„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№471
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.016243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110907018, 08/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №471

2011 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) 31 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული გადახდის ან/და საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების/სამუშაოს შესრულების გრაფიკი, ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს მოსალოდნელი გადახდის გრაფიკს. ორგანიზაცია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები დანართ №6-ით წარმოდგენილ „გადახდის გრაფიკში.“;

ბ) 32 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ორგანიზაცია, საგადახდო მოთხოვნასთან ერთად სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს ინფორმაციას საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ (გარდა გრიფით „საიდუმლო“) გადახდებზე, გარდა კვარტალური განაცხადის ფორმით რეგისტრირებული ვალდებულებების შესაბამისი, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის და საწესდებო კაპიტალის ფორმირების/გაზრდის მიზნით განსახორციელებ ე ლი გადახდებისა.“;

გ) 32 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ორგანიზაცია მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე (გარდა გრიფით „საიდუმლო“) საგადახდო მოთხოვნასთან ერთად წარადგენს ინფორმაციას მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე. ინფორმაციის წარსადგენად, ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები:

ა) მივლინების იდენტიფიკაციის სისტემაში არსებული კოდი;

ბ) სამართლებრივი აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი;

გ) მივლინებული პირი;

დ) მივლინების ადგილი (ქვეყანა, ქალაქი);

ე) მივლინების მიზანი;

ვ) მივლინების ხანგრძლივობა;

ზ) ხარჯის ტიპი შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ზ.ა) მგზავრობის ხარჯი;

ზ.ბ) საცხოვრებელი ადგილის ხარჯი;

ზ.გ) დღიური ნორმის ხარჯი;

ზ.დ) მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯი;

ზ.ე) მივლინებული მოსამსახურის სავალდებულო დაზღვევის ხარჯი;

ზ.ვ) პასპორტის ღირებულება;

ზ.ზ) სხვა დოკუმენტების, მ.შ. ვიზის ხარჯი;

ზ.თ) მივლინებასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯი;

თ) თანხა ლარებსა და თეთრებში ხარჯის თითოეული კატეგორიის მიხედვით.“;

დ) მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს რეგისტრირებული ვალდებულება.

 5. ორგანიზაცია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება რეგისტრირებულ კვარტალურ განაცხადში.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1, №2, №3 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი № 1

ვალდებულების დოკუმენტი

ვალდებულების №

საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება

სახაზინო  კოდი                       დასახელება

 

საფუძველი

ვალდებულების საფუძველი                                                                                  საფუძვლის ნომერი                                                                 თარიღი                

 

CPV კოდი

 

 
 

 

 


მიმწოდებლის საიდენტ.კოდ                                                                                მიმწოდებლის დასახელება                                                                                                                           

 

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი

                         კოდი                                                დასახელება                                                თანხა                                           დაფარვის   წყარო

 

             მომსახურების სახე

     პასუხისმგებელი პირი                                                                                                                                შემსრულებელი

     თარიღი                                                                                                                                                            თარიღი

 


 დანართი №2

კვარტალური განაცხადი

20…....... წლის ……... კვარტალი

ვალდებულება N --------

სახაზინო კოდი და დასახელება ________

საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ______________________

დაფარვის წყარო   ______________________

 

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი

…… კვარტალი

1

2

1

შრომის ანაზღაურება

 

 ხელფასი ფულადი ფორმით – თანამდებობრივი სარგო

 

 ხელფასი ფულადი ფორმით–წოდებრივი სარგო

 

 ხელფასი ფულადი ფორმით – პრემია

 

 ხელფასი ფულადი ფორმით–დანამატი

 

 ხელფასი ფულადი ფორმით – ჰონორარი

 

 ხელფასი ფულადი ფორმით – კომპენსაცია

 

 სოციალური შენატანები

 

2

საქონელი და მომსახურება

 

შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ფულადი ფორმით

 

წარმომადგენლობითი ხარჯები

 

მივლინება ქვეყნის გარეთ

 

მივლინება ქვეყნის შიგნით

 

სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება

 

 დიპლომატიური დაწესებულებების შენახვისა და ატაშატის ხარჯი

 

 სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი

 

3

სუბსიდიები

 

4

გრანტები

 

 უცხო სახელმწიფოთა მთავრობებს

 

მიმდინარე

 

კაპიტალური

 

 საერთაშორისო ორგანიზაციებს

 

მიმდინარე

 

კაპიტალური

 

 სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს

 

მიმდინარე

 

კაპიტალური

 

5

სოციალური უზრუნველყოფა

 

 სოციალური დაზღვევა

 

ფულადი ფორმით

 

სასაქონლო ფორმით

 

 სოციალური დახმარება

 

ფულადი ფორმით

 

სასაქონლო ფორმით

 

 დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება

 

ფულადი ფორმით

 

სასაქონლო ფორმით

 

6

სხვა ხარჯები

 

სხვადასხვა ხარჯები – მიმდინარე

 

7

ვალდებულებები

 

საშინაო – სხვა კრედიტორული დავალიანებები

 

სულ

 

 

 

შენიშვნა --------------------------------------------------------------------------------

 

პასუხისმგებელი პირი     შემ სრულებელი

 

თარიღი/---/------/------/     თარიღი /---/------/------/

 

 


დანართი № 3

საგადახდო მოთხოვნა  №

სახაზინო  კოდი                       დასახელება

 

მოთხოვნის №                         ვალებულების №                        მუხლი                     თანხა ლარებში                          ვალუტა                      თანხა ვალუტაში

 

 

 

მოთხოვნის საფუძველი                                                                            საფუძვლის ნომერი                       საფუძვლის თარიღი                 ავანსის ვადა

 

 

საბიუჯეტო ორგანიზაცია

საიდენტ.კოდი

 

დასახელება

 

 

მიმღების რეკვიზიტები

ბანკის კოდი                                                                    დასახელება                                                                                                                     ანგარიშის №

ს აიდენტ.კოდი                                                                დასახელება

 

 


ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი

 

დანიშნულება                                                                  შენიშვნა

 

თანხის გაშლა CPV- კოდების მიხედვით

CPV- დასახელება                                                რაოდენობა                                               ერთეული                                                 თანხა

პასუხისმგებელი პირი                                                                                                                               შემსრულებელი

თარიღი                                                                                                                                                        თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №6