საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 06.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №494
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016312
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110907028, 07/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.5in 46.45pt .5in 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №494
2011 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის სახელმწიფო კონტროლი.
3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის თანდართული დებულება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (შემდეგში – არქივი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. არქივი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
3. არქივს აქვს სახელმწიფოს მიერ გადაცემული განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის საბანკო ანგარიშები, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. არქივის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №72.
მუხლი 2🔗. არქივის საქმიანობის საგანი და მიზნები
1. არქივი სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საარქივო საქმის მართვას, საქმისწარმოების სრულყოფასა და საარქივო ფონდების განვითარებას.
2. არქივის მიზნებია:
ა) საარქივო ფონდების შევსება დოკუმენტებით მატერიალურ ან/და ელექტრონულ მატარებელზე, საარქივო ფონდების დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება;
ბ) საარქივო ფონდების დოკუმენტების აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა (მათ შორის, ელექტრონული ფორმით);
გ) საარქივო ფონდების დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფა, კონსერვაცია, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია;
დ) საარქივო ფონდების დოკუმენტებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
ე) საარქივო მასალების საფუძველზე პუბლიკაციების მომზადება და ბეჭდვა.
მუხლი 3🔗. არქივის ფუნქციები
დაკისრებული ამოცანების შესაბამისად არქივი:
ა) განსაზღვრავს საარქივო ფონდის დოკუმენტების სახეობებისა და ნაირსახეობების შემადგენლობას, შეიმუშავებს საარქივო ფონდის იმ დოკუმენტების ნუსხას, რომლებიც ექვემდებარება ელექტრონული მატარებლის სახით შენახვას;
ბ) უზრუნველყოფს არსებული საარქივო მასალების დამუშავებას, მათ საარქივო ფონდებთან ფორმირებას, ციფრულ მატარებლებზე გადატანასა და კომპიუტერული ბაზების ფორმირებას;
გ) საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს არქივში განთავსებული საარქივო დოკუმენტების დაცვას, მათი შენახვის პირობების მონიტორინგისა და ოპტიმიზაციის ღონისძიებებს;
დ) აწარმოებს საარქივო ფონდის დოკუმენტების სპეციალური ტექნიკური დამუშავების სამუშაოთა კომპლექსს (კონსერვაცია, რესტავრაცია და ა.შ.);
ე) ახორციელებს არქივში დოკუმენტების შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვას;
ვ) უზრუნველყოფს საარქივო ფონდის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნასა და განვითარებას, ამ დარგში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას;
ზ) ახორციელებს საარქივო მასალების შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფას, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვას;
თ) უზრუნველყოფს საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალ დაშვებას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
ი) დადგენილი წესით აქვეყნებს საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას არქივში დაცული დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ, ახორციელებს პერიოდული ჟურნალის „საარქივო მოამბის“ გამოშვებას, დოკუმენტური ფილმებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებას, საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ამზადებს ბუკლეტებს, ბროშურებს, სხვადასხვა სახის გამოცემას (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით;
კ) ამზადებს საარქივო ფონდის დოკუმენტების თემატურ გამოფენებს, როგორც არქივის ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებს, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიმართვებს;
მ) შემოსული განცხადებების საფუძველზე, უზრუნველყოფს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განადგურებული საარქივო მასალების დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებასა და დამუშავებას;
ნ) ახორციელებს საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლსა და ზედამხედველობას;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს და ავითარებს საერთაშორისო კავშირებს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, მონაწილეობს პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში;
პ) ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ეროვნულ არქივთან;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 4🔗. არქივის ხელმძღვანელობა
1. არქივს ხელმძღვანელობს არქივის დირექტორი (შემდეგში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდეგში – მინისტრი).
2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალების შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
4. დირექტორი:
ა) წარმოადგენს არქივს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს არქივის საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე არქივის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს არქივის თანამშრომლებს. მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ზ) ამტკიცებს არქივის შინაგანაწესს;
თ) განსაზღვრავს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს არქივის საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს;
ი) ამტკიცებს არქივის სისტემაში სტაჟირების გავლის ინსტრუქციას; სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
კ) ანაწილებს მოვალეობებს არქივის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს არქივის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფას, რომლებიც საჭიროა არქივის ამოცანების შესასრულებლად;
მ) იღებს გადაწყვეტილებას არქივის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა არქივის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს არქივის საქმიანობის შესახებ;
ო) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. არქივის სტრუქტურა
არქივი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) პირველი განყოფილება (უშიშროების არქივი);
ბ) მეორე განყოფილება (კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი);
გ) მესამე განყოფილება (რედაქცია);
დ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის ჯგუფი.
მუხლი 6🔗. არქივის სტრუქტურული ერთეულების ამოცანები
1. პირველი განყოფილება (უშიშროების არქივი) ახორციელებს საარქივო მასალების შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფას და საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვას; არსებული საარქივო მასალების დამუშავებას, მათ საარქივო ფონდებთან ფორმირებას, ციფრულ მატარებლებზე გადატანას და კომპიუტერული ბაზების ფორმირებას საარქივო ფონდების კონსერვაციასა და უზრუნველყოფას; მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას; განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხილვას; შემოსული განცხადებების საფუძველზე მე-20 საუკუნეში განადგურებული საარქივო მასალების დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებსა და სახელმწიფო არქივებში მოძიებასა და დამუშავებას; განყოფილებაში დაცული საარქივო მასალის გაცემასა და მათი გაცნობის უზრუნველყოფას; პერიოდული ჟურნალის „საარქივო მოამბისათვის“ მასალების მოძიებასა და მიწოდებას; არქივის ხელმძღვანელობისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება-წარდგენას.
2. მეორე განყოფილება (კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი) ახორციელებს საარქივო მასალების შენახვის რეჟიმის უზრუნველყოფას და საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებისა და გაცემის შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვას; საარქივო ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის უზრუნველყოფას; განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხილვას; არსებული საარქივო მასალების დამუშავებას, მათ საარქივო ფონდებად ფორმირებას, ციფრულ მატარებლებზე გადატანასა და კომპიუტერული ბაზების ფორმირებას. განყოფილებაში დაცული საარქივო მასალის გაცემასა და მათი გაცნობის უზრუნველყოფას; პერიოდული ჟურნალის ,,საარქივო მოამბისათვის“ მასალების მოძიებასა და მიწოდებას; არქივის ხელმძღვანელობისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება-წარდგენას.
3. მესამე განყოფილება (რედაქცია) ახორციელებს პერიოდული ჟურნალის ,,საარქივო მოამბის“ დაგეგმვას, სტატიების განაწილებასა და გამოსაცემად მომზადებას; საჟურნალო სტატიების მომზადებას, თარგმნას, ჟურნალის დაკაბადონებას, დიზაინსა და დაბეჭდვაზე კონტროლს; სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ პირისათვის დასაგზავნი ჟურნალების სპეციალური ბაზის შექმნა-განახლებას; ჟურნალის პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას; საჟურნალო სტატიების მიხედვით ფილმების მომზადებას; მუზეუმში გამოსაფენი ექსპონატების თემატურად შერჩევა-დამუშავებასა და არსებული მასალის მიხედვით ტექსტების მომზადებას; განყოფილების ვებ-გვერდის (archive.security.gov.ge) განახლებასა და მის ინფორმაციულ უზრუნველყოფას (სტატიების მომზადება და არქივში მიმდინარე პროცესების ასახვა); არქივის ხელმძღვანელობისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება-წარდგენას.
4. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის ჯგუფი ახორციელებს არქივის შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვას; წლიური ხარჯთაღრიცხვებისა და ფინანსური ანგარიშების მომზადებას; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; არქივის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვასა და კონტროლს; არქივის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
მუხლი 7🔗. არქივის ქონება და ფინანსები
1. არქივის ქონებას შეადგენს ძირითადი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
2. არქივის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) არქივის მომსახურებით მიღებული შემოსავლები;
გ) არქივის საქმიანობით მიღებული სხვა შემოსავლები, მათ შორის, საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით, არქივის მიერ მომზადებული ბუკლეტების, ბროშურების, სხვადასხვა ტრადიციული და ელექტრონული გამოცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. არქივის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობს არქივის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
2. არქივის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში.
მუხლი 9🔗. არქივის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
არქივის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილების (ცვლილებებისა და დამატებების) შეტანის წესი
არქივის დებულებაში ცვლილების (ცვლილებებისა და დამატებების) შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.