საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421 და 422 მუხლები:
„მუხლი 421. კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების პროცედურებში მონაწილეობისათვის თავის არიდება
დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ მუშაკთა მოთხოვნით სოციალურ-შრომითი ურთიერთობების საკითხებზე შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობა, კრების (კონფერენციის) ჩასატარებლად შესაფერისი ადგილის გამოყოფაზე უარის თქმა ან მისი ჩატარებისათვის ხელის შეშლა,–
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.
მუხლი 422. კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა
დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა,–
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.“
2. 208-ე მუხლს სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს რიცხვები „421, 422“.
3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:
„ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური.“, ხოლო მე-2–24 ნაწილები შესაბამისად ჩაითვალოს მე-3-25 ნაწილებად.
4. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს რიცხვები „421, 422“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 30 ოქტომბერი.
№1681–Iს