგულირდება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის № 37 დადგენილები თ.     მუხლი 5🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ან/და აუქციონის ჩამტარებელი უფლებამოსილია: ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსოს ვებგვერდზე; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს ან/და აუქციონის ჩამტარებელ ს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით; დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები. 2. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად). 3. მომხმარებელი უფლებამოსილია: ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები. 4. მომხმარებელი ვალდებულია: ა) დაიცვას აუქციონ ში მონაწილეობის წესები და პირობები; ბ) პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში გადაცემული ქონების ღირებულება.     მუხლი 6🔗. ანგარიშსწორება 1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარან ტიის აქტივაციის საშუალებით. 2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ლოტის ღირებულების გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ -ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ღირებულების გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას. 3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდისას მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის ღირებულების, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების შესახებ. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას. 4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების საბოლოო ღირებულება აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში. ხოლო, პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, პირობებში მითითებულ ვადაში. 5. იმ მონაწილეებს, რომელთაც ვერ გაიმარჯვეს ელექტრონულ აუქციონში, ბე ან/და საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე უბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.     მუხლი 7🔗. დავების გადაწყვეტის წესი ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.