მეორე აუქციონის ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110913003, 13/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება მეორე აუქციონის ჩატარების შესახებ

 

   „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, შპს „ახალი ხიბულის (ხიზელი) მეურნეობის“ (იურიდიული მისამართი: ხობის რ/ნ, სოფ. ახალი ხიბულა;ს/ნ 244552578) გაკოტრების მმართველი თენგიზ ხუხია   ვაცხადებ, რომ სამეურვეო ქონების გაყიდვის მიზნით 2011 წლის 5 ოქტომბერს, 14საათზე, ქ. სენაკში, რუსთაველის ქ №243-ში (არბიტრაჟისა და ადვოკატურის ოფისში) ტარდება მეორე აუქციონი.

მეორე აუქციონზე (სამ ლოტად) გასაყიდად გამოდის შპს „ახალი ხიბულის (ხიზელი) მეურნეობის“ კუთვნილი ქონება:

ქონების დასახელება

მისამართი

ზომის ერთ.

შეფასებითი ღირებულება

  პირველი ლოტი

 

 

 

 

           ქარსაფარი ზოლი

ხობის რ/ნ, სოფ. ახალი ხიბულა

28.81 ჰა

53 220 ლარი

მე-2 ლოტი

 

 

 

 

       არხები (სადრენაჟო ქსელები და

                სფერული კვლები)

ხობის რ/ნ, სოფ. ახალი ხიბულა

5.59ჰა

88 965 ლარი

  მე-3 ლოტი

 

 

 

                      რკინის ღობე

ხობის რ/ნ, სოფ. ახალი ხიბულა

----------------

170  ლარი

  მოძრავი ქონება განთავსებულია შემდეგ მისამართზე: ხობის რ/ნ, სოფ. ახალი ხიბულა.

  აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებას გააკეთებს, მაგრამ არა უმცირეს საწყისი ფასისა.   

   გამარჯვებულის მიერ თანხის სრულად გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუქმდება აუქციონის შედეგები და გამარჯვებულ მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა არ დაუბრუნდება.

  აუქციონის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან აუქციონის გამართვამდე მიმართონ გაკოტრების მმართველს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. სენაკი, ხორავას ქ. №18. ტელ.: მობილური – 5 (55) 114213.

აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა გაკოტრების მმართველს უნდა წარუდგინონ:

(ა) განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ, რასაც თან უნდა დაერთოს, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში) ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

(ბ) სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „ბანკი რესპუბლიკა“, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში. ანგარიშის №33050001. მფო 220101757;ბანკის კოდი 204856263) გასაყიდი ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

 

     შპს „ახალი ხიბულის (ხიზელი)

მეურნეობის“  გაკოტრების  მმართველი            თ. ხუხია