⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.04.2018)
გაუქმებულია:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.09.2011
ძალის დაკარგვა 23.04.2018
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.141.016046
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110909003, 13/09/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,014 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2011 მიღება
23.04.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} h2 { margin-top:10.0pt; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family-f:'Cambria','serif'; color:#4F81BD;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} span.PlainTextChar { font-family-f:'Courier New';} p.a, li.a, div.a { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} span.Heading2Char { font-family-f:'Cambria','serif'; color:#4F81BD; font-weight:bold;} p.a0, li.a0, div.a0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.Char, li.Char, div.Char { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';} p.heading2, li.heading2, div.heading2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family-f:'Geo_Times','serif'; font-weight:bold;} p.heading3, li.heading3, div.heading3 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family-f:'Geo_Times','serif';} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.4pt 35.35pt 21.3pt 40.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 29 2011 წლის 8 სექტემბერი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:  1.დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31.03.2011 წლის № 14 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                          ჰ. მოვსესიანი დანართი №1 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო  სამსახურის დებულება თავი І ზოგადი დებულებანი.     მუხლი 1🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახური 1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო-სამაშველო საქმიანობის განხორციელებას – ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის № 153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახანძრო-სამაშველო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით. 4. სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი, სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. ახალქალაქი, თავისუფლების ქ. №2. 5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის ხარჯზე. თავი ІІ სამსახურის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 2🔗. ამოცანები და ფუნქციები:  სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის და ხანძრის ჩაქრობის განხორციელების ორგანიზება მუნიციპალიტეტის საზღვრებში.     მუხლი 3🔗. დაკისრებული ამოცანის უზრუნველყოფა 1. უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწასებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე. 2. უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას მუნიციპალიტეტის საზღვრებში. 3. მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კადასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში. 4. მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანძლივობას, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კანონმდებლობის შესაბამისად. 5. უზრუნველყოფს სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრებული) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების სწორ ექსპლუატაციას. 6. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მოადგილესა და სამსახურის სხვა თანამშრომლებს შორის; გ) დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს; დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად ახალისებს და/ან სჯის სამსახურის მოხელეებს; ე) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; ვ) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აწვდის წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და მუშაობის ორგანიზაციის გაუმჯობესების შესახებ; ზ) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; თ) პერიოდულად ისმენს დანაყოფის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას; კ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას; ლ) ანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად. თავი ІV სამსახურის სტრუქტურა და მათი ფუნქციები     მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგ თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო თანამდებობა; ბ) მთავარი სპეციალისტი – უფროსის მოადგილე; გ) უფროსი სპეციალისტი – მორიგე ცვლის უფროსი; დ) სპეციალისტი – მეხანძრე-მაშველი, მძღოლი;     მუხლი 6🔗. სამსახური სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. 1. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ხაზით უზრუნველყოფს – ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. მათ შორის ხანძრების პროფილაქტიკას კანონით ნებადართულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან და ხანძარსაშიშ ობიექტებზე; დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აწვდის ინფორმაციას ორგანიზაცია-დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, ასევე რაიონში მომხდარი ხანძრების და ჩატარებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების სტატისტიკურ აღრიცხვას. 2. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხაზით უზრუნველყოფს – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრების ჩაქრობაში მონაწილეობას, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; დანაყოფში პირადი შემადგენლობის ფიზიკური და პროფესიონალური, ასევე დაწყებითი მომზადების დაგეგმვას და მის განხორციელებას. თავი V დასკვნითი დებულებები     მუხლი 7🔗 წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.