სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.09.2011
ძალის დაკარგვა 10.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №337
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016497
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110909007, 09/09/2011
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | შესყიდვის ობიექტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №337
2011 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“
საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია გამოქვეყნებიდან 2 წლის განმავლობაში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა.
3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და მოქმედება.
4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები და/ან ქვეყნები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად.
6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ახორციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, საბროკერო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო და სხვ.);
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო) – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, ასევე საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა;
ვ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის პროცედურაში;
ზ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
თ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს;
ი) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;
კ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
ლ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი;
მ) ტენდერი – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც მიმწოდებლის შერჩევას სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე ახდენს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია, ამასთან, საქონლისა და მომსახურების ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში დასაშვებია ვაჭრობა;
ნ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთჩანაცვლებადი შესყიდვის ობიექტები;
ო) შესყიდვების გეგმა – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა (დანართი), რომლის შესაბამისადაც შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს.
მუხლი 3🔗. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;
დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) დადგენილი წესით საქონლის მიწოდებისას და მომსახურების გაწევისას აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:
ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას;
ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადებას;
გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შეფასებას;
დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას;
ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას;
ვ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას.
2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ.
3. დაუშვებელია, რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს, ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;
ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში;
გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება, აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მონაწილეთა მიმართ;
ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეთა მიმართ.
მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები
1. შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ტენდერის, ფასთა გამოკითხვის ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებებით.
2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ:
ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს;
ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად;
გ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია;
დ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან;
ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესყიდვები განხორციელდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენის შემთხვევაში;
ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა;
ზ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
თ) ხორციელდება საბანკო ან/და ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, საბროკერო, საკონსულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო და სხვ.).
3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ შესყიდვის ობიექტია:
ა) კომუნალური მომსახურება (დასუფთავება და სხვ.);
ბ) სატელეფონო მომსახურება (როუმინგის ჩათვლით);
გ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით განსახორციელებელი შესყიდვა.
4. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები).
მუხლი 6🔗. ფასთა გამოკითხვა
1. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფასთა გამოკითხვის საშუალებით, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლისა და/ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში.
3. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 2 პირს.
4. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 20 დღისა იღებს მოწვეული პირების გადაწყვეტილებებს მონაწილეობის თაობაზე და განაცხადებს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.
6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები ხელმოწერილი უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
7. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
8. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით.
9. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი.
მუხლი 7🔗. ტენდერი
1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლები.
3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე, რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.
6. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
მუხლი 8🔗. სატენდერო კომისიის აპარატი
1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.
2. შესყიდვის ობიექტის დაზუსტებული მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების მიღების შემდეგ სატენდერო კომისიის აპარატი შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტებს.
3. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ, საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.
4. სატენდერო კომისიის აპარატს უფლება აქვს, კავშირი იქონიოს პრეტენდენტებთან, საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მათ განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ.
5. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია, ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან ორი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გადაეცემა საწარმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დადგენილი წესით შესანახად.
მუხლი 9🔗. განცხადება ტენდერის შესახებ
1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს გაზეთ „24 საათში“ ან/და საწარმოს ვებგვერდზე ან/და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
2. განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება გაზეთ „24 საათში“ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
ბ) შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის სახეობა ან გასაწევი მომსახურების სახეობა, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია.
5. საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დასრულების ვადებს განსაზღვრავს სატენდერო კომისია, საწარმოს ინტერესებისა და შესყიდვის მოცულობიდან გამომდინარე, მაგრამ აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
6. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ.
მუხლი 10🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები
მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს საწარმოს სატენდერო კომისია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის.
მუხლი 11🔗. სატენდერო დოკუმენტაცია
1. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ობიექტის, სატენდერო კომისიის მოთხოვნებისა და პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი სახის ინფორმაციას.
2. სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე.
3. დაინტერესების შემთხვევაში კომისია დაინტერესებულ პირს მოთხოვნისთანავე გადასცემს სატენდერო დოკუმენტაციას.
4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად;
ბ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მითითებით;
გ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას ან მომსახურების მოცულობას, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით;
დ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადას;
ე) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონვერტების გახსნის დროს.
5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
მუხლი 12🔗. სატენდერო წინადადებების შეფასების წესი
1. წერილობითი განაცხადების ან/და ზეპირი ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადებების საბოლოო ფასების დადგენის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაშვებულია სატენდერო წინადადებების ფასის დაფიქსირება სხვადასხვა კონვერტირებად ვალუტაში, სატენდერო წინადადებების განხილვის დროს უნდა მოხდეს მათი გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად.
3. შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება ეხებოდეს როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ისე მათ მიერ წარდგენილ წინადადებებს.
4. პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილების და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარება.
5. სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) სატენდერო წინადადების ღირებულება;
ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები;
გ) საქონლის, მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;
დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები;
ე) მომსახურების მიმწოდებელი საწარმოს გამოცდილება და კვალიფიკაცია;
ვ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის სატენდერო კომისია.
6. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს.
7. სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავიანთ შეფასებას ადასტურებენ ხელმოწერით.
8. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მიიღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრიტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება აბსოლუტურად იდენტურია, სატენდერო კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას და წერილობით დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
9. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. სატენდერო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და ტენდერის მონაწილე პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებების მოკლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
11. გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერის მონაწილე ყველა პრეტენდენტს და იწვევს გამარჯვებულს ხელშეკრულების დასადებად.
12. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული, შესყიდვის მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გადახდილი მომსახურების საფასურის გარდა.
13. პრეტენდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
მუხლი 13🔗. ჩაშლილი ტენდერი
1. ტენდერი ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;
გ) წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ დადგენილ სავარაუდო ღირებულებას;
დ) გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე წესის თანახმად ცხადდება ხელახალი ტენდერი.
მუხლი 14🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში შემსყიდველ ორგანიზაციასა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა დამატებითი ვადები, მხარეებმა აღნიშნულ ვადაში უნდა გააფორმონ წინარე ხელშეკრულება ან მემორანდუმი.
მუხლი 15🔗. ხელშეკრულების ფორმა და მისი გადასინჯვის წესი
1. ხელშეკრულება, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გარდა, იდება წერილობითი ფორმით.
2. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 16🔗. ცვლილების შეტანის წესი
წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“
შესყიდვების წლიური გეგმა
თარიღი-----
№
შესყიდვის ობიექტი
შესყიდვის საშუალება (ტენდერი, ფასთა გამოკითხვა, ერთ პირთან მოლაპარაკება)
შენიშვნა
შემსყიდველი
ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ----------
შესყიდვების სამსახურის უფროსი: -----------
ბუღალტერი: -----------