„მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №46
2011 წლის 8 სექტემბერი
ქ. მცხეთა
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე , მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებით (სსმ , 110815005, 17,08,2011) დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულებაში, კერძოდ:
1.1 დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამსახურის სტრუქტურას ადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო სამსახურის საშტატო რაოდენობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
2.1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სახანძრო დაცვის განყოფილება;
ბ) სამაშველო განყოფილება’’.
1.2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა სამართლებლივი და სოციალური გარანტიები
სამსახურის პირადი შემადგენლობის სამართლებლივი და სოციალური დაცვის გარანტიები და შეღავათები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად’’ .
1.3 დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ქონება
სამსახური თავისი საჭიროების და კომპეტენციის შესრულებისთვის იყენებს მცხეთის მუნიც ი პალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას’’ .
1.4 დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. გარდამავალი დებულება
სამსახურის დებულების პროექტს საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგებ ე ლი, საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად’’ .
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა . კალანდაძე